სცინკისებრნი
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
სცინკისებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Scincidae | ||||||||||||
|
სცინკისებრნი (ლათ. Scincidae) — ხვლიკების ოჯახი. მათი სხეულის სიგრძე 65 სმ აღწევს. ქერცლების ქვეშ განლაგებულია ძვლოვანი ფირფიტები. ოჯახში დაახლოებით 60 გვარი და 700 სახეობაა. გავრცელებულია უმთავრესად აღმოსავლეთ ნახევასფეროს ტროპიკულ ზონაში. აღმოსავლეთ საქართველოში (ქვემო ქართლსა და ივრის ზეგანზე) იშვიათად გვხვდება გრძელფეხა სცინკი (ლათ. Eumeces schneideri), რომლის სიგრძე 40 სმ აღწევს. ბინადრობს ქსეროფიტულ ადგილებში, იკვებება ძირითადად უხერხემლოებით. მრავლდება კვერცხის დებით. შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მუსხელიშვილი თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 625.