მასტაბა
იერსახე
მასტაბა (არაბ. مصطبة, სიტყვასიტყვით ქვის მერხი) — ადრინდელ (ძვ. წ. დაახლ. 3000-2800 წწ.) და ძველ (ძვ. წ. დაახლ 2 800-2250 წწ.) სამეფოთა პერიოდის ძველი ეგვიპტური სამარხების თანამედროვე სახელწოდება. მასტაბა შედგება ერთმანეთთნ ვერტიკალური შახტით დაკავშირებული, გეგმით სწორკუთხა, დამრეცკედლებიანი მიწისზედა ნაგებობისა და მიწისქვეშა სამარხი სათავსისაგან. ადრინდელი სამეფოს პერიოდის მასტაბა გარედან მოპირკეთებული იყო აგურით (I დინასტია) ან ქვით (II დინასტია). ძველი სამეფოს მასტაბის მიწისზედა ნაგებობის კედლები გლუვია, შიდა დაგეგმარება — რთული.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 485.