შინაარსზე გადასვლა

ლუი მაიერი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუი ბარტ მაიერი.

ლუი ბარტ მაიერი (Louis Burt Mayer, დაბადებით ელიეზერ მაიერი; 4 ივლისი, 1882 - 29 ოქტომბერი, 1957) — ადრეული კინო-პროდიუსერი, ჰოლივუდის კინოსტუდია მეტრო-გოლდვინ-მაიერის თანადამფუძნებელი.

მას მიაწერენ "ვარსკვლავთა სისტემის" შექმნას მეტრო-გოლდვინ-მაიერში სტუდიის ოქროს ხანის პერიოდში. მისი თქმით მისი მიზანი უფრო მეტი ვარსკვლავის მოკრება იყო ვიდრე ზეცაში არსებობდა.

დაიბადა ებრაულ ოჯახში მინსკში, რუსეთის იმპერიაში (ამჟამად ბელარუსი). მისი ოჯახი გადასახლდა ნიუ-ბრუნსუიკში, კანადა, როდესაც ის სულ მცირე ასაკის იყო და მაიერმა სკოლა ამ ქალაქში დაამთავრა. მამამისს ჯართის ბიზნესი ჰქონდა და ლუი მამასთან მუშაობდა ვიდრე სრულწლოვანი გახდებოდა და ბოსტონში გადასახლდებოდა.

1907 წლის 28 ნოემბერს ჰავერჰილში, მასაჩუსეტსი, ლუი მაიერმა მისი პირველი კინოთეატრი გახსნა. რამდენიმე წელიწადში მას უკვე უდიდესი კინოთეატრების ქსელი ჰქონდა ახალ ინგლისში. 1916 წელს მაიერი რიჩარდ როულანდთან ერთად აფუძნებს მეტრო პიკჩერზ კორპორეიშენს ნიუ-იორკში. ჰოლივუდის ოფისი მოგვიანებით 1918 წელს გაიხსნა. მცირე ხანში მაიერმა პარტნიორი მიატოვა საკუთარი პროდიუსერული კომპანიის დასაწყებად, რომელსაც ლუი ბ. მაიერ პიკჩერზი დაარქვა. მოგვიანებით ბ. შულბერგს შეუამხანაგდა და კომპანიას მაიერ-შულბერგ სტუდიო დაერქვა. 1924 წელს მარკუს ლოუმ შეისყიდა მაიერს პიკჩერზი და გარიგების თანახმად მაიერი ახალი მეტრო-გოლდვინ-მაიერის მმართველი გახდა.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლუი_მაიერი“-დან