მაასი
იერსახე
მაასი | |
---|---|
მაასი მაასტრიხტში | |
ქვეყანა |
საფრანგეთი ბელგია ჰოლანდია |
ქალაქები |
ვერდენი (საფრანგეთი) ლიეჟი, (ბელგია) როტერდამი, ნიდერლანდები |
სათავე |
ლანგრის ფერდობი 47°58′27″ ჩ. გ. 5°38′07″ ა. გ. / 47.97417° ჩ. გ. 5.63528° ა. გ. |
სიგრძე | 925 კმ |
აუზის ფართობი | 36 000 კმ² |
მაასი ვიკისაწყობში |
მაასი, მეზი (ფრანგ. Meuse, ვალონ. Mouze ) — ევროპის ერთ-ერთი უმთავრესი მდინარე. სათავეს იღებს საფრანგეთში , გაივლის ბელგიასა და ნიდერლანდებს და ჩრდილოეთის ზღვაში ჩაედინება. მდინარის საერთო სიგრძეა 925 კმ (575 მილი). აუზის ფართობია — 36 ათ. კმ².
მდინარე სათავეს ლანგრის ფერდობზე იღებს, იკვებება ძირითადად წვიმის წყლით, ასევე თოვლით. ნაოსნობა ზემო დინებამდეა დასაშვები. მაასი არხებით უკავშირდება მდინარეებს შელდას, სენას, რაინს და სხვ. ქალაქ სედანის ზემოთ კარჭაპირებულია. ქვემო დინებაში მდინარის წყლის დონე ახლომდებარე დაბლობზე მაღალია, ამიტომ, წყალდიდობის თავიდან ასაცილებლად მდინარეს დამბებით აკავებენ.
მაასზე გაშენებულია ქალაქები ვერდენი, ლიეჟი, მაასტრიხტი, ჰეროჰენბოსი და როტერდამი. მდინარეზე ასევე მდებარეობს ბელგიის უმსხვილესი კუნძული დავი.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მაასი – ენციკლოპედია ბრიტანიკა (ინგლისური)
- მაასი – დიდი საბჭოთა ენციკლოპედია დაარქივებული 2012-10-24 საიტზე Wayback Machine. (რუსული)