მეკაკლურები
იერსახე
მეკაკლურები | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Cynips quercusfolii | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Cynipoidea | ||||||||||||
|
მეკაკლურები (ლათ. Cynipoidea), მწერების ზეოჯახი სიფრიფანაფრთიანების რიგისა. ვითარდებიან უმთავრესად მცენარეთა ქსოვილებში, უფრო იშვიათად პარაზიტობენ სხვა მწერის სხეულში. მეკაკლურების სიგრძე 1-5 მმ აღწევს. ცნობილია მეკაკლურების 1900-მდე სახეობა. გავრცელებულია უმთავრესად ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. გალების წარმომქმნელი მეკაკლურები კვერცხებს მცენარის სხვადასხვა ნაწილში დებენ. გამოჩეკილი მატლები გამოყოფენ აუქსინებს და და წარმოქმნიან გალებს. მეკაკლურების მავნებლობა უმნიშვნელოა, მწერების მატლების პარაზიტ მეკაკლურებს კი სოფლის მეურნეობის მავნებელთა (მაგ., კომბოსტოს ბუზი, ხახვის ბუზი და სხვა) განადგურებით სარგებლობა მოაქვს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 552.