გენდერული როლები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გენდერების სიმბოლო. წითელი არის ქალის - ვენერას სიმბოლო, ლურჯი კი მამაკაცის - მარსის სიმბოლო.

ტერმინი „გენდერი” აღნიშნავს ქალებისა და მამაკაცების სოციალურად კონსტრუირებულ როლებს რომელიც მიეწერებათ მათ სქესობრივი ნიშნის მიხედვით. ამდენად გენდერული როლები დამოკიდებულია კონკრეტულ სოციო-ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტუროლოგიურ კონტექსტზე და განიცდის სხვადასხვა ფაქტორების გავლენას რასის, ეთნიკურობის, კლასის, სექსუალური ორიენტაციის და ასაკის მიხედვით. გენდერული როლების შესწავლა ხდება და ფართოდ განსხვავდება თითოეული კულტურის ფარგლებში და კულტურებს შორის. პიროვნების ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებით გენდერული როლები შეიძლება შეიცვალოს.

სექციების სია

ქალების როლი პრეისტორიულ საზოგადებებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პალეოლითი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანთროპოლოგებმა თითქმის 200 მონადირე-შემგროვებელი კულტურა გამოიკვლეს აზიაში, აფრიკაში, წყნარი ოკეანის კუნძლებში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკებში. ამ გამოკვლევებიდან გაირკვა, რომ ჩვენი წარმოდგენა პრეისტორიული პერიოდის მონადირეებზე მცდარია. როგორც წესი, მონადირე მამაკაცი მიიჩნეოდა ოჯახისთვის საკვების მთავარ წყაროდ, თუმცა როგორც ირკვევა ქალი მიერ მცენარეული საკვების შეგროვება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო. ნადირობით მოპოვებული ხორცის იმედზე ყოფნა არ შეიძლებოდა რადგან ის არ იყო რეგულარული და მისი შენახვაც ბევრ სირთულესთან იყო დაკავშირებული. ამის გარდა ნადირობაც ბევრ დროსა და ენერგიას მოითხოვდა, მაგალითად ბოტსვანაში მცხოვრები ბუშმენები ერთი კვირის განმავლობაში ნადირობენ და შემდგომი სამი კვირა ისვენებენ, ამიტომაც ტომის საკვებზე მოთხოვნილებას შემგროვებელი ქალები აკმაყოფილებენ. ნამარხების კბილების ანალიზის მეშვეობით დადგინდა რომ პრეისტორიულ პერიოდში მცხოვრები ადამიანები უმეტესად იკვებებოდნენ მარცვლეულით, თხილითა და ხილით, ხოლო ხორცი რაციონის 20 % თუ შეადგენდა, ამ აღმოჩენით კარგად ჩანს თუ რამხელა როლი ეჭირათ შემგროვებელ ქალებს ოჯახის საკვებით მომარაგებაში. დიდი ხნის განმავლობაში მეცნიერებს მიაჩნდათ რომ 1991 წელს ალპებში ნაპოვნი „ეცის ყინულის კაცი“ ნადირობისას მოკვდა, თუმცა მისის თმისა და კბილების ანალიზის შემდეგ აღმოჩნდა რომ ის ხორცს თითქმის არ ჭამდა და სიკვდილის დროს რამდენიმე თვე მხოლოდ მცენარეულობით იკვებებოდა.

