ლორა ინგელს უილდერი
ლორა ინგელს უილდერი | |
---|---|
ინგლ. Laura Ingalls Wilder | |
დაბადების თარიღი | 7 თებერვალი, 1867[1] [2] [3] [4] [5] [1] |
დაბადების ადგილი | Pepin County |
გარდაცვალების თარიღი | 10 თებერვალი, 1957[1] [4] [2] [3] [6] [7] [5] [1] (90 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | Mansfield |
საქმიანობა | მწერალი[8] , რომანისტი, მასწავლებელი, რეპორტიორი, ჟურნალისტი, საბავშვო მწერალი და ავტობიოგრაფი |
ენა | ინგლისური ენა |
მოქალაქეობა | აშშ[7] [9] |
Magnum opus | Little House on the Prairie |
ჯილდოები | National Cowgirl Museum and Hall of Fame და ლაურა ინგლზ უაილდერის მედალი |
მეუღლე | Almanzo Wilder |
შვილ(ებ)ი | Rose Wilder Lane[1] |
ხელმოწერა | |
ლორა ელიზაბეთ ინგელს უილდერი (ინგლ. Laura Elizabeth Ingalls Wilder; დ. 7 თებერვალი, 1867 — გ. 10 თებერვალი, 1957) — ამერიკელი მწერალი. ძირითადად ცნობილია, საბავშვო წიგნთა სერიის, ''Little House on the Prairie''-ს გამოცემით. აღნიშნული წიგნების სერია გამოიცა 1932 წელსა და 1943 წელს შორის, და დაფუძნებულია მის ბავშვობაზე. [10]
1970-იანი და 80-იანი წლების დასაწყისში გადაღებული სატელევიზიო სერიალი Little House on Prairie დაფუძნებულია მის წიგნების სერიაზე. სერიალში მთავარ როლებს ასრულებდა მელისა გილბერტი როგორც ლორა, ხოლო მაიკლ ლენდონი ლორას მამის, ჩარლზ ინგელსის როლს თამაშობდა . [11]
დაბადება და წინაპრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლორა ელიზაბეტ ინგელსი დაიბადა 1867 წლის 7 თებერვალს. იყო ჩარლზ ფილიპის და კაროლინა ლეიკ ინგელსის ქალიშვილი. ინგელსის დაბადების დროს ოჯახი ცხოვრობდა ვისკონსინის დიდ ვუდსის რეგიონში, ვისკონსინის სოფელ პეპინთან, შვიდი მილის ჩრდილოეთით. ინგელსების სახლი გახდა მისი პირველი წიგნის, პატარა სახლი დიდ ტყეებში-ს სახელწოდება (1932). [12] ის ხუთი შვილიდან მეორე იყო, მისი უფროსი და იყო მერი ამელია. [13] [14] [15] [16]
ინგელსი იყო დელანოს ოჯახის შთამომავალი. იყო აშშ-ს პრეზიდენტის ფრანკლინ დელანო რუზველტის საგვარეულო ოჯახიდან. მამის ერთი წინაპარი, ედმუნდ ინგელსი, სკირბეკიდან, ინგლისიდან ემიგრაციაში წავიდა ამერიკაში და დასახლდა მასაჩუსეტსის ქალაქ ლინში.
ლორა მეიფლაუერის მგზავრის, რიჩარდ უორენის მე-7 დიდი შვილიშვილია. [17] იგი პრეზიდენტ ულის გრანტის მესამე ბიძაშვილი იყო. [18]
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როდესაც ის სამი წლის იყო, 1867 წელს, ინგელს უაილდერმა ოჯახთან ერთად საცხოვრებლი ადგილი შეიცვალა. მისურიში, როტვაილში გაჩერების შემდეგ, ისინი დასახლდნენ კანზასში. მისი უმცროსი და, კერი, კანზასის დამოუკიდებლობის პერიოდში, 1870 წლის აგვისტოში დაიბადა, ცოტა ხნის შემეგ ოჯახმა ისევ შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი.
ინგალების ოჯახი დაბრუნდა ვისკონსინში, სადაც ისინი შემდეგი სამი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ. ამ გამოცდილებამ საფუძველი ჩაუყარა უილდერის რომანებს „პატარა სახლი დიდ ტყეებში“ (1932) და „პატარა სახლი პრერეზე“ (1935).
მისი ძმა, ჩარლზ ფრედერიკ ინგელსი ("ფრედი"), მინესოტაში დაიბადა 1875 წლის 1 ნოემბერს, თუმცა ცხრა თვის შემდეგ, 1876 წლის აგვისტოში გარდაიცვალა.
1882 წლის 10 დეკემბერს, მისი 16 წლის დაბადების დღიდან ორი თვით ადრე, ინგელსმა მიიღო პირველი მასწავლებლის თანამდებობა. [19] მან აიღო თავისი პირველი სერთიფიკატი 1882 წლის 24 დეკემბერს, მოგვიანებით მან აღიარა, რომ მას განსაკუთრებით არ უხაროდა, მაგრამ პატარაობიდანვე იგრძნო პასუხისმგებლობა, დახმარებოდა თავის ოჯახს ფინანსურად. 1883-1885 წლებში ასწავლიდა სკოლაში, მუშაობდა ადგილობრივ სამკერვავო მაღაზიებში და სწავლობდა საშუალო სკოლაში, თუმცა მას საშუალო სკოლა არ დაუმთავრებია.
