მენჯი (კურორტი)
იერსახე
მენჯი — ბალნეოლოგიური კურორტი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სენაკის მუნიციპალიტეტში, მდინარე ცივის ხეობაში, ზღვის დონიდან 29 მ. ჰავა სუბტროპიკულია, რბილი, იცის რბილი უთოვლო ზამთარი (იანვრის საშუალო ტემპერატურა 5,2 °C), ძლიერ თბილი, ზომიერად ნოტიო ზაფხული (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 23,0 °C), შეფარდებითი სინოტივე -73 %; ნალექების წლიური რაოდენობა — 1480 მმ, მზის ნათების ხანგრძლივობა 2160 სთ წელიწადში. ძირითადი სამკურნალო ფაქტორია გოგირდწყალბადიანი ქლორიდულ-ნატრიუმიანი მინერალური წყალი, რომელსაც იყენებენ აბაზანებისათვის სახსრების, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ზოგიერთი დაავადების დროს. მენჯში არის სანატორიუმი, სანატორიუმის ტიპის რკინიგზის საავადმყოფო, საკურორტო პოლიკლინიკა. სეზონი — მთელი წელი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 26557
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უშვერიძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 579.