ნეოლითი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნეოლითი შეიძლება ჩაითვალოს პრეისტორიულ ერაში ქალებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდად, ამ დროს ქალები მამაკაცების თანასწორებად ითვლებოდნენ, რადგან საზოგადების მატერიალურად უზრუნველყოფის საქმეში ქალები აქტიურად იყვნენ ჩართულნი. ნეოლითის მთავარი დამახასიათებელი მოვლენა არის ის რომ კაცობრიობა მიმთვისებელი მეურნეობიდან (ნადირობა, შემგროვებლობა) გადავიდა მწარმოებელ მეურნეობაზე (მიწათმოქმედება, მესაქონლეობა). ეს ძალიან ხანგრძლივი პროცესი იყო რომელშიც ქალებს დიდი როლი ეჭირათ. მათ მცენარეების შეგროვების დიდი გამოცდილება ჰქონდათ. სავარაუდოთ სწორედ მათ ანდობდნენ იმის გადაწყვეტას თუ რაოდენ ნაყოფიერი იქნებოდა ნიადაგი და რომელი მცენარის მოყვანა იქნებოდა მიზანშეწონილი. სხავადასხვა ტიპის აგრარული საზოგადოებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საზოგადოებებში რომლებიც მცენარეული საკვების მოყვანაზე არიან ორიენტირებულნი ქალებს უფრო საპასუხისმგებლო პოზიციები ეჭირათ, ხოლო საზოგადოებებში რომლის მეურნეობაში წამყვანი როლი მესაქონლეობას ეჭირა სამუშაოს უმეტესობას მამაკაცები ასრულებდნენ და ქალების როლიც შედარებით მცირე იყო.

პრეისტორიული ადამიანების ყოველდღიურობა

ჩვენ ზუსტად არ ვიცით როდის მოხდა მეურნეობაში მამაკაცების მიერ დომინანტი როლის შეძენა, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ რომ მიწათმოქმედების შექმნიდან 5000 წლის მერე, ძვ. წ. 3000 წელს ქალები უმეტესად უკვე გამოეთიშნენ მეურნეობას, ეს ხდებოდა საზოგადოებების პატრიარქატზე გადასვლის პარალელურად. პირველ ხელოვნების ნიმუშებში, რომლებიც ხვნასა და მოწველას ასახავენ, მოქმედი პირები მამაკაცები არიან, ქალები ამ აქტივობებს აკეთებდნენ როგორც რუტინას შინაურ პირობებში, ხოლო როდესაც ამას მამაკაცი აკეთებდა პროდუქტი გაყიდვისთვის იყო განკუთვნილი. ამავე დროს ქალების საქმიანობაში ქსოვის როლი იზრდება. მიწის რაც უფრო დიდი ფართობი გამოიყენებოდა მიწათმოქმედებისთვის ფიზიკური შრომაც უფრო და უფრო მძიმე ხდებოდა. მიწათმოქმედების გაზრდილ მასშტაბს შესაბამისი რაოდენობა მუშახელი სჭირდებოდა, რის გამოც ოჯახები უფრო მრავალშვილიანი გახდა. რადგან ქალი უფრო დიდ დროს ხარჯავდა ორსულად ყოფნასა და ბავშვების მოვლაში, ის სამეურნეო საქმიანობითაც ნაკლებად იყო დაკავებული და ლოგიკურად კაცმა მისი ადგილი დაიკავა. ქალის თანასწორად აღქმაში გადამწყვეტი როლი ეჭირა მის წვლილს მეურნეობაში, საკმარისი იყო მისი როლის შემცირება მიწათმოქმედებაში რომ მისი უფლებები და სტატუსიც შესაბამისად შემცირებულიყო.

ცხოველების მოვლისას როლები საინტერესოდ გადანაწილდა: თუ ოჯახს სულ რამდენიმე ცხოველი ჰყავდა მაშინ მათ ქალი უვლიდა, ხოლო თუ რიცხვი დიდი იყო მათი მოვლა მამაკაცს უწევდა. ამ დროს პირველად მკვიდრდება ნადავლისთვის სხვა ტომებზე თავდასხმა, შეიძლება ითქვას რომ ეს კაცობრიობის ისტორიაში პირველი ომები იყო და ნადირობის ტრადიციის ერთგვარი გაგრძელებაა. მისი ამ დროს წარმოქმნა განაპირობა იმ მიზეზმა, რომ სხვა ტომს ისტორიაში პირველად აღმოაჩნდა რესურსი რომლისთვის ბრძოლაც ღირდა. ზოგი მეცნიერი თვლის რომ ნადავლში შეიძლება ქალებიც შედიოდნენ, რომლებსაც სავარაუდოდ იმონებდნენ და გასაყიდად ტანსაცმელს აქსოვინებდნენ.

