მალმეს უნივერსიტეტი
მალმეს უნივერსიტეტი | |
---|---|
Malmö universitet | |
დევიზი | სადაც მრავალფეროვნება ქმნის ცვლილებას |
დევიზი შვედურ ენაზე | Där mångfald gör skillnad |
დაფუძნდა | 1998 / 2018 |
ტიპი | საჯარო |
თანამშრომელი | 1,602 ჯამში (2012)[1] |
რექტორი | Kerstin Tham |
სტუდენტი |
12,583 (სრულ განაკვეთზე, 2012)[2] 450 დოქტორანტი (2011) |
მისამართი | Nordenskiöldsgatan 1, 211 19 Malmö[3] |
მდებარეობა | მალმე[3] და Universitetsholmen |
ქალაქი | მალმე |
პროვინცია | სკონეს პროვინცია |
ქვეყანა | შვედეთი |
ტელეფონი | +46-40-665-70-00[3] |
კავშირები | Confederation of Open Access Repositories[4] , ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია[5] , Coalition for Advancing Research Assessment[6] და Association of Swedish Higher Education Institutions[7] |
malmouniversity.se |
მალმეს უნივერსიტეტი (ასევე მალმიოს ან მალმოოს ან მალმოს უნივერსიტეტი) (შვედ. Malmö universitet) - შვედეთის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტი ქალაქ მალმეში. [8] შვედეთის უნივერსიტეტებს შორის მალმიოს უკავია სიდიდით მეცხრე ადგილი. მალმეს უნივერსიტეტში სწავლობს 24,000 სტუდენტზე მეტი და მუშაობს 1,600 თანამშრომელი. [9] მალმეს სტუდენტების მესამედი არის საერთაშორისო სტუდენტი და მას 240-ზე მეტ უნივერსიტეტთან აქვს გაფორმებული საპარტნიორო ხელშეკრულებები. [9] მალმეს წამყვან აკადემიურ დისციპლინებად ითვლება საერთაშორისო ურთიერთობები, მიგრაცია, პოლიტიკური მეცნიერებები, მდგრადი განვითარება, ურბანისტიკა, ასევე მედია და ტექნოლოგიები.
უნივერსიტეტმა ითამაშა წამყვანი როლი მალმეს გარდქამნაში ინდუსტრიული ცენტრიდან შვედეთის აკადემიურ ცენტრად.[10] კამპუსის დიდი ნაწილი აშენდა გაუქმებული დოკის ადგილზე.
1998 წელს უმაღლეს სკოლად დაფუძნებული, მალმე გახდა სრულფასოვანი უნივერსიტეტი 2018 წლის 1 იანვარს შვედეთის განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით. [11][12][13]
მალმეს უნივერსიტეტი არის შვედეთის კავკასიოლოგიის ცენტრი. ყოველწლიურად მალმეში ტარდება შვედეთის ინსტიტუტის საზაფხულო კურსები ახალგაზრდა პროფსიონალებისთვის ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის.
უნივერსიტეტი აქტიურად არის ჩართული აღმოსავლეთის პარტნიორობისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების დემოკრატიზაციის პროცესი. 2021 წელს, ევროპულ-ქართულ ინსტიტუტთან ერთად უნივერსიტეტმა დაიწყო საქართველოში სოციალური აუდიტის მეთოდიკის დანერგვა.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Årsredovisning 2012 დაარქივებული 2013-12-03 საიტზე Wayback Machine. Malmö Universitet - Årsredovisning 2012
- ↑ Högskoleverkets årsrapport 2012 (Swedish), p. 118. დაარქივებული 2012-08-05 საიტზე Wayback Machine. (PDF; 6,7 MB)
- ↑ 3.0 3.1 3.2 Public register of government agencies in Sweden
- ↑ https://web.archive.org/web/20190714135243/https://www.coar-repositories.org/community/members-and-partners-by-country/
- ↑ https://eua.eu/about/member-directory.html
- ↑ https://web.archive.org/web/20231109092552/https://coara.eu/coalition/membership/
- ↑ https://web.archive.org/web/20240513205453/https://suhf.se/om-suhf/medlemmar/
- ↑ Swedish National Agency for Higher Education: List of higher education institutions დაარქივებული 2012-05-24 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links, accessed 2010-07-24
- ↑ 9.0 9.1 Malmö University - Facts and figures, Official Website of Malmö University. Retrieved January 10, 2014.
- ↑ Malmö en värsting på kris och förnyelse დაარქივებული 2009-04-21 საიტზე Wayback Machine. , Sydsvenskan 2009-04-11 (in Swedish)
- ↑ Malmö högskola blir universitet - Regeringen.se (2016-06-17). დაარქივებულია ორიგინალიდან — June 17, 2016. ციტირების თარიღი: 2016-06-17
- ↑ Joy in Malmö as city gets its first university - The Local (2016-06-17). დაარქივებულია ორიგინალიდან — June 17, 2016. ციტირების თარიღი: 2016-06-17
- ↑ Swedish university status to benefit international students - Malmö University (2016-06-17). დაარქივებულია ორიგინალიდან — June 17, 2016. ციტირების თარიღი: 2016-06-17
|