შინაარსზე გადასვლა

მაია დერენი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაია დერენი

დერენი თავის ფილმში „შუადღის შემდგომი ქსელები“
დაიბადაელეონორა დერენკოვსკა
29 აპრილი, 1917
კიევი, რუსეთი (ამჟამად უკრაინა)
გარდაიცვალა13 ოქტომბერი, 1961 (44 წლის)
ნიუ-იორკი, ნიუ-იორკის შტატი, ამერიკის შეერთებული შტატები
ეროვნებაუკრაინელი
განათლებანიუ-იორკის უნივერსიტეტი, ახალი სკოლა, სმიტის კოლეჯი
საქმიანობა რეჟისორი, ქორეოგრაფი, მოცეკვავე, მწერალი
მეუღლე გრეგორი ბერდეკი (1935-1939)

ალექსანდრ ჰეკენშმიდი (1942-1947)

ტეიძი იტო (1960-1961; დერენის სიკვდილამდე)

მაია დერენი (ინგლ. Maya Deren; დ. 29 აპრილი, 1917, კიევი, რუსეთი (ამჟამად უკრაინა) — გ. 13 ოქტომბერი, 1961, ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი, აშშ) — დაბადებით ელეონორა დერენკოვსკა (უკრ. Елеоно́ра Деренко́вська) — წარმოშობით უკრაინელი, ამერიკელი რეჟისორი, 1940-1950-იანების ავანგარდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. დერენი აგრეთვე იყო ქორეოგრაფი, მოცეკვავე, კინოს თეორიტიკოსი, პოეტი, ლექტორი, მწერალი და ფოტოგრაფი.

მაია დერენი 1917 წლის 29 აპრილს კიევში, უკრაინაში დაიბადა. იგი მარი ფიდლერისა და სოლომონ დევიდ დერენკოვსკის ერთადერთი შვილია.

1922 წელს მისი ოჯახი აშშ-ში, ნიუ-იორკში გადავიდა. მოგვიანებით ოჰაიოში ოჯახის წევრებთან ერთად დასახლდნენ. ამ დროს დერენის მამა სირაკიუსის უნივერსიტეტში მედიცინას შეისწავლიდა. მალევე მან ფსიქიატრის წოდება მიიღო, ხოლო 1928 წელს დერენკოვსკები აშშ-ს მოქალაქეები გახდნენ და გვარი შეიმოკლეს.

დერენი 1930 წლიდან 1933 წლამდე ჟენევაში, შვეიცარიაში ცხოვრობდა. სირაკიუსში 1933 წელს დაბრუნდა და სირაკიუსის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკისა და პოლიტიკური მეცნიერებების შესწავლა დაიწყო.

1935 წელს იგი გრეგორი ბერდეკზე დაქორწინდა და ისინი ნიუ-იორკში გადავიდნენ. დერენიც და მისი ქმარიც აქტიურად იყვნენ ჩართულები ამერიკულ სოციალისტურ მოძრაობაში.

1936 წელს დერენმა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში დაასრულა სწავლა. 1938 წელს ის და ბერდეკი განქორწინდნენ, ხოლო 1939 წელს დერენმა სმიტის კოლეჯში დაასრულა სწავლა ინგლისური ლიტერატურის მიმართულებით.[1]

1942 წელს იგი კინოოპერატორ ალექსანდრ ჰაკენშმიდზე (საშა ჰამიდი) დაქორწინდა, რომელიც ჩეხოსლოვაკიიდან ჩამოსული ემიგრანტი იყო. 1943 წელს დერენმა სახელი შეიცვალა და მაია დაირქვა. სწორედ ამ წელს დაინტერესდა იგი კინემატოგრაფით.

მან და ჰამიდმა 1943 წელს ერთობლივად გადაიღეს ექსპერიმენტორული ფილმი „შუადღის შემდგომი ქსელები“. ფილმი ეხება დროს, რეალობასა და ფანტაზიას, სიზმარს და მის ინტერპრეტაციებს.

თავისი ფილმების ჩვენებების გამართვა დაიწყო აშშ-ში, კანადაში, კუბაში. წერდა ავანგარდული კინოს თეორიას.

დერენი შთაგონება იყო ისეთი ავანგარდისტი რეჟისორებისთვის, როგორებიც არიან კურტის ჰარინგტონი, სტენ ბრეკჰეიჯი. დერენის გავლენების ნახვა ასევე შესაძლებელია ბარბარა ჰამერის, სუ ფრიდრიხის და სხვების ფილმებში.[2]

დერენი 1961 წელს, 44 წლის ასაკში თავის ტვინში სისხლჩაქცევით გარდაიცვალა.

მისი ფერფლი იაპონიაში, ფუძის მთაზე მიმოაბნიეს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-17. ციტირების თარიღი: 2020-12-08.
  2. https://www.moma.org/calendar/exhibitions/1096
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მაია_დერენი“-დან