საზოგადოების ეკონომიკური სტრუქტურის ცვლილებას მისი სოციალური შეცვლაც მოჰყვა. ეკონომიკაში ქალის როლის შემცირებამდე, მემკვიდრეობა ქალის ხაზით გადაიცემოდა, თუმცა ქალის მეურნეობისგან ჩამოცილებასთან ერთად ეს პრაქტიკა გაქრა და ზოგადად საზოგადოებებიც მატრიარქატიდან პატრიარქარულ იერარქიზე გადავიდნენ. მატრიარქარულ სისტემაში მემკვიდრეობა არა მამიდან შვილზე გადაიოდა, არამედ მამის დის შვილებს ჰქონდათ პრეტენზია მის მიწებსა და საქონელზე. ამ სისტემაში კერძო საკუთრება უფრო ხშირი მოვლენა იყო ვიდრე შემდგომ პატრიარქარულ წყობილებებში.

პრეისტორიულ ეპოქაში ქალებს დიდი როლი ჰქონდათ როგორც ეკონომიკურ ისე სოციალურ სფეროებში, ისინი მიჩნეულები იყვნენ თანასწორობას და ნეოლითის დროს მიაღწიეს საუკეთესო მდგომარეობას სოციალურ იერარქიაში, თუმცა პირველი ცივილიზაციების წარმოქმნის პარალერულად, მათი როლი ეკონომიკაში და შესაბამისად უფლებები და სოციალური სტატუსიც დაკნინდა.

ქალების როლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანთროპოლოგიაში დამკვიდრებული იყო აზრი რომ პირველი ხელსაწყოები მამაკაცებმა შექმნეს, თუმცა თანდათან იზრდება იმ სპეციალისტების რიცხვი რომლებსაც ამ მოსაზრებაში ეჭვ ქვეშ აყენებს. სავარაუდოდ შემგროვებლობა ნადირობაზე ადრე წარმოიშვა, შესაბამისად ხელსაწყოების შექმნა პირველად ამ დარგში მოხდებოდა, ხოლო რადგან შემგროვებლები ქალები იყვნენ პირველი ხელსაწყოს შემქნელებიც ლოგიკურად ისინი იქნებოდნენ.

მიუხედავად იმისა რომ ხელსაწყოები ხანდახან ძვლისგან ან ქვისგან მზადდებოდა, მაინც უმეტესად მათ გასაკეთებლად ხეს იყენებდნენ რის გამოც ჩვენამდე ამ ხელსაწყოების ძალიან მცირე რიცხვმა მოაღწია. ამავდროულად ნადირობისთვის განკუთვნილმა იარაღებმა, როგორიცაა შუბები, ისრები და ცულები, ჩვენამდე დიდი რაოდენობით მოაღწია და ამიტომაც დამკვიდრდა აზრი რომ პირველი გამომგენებლები მამაკაცები იყვნენ.

სავარაუდოდ ქალებმა, მათი საქმიანობის თავისებურებების გამო, გამოიგონეს ქსოვა და თიხის გამოძერწვა. რადგან პრეისტორიულ პერიოდში ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობა 20 წელს იშვიათად აჭარბებდა, არ იქნებოდნენ შედარებით უფროსი ქალები რომლებიც ბავშვებს მოუვლიდნენ სანამ მათი დედები საჭმელს აგროვებდნენ. ამ პრობლების გადაჭრა მოხდა მხარზე გადასაკიდებელი ჩანთის გამოგონებით, მისი მეშვეობით შესაძლებელი გახდა ბავშვისთვის ყურადღების მიქცევა საჭმლის შეგროვების დროს და ამავდროულად ჩანთა ნაპოვნი საჭმლის შესანახადაც გამოიყენებოდა. ეს ჩანთები სელისა და მატყლისგან მზადდებოდა. სითხეების შესანახად თიხის ჭურჭლის გამოგონებასაც ქალებს აწერენ, ვარაუდობენ რომ თიხის თვისებები იმის შემდეგ აღმოაჩინეს რაც ცეცხლთან მდებარე გარკვეული სახის ნიადაგი გამაგრდა, თუმცა დავობენ ეს აღმოჩენა სპონტანური თუ ხანგრძლივი პროცესი.

