ლულუვა ბინთ ფეისალ ას-საუდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლულუვა ბინთ ფეისალ ას-საუდი

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმზე. 30 ოქტომბერი—1 ნოემბერი, 2008 წ.
მშობლიური სახელი არაბ. لولوة بنت فيصل آل سعود
დაბადების თარიღი 1948
ატ-ტაიფი, მექა, საუდის არაბეთი
მოქალაქეობა საუდის არაბეთის დროშა საუდის არაბეთი
მეუღლე(ები) საუდ იბნ აბდულ-მუჰსინ ას-საუდი
მშობლები მამა: ფეისალი (საუდის არაბეთი)
დედა: იფათ ბინთ მუჰამედ ას-სუნაიანი

ლულუვა ბინთ ფეისალ ას-საუდი (არაბ. لولوة بنت فيصل بن عبد العزيز آل سعود‎; დ. 1948, ეტ-ტაიფი, საუდის არაბეთი) — საუდის არაბეთის მმართველი სამეფო ოჯახის წარმომადგენელი, მეფე ფეისალის და მისი მეუღლის იფათ ას-სუნაიანის ქალიშვილი. საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე  გავლენიანი საზოგადო მოღვაწე ქალი. საგარეო საქმეთა მინისტრ, უფლისწულ საუდ იბნ ფეისალ იბნ აბდულაზიზ ას-საუდის და ამერიკის შეერთებულ შტატებში საუდის არაბეთის ელჩის თურქი იბნ ფეისალ ას-საუდის ღვიძლი და.ის აქტიურად არის ჩართული ქალთა განათლებისა და ქვეყნის სხვა სოციალურ პრობლემებში.[1]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლულუვა ბინთ ფეისალი საუდის არაბეთის მეფის ფეისალისა და მისი მეუღლის, თურქული ფესვების მქონე იფათის ცხრა შვილიდან ერთ-ერთია. მას ჰყავს ხუთი უფროსი ძმა: მუჰამედი (1937-2017), საუდი (1940-2015), აბდურრაჰმანი (1942-2014), ბანდარი (1943-2015), თურქი (დ. 1945 წ.) და სამი და: სარა (დ. 1935 წ.), ლატიფა. და ჰაიფა (დ. 1950 წ.).[2]

პრინცესა აღიზარდა ალ-ტაიფის სასახლეში. ფეისალის სხვა შვილების მსგავსად, მან განათლება საზღვარგარეთ მიიღო, სკოლა დაამთავრა შვეიცარიაში, ლოზანაში. ლულუვა ბინთ ფეისალი ცოლად გაჰყვა ერთ-ერთ ბიძაშვილს, რომელთანაც სამი შვილი შეეძინა, მაგრამ ქორწინებიდან ათი წლის შემდეგ გაშორდა.  როდესაც ლულუვა  20 წლის  იყო, მამა მოკლა ძმისწულმა — ფეისალ იბნ მუსაიდმა.[3]

ქალთა ინტერესების დამცველი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრინცესა ლულუვამ თავისი საქმიანობა მიუძღვნა საუდის არაბეთში ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესებას, განსაკუთრებით განათლების სფეროში. 1970 წლიდან "ალ-ნაჰდას" საქველმოქმედო ქალთა საზოგადოების წევრია, რომელიც მდებარეობს რიადში. 1990 წლიდან 1999 წლამდე ის ეხმარებოდა დედას, დედოფალ იფათს, საუდის არაბეთში, ჯიდაში არსებული პირველი ქალთა საშუალო  დარ ალ-ხანანის სკოლის მართვაში.  დედასთან და და-ძმებთან ერთად წვლილი მიუძღვის ეფფატის კოლეჯის (ახლანდელი ეფფატის უნივერსიტეტის) დაარსებაში 1999 წელს.

