მენდუტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მენდუტი
ბორობუდურის, პავონისა და მენდუტის ერთ სწორ ხაზზე მდებარეობა

მენდუტი — მეცხრე საუკუნის ბუდისტური ტაძარი ინდონეზიის კუნძულ იავის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ მაგელანგთან. მდებარეობს ბორობუდურისგან დაახლოებით სამ კილომეტრით აღმოსავლეთით. მენდუტი, ბორობუდური და პავონი — სამივე ბუდისტური ტაძარი ერთ სწორ ხაზზეა განლაგებული. ამ სამ ტაძარს შორის საერონ რელიგიური კავშირი არსებობს, თუმცა ზუსტი სარიტუალო პროცესი უცნობია.

მენდუტი IX საუკუნის დასაწყისში აშენდა და ბორობუდურსა და პავონზე უფრო ძველია. კარაგტენგაჰის წარწერის თანახმად, ტაძარი აშენდა საილენდრას დინასტიის მეფე ინდრას დროს. წარწერა 824 წლით თარიღდება და ახსენებს, რომ მეფე ინდრამ ააშენა წმინდა ტაძარი, რომელსაც ვენუვანა უწოდა, რაც „ბამბუკის ტყეს“ ნიშნავს. ჰოლანდიელი არქეოლოგი კასპარისი ამ წარწერაში მოხსენიებულ ტაძარს მენდუტთან აიგივებს.

ტაძარი 1836 წელს აღმოაჩინეს, ბუჩქებით დაფარული ნანგრევების სახით. აღდგენითი სამუშაოები 1897 წელს დაიწყო და 1925 წელს დასრულდა. იმ არქეოლოგთა შორის, რომლებიც ტაძარზე კვლევებს აწარმოებდნენ, იყვნენ კასპარისი, თეოდოორ ვან ერპი და არისტაია იოგასვარა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 592
ინგლ.რუს.ფრ.