შინაარსზე გადასვლა

ლი ჰვე ჩანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლი ჰვე ჩანი
ლი ჰვე ჩანი
სამხრეთ კორეის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 დეკემბერი, 1993 – 21 აპრილი, 1994
პრეზიდენტი  კიმ იონ სამი
წინამორბედიხვან ინსონი
მემკვიდრელი იონ დოკი

დაბადებული2 ივნისი, 1935
სიჰინი, სამხრეთი კორეა
პოლიტიკური პარტიასენური
მეუღლეხან ინოკი
შვილები2
პროფესიაპოლიტიკოსი, იურისტი
საქმიანობაპოლიტიკა
რელიგიაკათოლიციზმი
ხელმოწერა

ლი ჰვე ჩანი (კორ. 이회창, 2 ივნისი, 1935, სიჰინი, სამხრეთი კორეა) — სამხრეთ კორეელი პოლიტიკური მოღვაწე, ქვეყნის 26-ე პრემიერ-მინისტრი 1993-1994 წლებში. პრეზიდენტობის კანდიდატი 1997, 2002, 2007 წლების საპრეზიდენტო არჩევნებზე.

ლი ჰვე ჩანი დაიბადა 1935 წლის 2 ივნისს ხვანხედოს პროვინციის სოხინის მაზრაში, ელიტარულ ოჯახში, მაგრამ გაიზარდა ქვეყნის სამხრეთში სადაც მამამისი პროკურორის თანამდებობაზე მუშაობდა.

ისევე როგორც მამამისი ლი ჰვე ჩანიც სწავლობდა იურისპრუდენციას სეულის ეროვნულ უნივერსიტეტში და გახდა მოსამართლე მანამ სანამ გახდებოდა 25 წლის. 46 წლის ასაკში იგი ქვეყნის ისტორიაში უზენაესი სასამართლოს ყველაზე ახალგაზრდა წევრი გახდა. სასამართლოში მოღვაწეობის პერიოდში მან მიიღო მეტსახელი „ბამბუკი“, კორეაში ამ სახელით მოიხსენიებენ პრინციპულ ადამიანებს.

1988 წელს ლი ჰვე ჩანი ეროვნული საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ დანიშნეს. პრეზიდენტ კიმ იონ სამის დროს, 1993 წელს დაინიშნა აუდიტისა და ინსპექციის საბჭოს თავმჯდომარედ. ამავე წელს იგი დანიშნეს სამხრეთ კორეის პრემიერ-მინისტრად თუმცა რამდენიმე თვეში გადადგა ტანამდებობიდან იმის გამო რომ არ ფლობდა რეალურ ხელისუფლებას.

1996 წელს სათავეში ჩაუდგა პარტია ახალი კორეის საპარლამენტო კამპანიას, რომელსაც 1997 წლიდან ეწოდება „დიდი ქვეყნის პარტია“, ხოლო 2012 წლის 2 თებერვლის შემდეგ ეწოდება სენური. ლი ჰვე ჩანი პარტია სენურიმ 1997 წლის საპერრეზიდენტო არჩევნებში თავის კანდიდატურად წარადგინა. თავდაპირველად თითქოს აშკარა იყო მისი გამარჯვება, მაგრამ საბოლოოდ იგი დამარცხდა კიმ დე ჯუნისთან აზიის ეკონომიკური კრიზისის გამო. ლი ჰვე ჩანმა აიღო ხმების 38,7%, ხოლო მისმა მოწინააღმდეგემ 40,3 %.

ასევე პარტიამ წარადგინა საპრეზიდენტო კანდიდატად 2002 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ არჩევნებს თან სდევდა ხელისუფლების წევრთა ბრალდებები კორუფციაში, ლი ჰვე ჩანმა ეფექტურად ვერ გამოიყენა აღნიშნული სიტუაცია, ვერ აწარმოა შესაბამისი კამპანია და ამჯერად არცევნები წააგო ნო მუ ჰიენთან, რომელიც გახდა კიმ დე ჯუნის პოლიტიკური მემკვიდრე. დამარცხების შემდეგ ლი ჰვე ჩანმა განახცხადა, რომ ტოვებდა დიდ პოლიტიკას.

ლი ჰვე ჩანის პოლიტიკური პლატფორმა ორივე არჩევნებზე ეთანხმებოდა სამხრეთ კორეის კონსერვატიზმს, რომელიც ჩრდილოეთ კორეასთან მკაცრ პრინციპებს და დამოკიდებულებებს გულისხმობდა. აღნიშნული პოლიტიკა ითვალისწინებდა თავისუფალი ბაზრის პრინციპებს და ბიზნესის ინტერესებს ქვეყნის ეკონომიკაში. ლი ჰვე ჩანმა არაერთხელ გააკრიტიკა „მზის სინათლის“ კიმ დე ჯუნის პოლიტიკა და ამტკიცებდა, რომ ჩრდილოეთი კორეის ფინანსური მხარდაჭერა უნდა შეწყვეტილიყო, სანამ იგი უარს არ იტყოდა ბირთვული იარაღის პროგრამის რეალიზაციაზე.

2007 წლის 7 ნოემბერს ლი ჰვე ჩანმა ოფიციალურად გამოაცხადა მესამეჯერ ჩართულიყო საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ არა როგორც პარტია სენურის წევრი, არამედ როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი. მისი ძირითადი კონკურენტები იყვნენ მისი ყოფილი თანაპარტიელი ლი მიონ ბაკი და გაერთიანებული ახალი დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ჩონ დონ იენი. ლი ჰვე ჩანის ნომინაციამ პრეზიდენტის პოსტზე შეშფოთება გამოიწვია კონსერვატორებში, მაგრამ ეს არჩევნები მისთვის ყველაზე წარუმატებელი აღმოჩნდა და მიიღო ხმების 15,1%, რაც მხოლოდ მესამე შედეგი იყო[1][2][3].

2007 წლის არჩევნების შემდეგ დააარსა ახალი პოლიტიკური პარტია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Angus Reid page on South Korea. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-06. ციტირების თარიღი: 2016-11-23.
  2. „Lee wins South Korea's election“. BBC News. 19 December 2007.
  3. „Conservative landslide marks new era in South Korea“. The Heritage Foundation. 20 December 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 თებერვალი 2009. ციტირების თარიღი: 23 ნოემბერი 2016.