ბავშვები ლაპარაკს უპირველესად დედებისგან სწავლობდნენ, მათ მამებთან კონტაქტი შედარებით შეზღუდული იყო რადგან ისინი მონაწილეობდნენ ნადირობაში, რიტუალურ პროცესებსა და ტომის სხვა აქტვივობებში. ამიტომაც ქალებს დიდი როლი აქვთ ენის შექმნასა და განვითარებაში.

საინტერესოა თეორია რომლის მიხედვითაც კალენდრის ავტორებიც ქალები არიან. ჩვენ ვიცით რომელ ცივილიზაციაში შეიქმნა პირველი კალენდარი მაგრამ ავტორის სქესის გარკვევა უფრო რთული საკითხია. ამ თეორიის მიხედვით ლოგიკურად ქალები შექმნიდნენ კალენდარს, რადგან ისინი დაინახავდნენ თავისი მენსტურაციული ციკლისა და მთვარის ფაზების ციკლს შორის კავშირს.

ქალთა როლი ძველ საბერძნეთში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გენდერებს შორის ურთიერთობები და სექსუალური ჩვეულებები მეტად საინტერესო და, ერთი შეხედვით, უცნაური იყო ძველ საბერძნეთში. ეს იყო ადგილი, სადაც ჰომოსექსუალიზმი და პროსტიტუცია ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო, ხოლო სიყვარულით ქორწინება ფაქტობრივად არ არსებობდა. სწორედ ამიტომ არის ეს პერიოდი უმნიშვნელოვანესი გენდერული როლების ევოლუციის შესასწავლად.

ბერძნული საზოგადოება პატრიარქალური იყო. ყველა ბერძნულ ქალაქში დომინირებდნენ ელიტარული კლასის, თავისუფლად შობილი, მიწათმფლობელი, მოქალაქე-მეომარი, ჰოპლიტები. სიმპოზიუმები იყო მნიშვნელოვანი ფაქტორი მამაკაცთა დაახლოებისთვის, რომელთა მრავალი კომპონენტი ასახულია მოხატულ ვაზებზე. ეს ნახატები ხშირად ასახავენ სექსუალურ აქტებს მეძავებსა და „ჰეტაირაისთან“. ჰეტაირაი იყვნენ განათლებული და განსაკუთრებით ძვირი მეძავი ქალები, იაპონელი გეიშებივით. ისინი უვლიდნენ საკუთარი მამაკაცი კლიენტების გონებასა და ფიზიკურ სურვილებს. ამ ყველაფერთან ერთად ნახატები ასახავენ ჰომოსექსუალური აქტების იმხელა რაოდენობას, რომ დავასკვნათ, რომ სიმპოზიუმებზე გავრცელებული იყო მსგავსი სახის კავშირებიც. ვაზების ნახატები მნიშვნელოვან კითხვებს აჩენენ ბერძნული სექსუალური ცხოვრების შესახებ, რომლებიც რთულია გამოსაძიებლად მათი ფრაგმენტული, არათანაბარი და ანეკდოტური ხასიათის გამო. მსგავსი სახის დემოგრაფიული სტატისტიკაც არ არსებობს, რათა დავასკვნათ, თუ რამდენად ფართოდ იყო გავრცელებული ნახატებზე ასახული ფაქტები. მაგრამ მაინც ისმის კითხვა - ნახატებსა და ლიტერატურულ ნაწარმოებებში ასახული ფაქტები იყო მხოლოდ ბერძნული ელიტის დამახასიათებელი ქცევა, თუ ზოგადად მაშინდელი საზოგადოებისა. არსებული მასალის გაანალიზებით მივდივართ დასკვნამდე, რომ სიტუაცია დაახლოებით შუაში იყო.

