ლესბოსელი
ლესბოსელობა — ქალური ჰომოსექსუალობა.[1][2] ჰომოსექსუალ ქალს ლესბოსელს უწოდებენ. ტერმინი მომდინარეობს ბერძნულ კუნძულ ლესბოსის სახელწოდებიდან, სადაც დაიბადა პოეტი საფო. მისი ლექსები ეძღვნებოდა ქალთა შორის ერთსქესიან სიყვარულს[2][3] თუმცა, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, საფოს ურთიერთობა მამაკაცებთანაც ჰქონდა. არსებობს მონაცემები სპარტაში გავრცელებული ლესბოსური ურთიერთობების შესახებ. პლუტარქე აღნიშნავდა, რომ „მათ მიერ სიყვარულს იმდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რომ გოგონები იქცევიან კეთილშობილი ოჯახების ქალბატონების ეროტიულ პარტნიორებად“.
ცნება ლესბოსელი დამკვიდრდა XX საუკუნეში. ისტორიიდან ცნობილია, რომ ქალებს არ ჰქონდათ ისეთივე თავისუფალი ურთიერთობები როგორც ჰომოსექსუალ მამაკაცებს, თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ მათი დასჯა ისე არ ხდებოდა სხვადასხვა სოციუმებში, როგორც ჰომოსექსუალი მამაკაცების. ლესბოსური ურთიერთობები ითვლებოდა არაჯანსაღ ურთიერთობებად. XIX საუკუნეში სექსოლოგებმა დაიწყეს ჰომოსექსუალობის ქცევისა და გამოხატვის შესწავლა და მასზე ინფორმაციის ნაკლებობის გამო იგი გამოაცხადეს გონებრივ ავადმყოფობად. ლესბოსელ ადამიანებს უხდებოდათ თავიანთი ურთიერთობების დამალვა. მეორე მსოფლიო ომის დროს სოციალურმა რეპრესიებმა, მთავრობის მიერ ჰომოსექსუალი ადამიანების დასჯამ გამოიწვია გარკვეული ქსელის შექმნა, სადაც ქალები ერთმანეთის ინფორმირებას ახდენდნენ სხვადასხვა თემის გარშემო. ეკონომიკის განვითარებამ და სოციალურმა თავისუფლებამ თანდათანობით საწყისი ჩაუყარა ჰომოსექსუალ წყვილებს შორის ურთიერთობებს.
ქალთა ჰომოსექსუალობის სიხშირე მერყეობს 1-დან 3%-მდე. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ეს პროცენტი ძალზედ შემცირებულია, რადგან კაცისგან განსხვავებით, ლესბოსელი ქალისთვის შედარებით ადვილია დამალოს თავისი სექსუალური ორიენტაცია. ის შეიძლება გათხოვდეს და ბავშვიც გააჩინოს, რათა საზოგადოების თვალში საკუთარი თავის რეაბილიტაცია უზრუნველყოს, რაც გეი კაცს უფრო გაუჭირდება. ხშირად არაჰეტეროსექსუალი ქალები ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობენ, ქმნიან ოჯახს. მათ შეუძლიათ სიამოვნება მიიღონ ორივე პარტნიორისგან (ის ბისექსუალია) ან კაცი მათთვის უსიამოვნო იყოს და ორგაზმს მხოლოდ ლესბოსური სიყვარულით განიცდნენ.
როდესაც XIX საუკუნის მიწურულს, სექსოლოგებმა ჰომესექსუალური ქცევის კატეგორიზაცია და აღწერა დაიწყეს, ამ საკითხში ცოდნის ნაკლებობის გამო, ისინი ლესბოსელებს შეცდომით ფსიქიკურად დაავადებულებად თვლიდნენ, რაც მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებაში უკვე შეიცვალა. ამ გამოყოფის შედეგად, ქალები, რომლებსაც ჰომოსექსუალური ურთერთობა ჰქონდათ, ან მალავდნენ თავიანთ პირად ცხოვრებას ან ეგუებოდნენ საზოგადოებისგან გარიყულის იარლიყს და ქმნიდნენ იმ სუბკულტურებს, რომლებიც განვითარდა აშშ-სა და ევროპაში.[4][ა]
XX საუკუნეში ფემინიზმის მეორე ტალღის, ქალთა ისტორიაში სტიპენდიებისა და სექსუალობის შესახებ ინფორმაციის ზრდასთან ერთად, „ლესბოსელის“ განსაზღვრება გაფართოვდა, რამაც დებატები გამოიწვია სექსუალური სურვილის, როგორც ლესბოსელის განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორის გარშემო.
მედიაში ლესბოსელების გაზრდილი რეპრეზენტაცია გვიჩვენებს, რომ საზოგადოება ერთდროულად დაინტრიგებული და გაოცებული იყო იმ ქალებით, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ გენდერულ როლებს და რომლებიც რომანტიკულად ინტერესებოდნენ სხვა ქალებით. ქალები, რომლებმაც თვითიდენტიფიცირება მოახდინეს, როგორც ლესბოსელებმა, იმ გამოცდილებას იზიარებენ, რაც ქმნის მსოფლმხედველობას, რომელიც მსგავსია ეთნიკური იდენტობისა: მსგავსად ჰომოსექსუალებისა, მათაც ჰეტეროსექსუალების მხრიდან დისკრიმინაცია აერთიანებთ და ასევე მათი ოჯახის წევრებისგან, მეგობრებისგან და გარშემომყოფებისგან პოტენციური უარყოფის საფრთხე, რაც ჰომოფობიის შედეგია თუმცა როგორც ქალებს, მათ მამაკაცებისგან განსხვავებული პრობლემებიც ექმნებათ. ლესბოსელებს შესაძლოა შეექმნათ საკმაოდ სერიოზული საფრთხე ფიზიკურ ან მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რაც დისკრიმინაციის, ცრურწმენის და უმცირესობებთან დაკავშირებული სტრესის შედეგია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- National Lesbian & Gay Journalists Association: Stylebook Supplement on LGBT Terminology, NLGJA 2008. Stylebook Supplement
- Shankle, Michael D. (2006). The Handbook of Lesbian, Gay, Bisexual, and Transgender Public Health: A Practitioner's Guide To Service. Haworth Press. ISBN 1-56023-496-2.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: ლესბოსელი
- ლესბოსელობა — Curlie.org
- Lesbian Media
- ენციკლოპედია „ბრიტანიკა“
- დიდი რუსული ენციკლოპედია[მკვდარი ბმული]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Lesbian. Oxford Reference. ციტირების თარიღი: December 10, 2018
- ↑ 2.0 2.1 Zimmerman, p. 453.
- ↑ (1999) Lesbian Health: Current Assessment and Directions for the Future. National Academies Press, გვ. 22. ISBN 0309174066.
- ↑ 4.0 4.1 Farr, Rachel H.; Diamond, Lisa M.; Boker, Steven M. (2014). „Female Same-Sex Sexuality from a Dynamical Systems Perspective: Sexual Desire, Motivation, and Behavior“. Archives of Sexual Behavior. 43 (8): 1477–1490. doi:10.1007/s10508-014-0378-z. ISSN 0004-0002. PMC 4199863. PMID 25193132.
შეცდომა ციტირებაში ჯგუფი „georgian“ არსებული ტეგებისათვის <ref>
ვერ მოიძებნა შესაბამისი ტეგი <references group="georgian"/>
, ან გამოტოვებულია დამხურავი ტეგი </ref>
; $2