ინგელსის მასწავლებლობის კარიერა და სწავლა მაშინ დასრულდა, როდესაც 18 წლის ლორა დაქორწინდა 28 წლის ალმანცო უილდერზე, წყვილი დაქორწინდა 1885 წლის 25 აგვისტოს, დე სმეტში, სამხრეთ დაკოტაში. [20] ახლად დაქორწინებულმა წყვილმა ერთად დაიწყო ცხოვრება ახალ სახლში, დე სმეტის ჩრდილოეთით. [21]
1886 წლის 5 დეკემბერს უილდერს შეეძინა ქალიშვილი როუზი. 1889 წელს მათ შეეძინათ ვაჟი, რომელიც 12 დღის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალეს სამხრეთ დაკოტაში, კინგსბერიის ოლქის დე სმეტში. [22]
ქორწინების პირველი რამდენიმე წელი მათთვის რთული აღმოჩნდა. დიფტერიის სიცოცხლისათვის საშიში შეტევის შედეგად მიღებულმა გართულებებმა ალმანცო ნაწილობრივ პარალიზებული დატოვა. მიუხედავად იმისა რომ მან საბოლოოდ, შეძლო ორივე ფეხის სრულად გამოყენება, მას სიცოცხლის ბოლომდე, სიარულისთივს ხელჯოხი სჭირდებოდა. გარდა ამ წინააღმდეგობისა წყვილს დაეღუპა ახალშობილი ვაჟი და ასევე დაეწვათ საცხოვრებელი სახლი. ამას დაემატა, რამდენიმე წლიანი გვალვა და მოსავლის აუღებლობა, ფიზიკური დაავადებები და გადაუხდელი ვალები. დაახლოებით 1890 წელს მათ დატოვეს დე სმეტი და დაახლოებით ერთი წელი დაისვენეს ალმანზოს მშობლების სახლში, თავიანთ ფერმაში, მინესოტას შტატში, სპრინგვილში. მოგვიანებით, საცხოვრებლად გადავიდნენ ფლორიდაში, რათა ალმანცოს ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად უკეთესი კლიმატი იყო საჭირო. ამინდმა, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეუგუებლობამ, ხელი შეუწყო მათ დაბრუნებას დე სმეტში, სადაც ოჯახმა შეიძინა პატარა სახლი. [23]
უილდერსები დამოუკიდებლად და ფინანსურად გამართულად ცხოვრობდნენ. 1949 წელს, 92 წლის ასაკში ალმანცო ფერმაში გარდაიცვალა. ლორა უილდერი ფერმაში დარჩა, შემდეგი რვა წლის განმავლობაში ის მარტო ცხოვრობდა. ამ წლების განმავლობაში მან განაგრძო აქტიური მიმოწერა თავის რედაქტორებთან, ფანებთან და მეგობრებთან.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Deutsche Nationalbibliothek Record #118834169 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 2.0 2.1 SNAC — 2010.
- ↑ 3.0 3.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
- ↑ 5.0 5.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ 7.0 7.1 jeugdliteratuur.org
- ↑ Mainiero L., Faust L. L. American Women Writers: A Critical Reference Guide from Colonial Times to the Present — 1979.
- ↑ LIBRIS — National Library of Sweden, 2018.
- ↑ Laura Ingalls Wilder | Biography, Books, & Facts en. ციტირების თარიღი: 2020-02-04
- ↑ Little House on the Prairie, http://www.imdb.com/title/tt0071007/. წაკითხვის თარიღი: 2019-05-14
- ↑ Laura Ingalls Wilder. Wisconsin Historical Society. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-02-10. ციტირების თარიღი: 2021-03-09.
- ↑ Laura Ingalls Wilder: A Storybook Life. YWAM Publishing.
- ↑ Dell'Antonia, KJ (February 4, 2013). „Scarlet Fever Probably Didn't Blind Mary Ingalls“. The New York Times. ციტირების თარიღი: February 4, 2013.
- ↑ Serena, Gordon (February 4, 2013). „Mistaken Infection 'On The Prairie'?“. HealthDay; U.S. News & World Report (usnews.com/health-news). ციტირების თარიღი: February 4, 2013.
- ↑ Laura.pdf. Little House Wayside; Pepin, Wisconsin (visitpepincounty.com). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-29. ციტირების თარიღი: 2021-03-09.
- ↑ Famous Kin: https://famouskin.com/famous-kin-chart.php?name=9317+richard+warren&kin=12145+laura+ingalls+wilder
- ↑ Famous Descendants.
- ↑ Laura Ingalls Wilder Timeline. Herbert Hoover Presidential Library & Museum. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 14, 2003. ციტირების თარიღი: მარტი 9, 2021.
- ↑ http://littlehouseontheprairie.com/history-timeline-of-laura-ingalls-wilder/
- ↑ Thurman, Judith. Wilder Women en. ციტირების თარიღი: 2020-02-04
- ↑ Christian Living: A Magazine for Home and Community. Mennonite Publishing House.
- ↑ Messud, Claire (2018-04-19). „Wilder and Wilder“. New York Review of Books (ინგლისური). ISSN 0028-7504. ციტირების თარიღი: 2020-02-04.