მბომუ (მდინარე)
მბომუ ფრანგ. Mbomou, Bomu | |
---|---|
ქვეყანა |
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
სათავე | 5°01′49″ ჩ. გ. 27°26′28″ ა. გ. / 5.0304000° ჩ. გ. 27.4412000° ა. გ. |
შესართავი |
უბანგი 4°07′30″ ჩ. გ. 22°26′10″ ა. გ. / 4.1252306° ჩ. გ. 22.4362861° ა. გ. |
სიგრძე | 800 კმ |
აუზის ფართობი | 120 000 კმ² |
— სათავე, — შესართავი | |
მბომუ ვიკისაწყობში |
მბომუ ან ბომუ (ფრანგ. Mbomou, Bomu) — მდინარე ცენტრალურ აფრიკაში.
საერთო მონაცემები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მდინარე მბომუს სიგრძეა — 800 კმ. მდინარის აუზის ფართობია — 120 ათასი კმ². ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მას ჰქვია „მბომუ“, ხოლო — კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში „ბომუ“.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მდინარე მბომუ თავისი დინების დიდ ნაწილზე სახელმწიფო საზღვარია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის.
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მხრიდან მდინარე მბომუს მარჯვენა შენაკადებია მდინარეები: შინკო, უარა, კერე, მბოკუ. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მხრიდან მარცხენა შენაკადია — მდინარე ასა. ქალაქ კამბას რაიონში მდინარე მბომუს მდინარე უელესთან შეერთების ადგილას წარმოიქმნება მდინარე უბანგი, მდინარე კონგოს ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი შენაკადი. მდინარის სახელი ჰქვია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ორ პრეფექტურას — მბომუს და ზემო მბომუს. მდინარეს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მხრიდან ესაზღვრება 2 ვრცელი ბუნებისდამცავი რეზერვატი დასავლეთი ბომუ და აღმოსავლეთი ბომუ.