შინაარსზე გადასვლა

მაბუია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაბუია
Mabuya vittata
Mabuya vittata
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ქვეწარმავლები
რიგი:  ხვლიკისნაირნი
ქვერიგი:  ხვლიკები
ოჯახი:  სცინკისებრნი
გვარი:  მაბუია
ლათინური სახელი
Mabuya

მაბუია (Mabuya) — ხვლიკების გვარი სცინკისებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძე 22 სმ აღწევს. ჩვეულებრივ მურაა, ღია ფერის ზოლები დასდევს. კიდურები კარგად აქვს განვითარებული. გვარში 90-მდე სახეობაა. გავრცელებულია აფრიკაში, მადაგასკარზე, სამხრეთ აზიაში, სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში და ანტილის კუნძულებზე. იკვებებიან მწერებით და მზორე ზომის უხერხემლოებით. ზოგი კვერცხმდებია, უმრავლესობა კი — კვერცხცოცხლადმშობი. სომხეთში, თურქმენეთში და სამხრეთ-აღმოსავლეთ უზბეკეთში გვხვდება ოქროსფერი მაბუია (Mabuya aurata).