ლულუვა ბინთ ფეისალი კოლეჯის დაარსების ყველა ეტაპზე ღებულობდა მონაწილეობას, დაწყებული სახსრების მოზიდვით, სასწავლო გეგმის შემუშავებით, მშენებლობის ზედამხედველობით, ფაკულტეტისა და პერსონალის დაკომპლექტებამდე.[4][5]

ამჟამად იკავებს უნივერსიტეტის დამფუძნებლებისა და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, ასევე მისი მთავარი ხელმძღვანელის თანამდებობას. 2005 წელს მან  დასავლური მედიის წარმომადგენლებს პირველად დართო ნება ფოტოსესია მოეწყოთ.[6]

2007 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის საჯარო სესიაზე ლულუვა გამოვიდა საუდის არაბეთში ქალებისთვის მანქანის მართვის აკრძალვის წინააღმდეგ. იგი იბრძვის ქალთა უფლებების გაფართოებისთვის ქვეყანაში, ამავე დროს გამოდის დასავლეთში საუდის არაბეთის ქალთა შესახებ გაბატონებული სტერეოტიპების წინააღმდეგ. იგი მოითხოვს მუსლიმი ქალებისთვის თანაბარი უფლებების მინიჭებისთვის, თუმცა არა აუცილებლად ისეთი უფლებების, როგორიც დასავლეთშია.[7]

საუდის არაბეთის წარმომადგენელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლულუვა ბით ფეისალი  რეგულარულად წარმოადგენს საუდის არაბეთს სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებზე. ის იყო საუდის არაბეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო სავაჭრო კომიტეტის წევრი. 2006 წელს ხელმძღვანელობდა საუდის არაბეთის მეწარმე ქალთა დელეგაციას ჰონგ-კონგში. პრინცესა ლულუვა მონაწილეობდა საუდის არაბეთის საგარეო სავაჭრო მისიებში, თან ახლდა საუდის სამეფო ოჯახის მაღალი რანგის წევრებს დიპლომატიურ ვიზიტებზე.[8]

ლულუვა  გამოვიდა მოხსენებებით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მუსლიმი ქალების უფლებების გაუმჯობესების შესახებ. მან მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის სამიტებში, მათ შორის ფორუმის სესიებზე გამოსვლის ჩათვლით. დავოსში 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დროს  სამუშაო სესიაზე „როგორი განათლება როგორი მსოფლიოსთვის?“ გამოვიდა მოხსენებით განათლების ფილოსოფიის შესახებ. იგი გახლდათ მთავარი მომხსენებელი ლონდონის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის კონფერენციაზე ლონდონის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობისა და აფრიკანისტიკის სკოლაში 2003 წელს. საუდის არაბეთში გახლავთ მეფე ფეისალის სახელობის ფონდის გამგეობის წევრი.[9]

მამის, მეფე ფეისალის მსგავსად, ის თავისუფლად ფლობს მშობლიურ არაბულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებს.[10]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წელს ლულუვამ მიიღო საპატიო ხარისხი Mount Holyoke College-ში (მასაჩუსეტსი, აშშ). Mount Holyoke College-მა ასევე შეასრულა საკონსულტაციო როლი ეფფატის უნივერსიტეტის დაარსებაში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Sally Buzbee (2 January 2007). "Saudi Princess Would Let Women Drive". The Washington Post. Associated Press. Retrieved 2 May 2011.
  2. Steve Coll (1 April 2008). The Bin Ladens: An Arabian Family in the American Century. Penguin Publishing Group. p. 163. ISBN 978-1-101-20272-2.
  3. Cassandra Jardine (12 December 2005). "'There's such ignorance about us'". The Daily Telegraph. Retrieved 2 May 2011.
  4. Effat University Board of Founders
  5. Effat University Board of Trustees
  6. "Building Bridges: A Conversation with Princess Loulwa Al Faisal". Saudi-US Relations Information Service. 5 June 2005. Archived from the original on 24 April 2011. Retrieved 2 May 2011.
  7. James Wynbrandt (2010). A Brief History of Saudi Arabia. Infobase Publishing. p. 236. ISBN 978-0-8160-7876-9. Archived from the original on 26 December 2018.
  8. "Princess Lolowah offers support to women's leadership forum". Arab News. 28 October 2010. Archived from the original on 6 November 2010. Retrieved 2 May 2011.
  9. "HRH Princess Loulwa Al Faisal presents working session at WEF". AMEinfo. 23 January 2008. Archived from the original on 10 October 2012. Retrieved 2 May 2011.
  10. "Man in the news. King Faisal". The Telegraph. 5 November 1964. Retrieved 21 July 2013.