სიმპოზიუმები ძველ საბერძნეთში

არსებობს ერთი გასათვალისწინებელი ფაქტი. საზოგადოებათა შეხედულებები სექსუალურობასა და სექსუალური ქმედებების შესახებ შედარებითია და შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადასხვა საზოგადოებას შორის. მაგალითად ამერიკელებს ახასიათებთ ინტერესიანი დამოკიდებულება სექსუალურობის შესახებ მათი საზოგადოების კალვინისტური წარმომავლობის გამო. თუ ევროპულ საზოგადოებაში სიშიშვლე რეკლამის მიზნით ან უბრალოდ საზღვაო სანაპიროებზე საკმაოდ ხშირია და ამაზე აქცენტი არ კეთდება. (მაგ: ასეთი ქმედება ხშირია თანამედროვე საბერძნეთის სანაპიროებზე, ჩრდილოეთ ევროპელების დასასვენებელ ადგილზე) თუმცა წყლის გადაღმა, მაგ: თურქეთში, რომელიც არის ზომიერად მორწმუნე მუსლიმურ ქვეყანა, მოსახლეობას ისლამური კულტურა აიძულებს ბევრად დიდ მოკრძალებას ტანსაცმელში, როცა ეს ხდება საზოგადოებრივ სანაპიროებზე. შიშველი ტურისტების ყოფნა დასავლეთ და სამხრეთ თურქეთის სანაპიროებზე მოსახლეობას შორის სოციალურ დაძაბულობას ზრდის ამ შედარებით „მშვიდ“ ისლამურ ქვეყანაშიც კი. რაღაც მხრივ ისლამთან დაკავშირებული კონსერვატიზმი და სექსუალური რეპრესიები, ასახავს ბერძნულ-რომაული ანტიკურობის, შემდგომი პერიოდის მსგავს პრინციპებს. მაგრამ აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ დამოკიდებულებები და პრინციპები შედარებითია და რთულია, შეიძლება არასწორიც კი, რომ განვსაჯოთ იმ საზოგადოების სექსუალური ნორმები, რომელიც ცხოვრობდა 2000 წლის წინ, ქრისტიანულ, ისლამურ და კალვინისტურ ერებამდე. ანტიკურ საბერძნეთში მოსაზრება, რომ გამრავლების გარდა ნებისმიერი სხვა მიზნით ჩადენილი სექსუალური ქმედება ცოდვა, იყო უბრალოდ არ არსებობდა. პირიქით, ანტიკურ ხანებში გამრავლების საიდუმლო მას გაძლიერებულ, ჯადოსნურ თვისებებს აძლევდა. სექსუალური პოტენცია არა მარტო ფასდებოდა, არამედ ხანდახან სატრაბახოც იყო. ბერძენი ხალხი განსჯიდა „ოქროს მნიშვნელობის“ მორალური თვალსაზრისიდან, რაც ნიშნავდა, რომ ზედმეტი არაფერი არ არის. ამ დამოკიდებულებით ნებისმიერ თავისუფალ მოქალაქეს შეეძლო მაქსიმალური სიამოვნების მიღება, რაშიც ამორალური საქციელებიც იგულისხმებოდა. მომავალში სწორედ ამორალურობის სიჭარბე გახდა ამ მოწოდების შეცვლის მიზეზი და ბერძნებმა „ოქროს მნიშვნელობის“ მორალური თვალსაზრისი ჩაამაცვლეს მოწოდებით: „არაფერი ზედმეტი ყველაფერი ზომიერად“.

ბერძნული სექსუალურობა და გენდერული ურთიერთობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ საკითხზე კარგი წარმოდგენა შეგვიქმნა ევა კეულსმა წიგნში „ფალოსის მმართველობა“ (The Reign of the Phallus). მარტივად რომ ვთქვათ, კეულსი ამბობს, რომ ძველი ბერძენი კაცები იყვნენ „ღორები“. როგორც ბერძნული საზოგადოების დომინანტი ნაწილი, ბერძენი კაცები ავრცელებდნენ საკუთარ სურვილს ყველაფერზე მათ გარშემო, მათ შორის: ქალებზე, თავისუფლებზეც და მონებზეც, ბავშვებზე, ბიჭებსა და გოგონებზე, სხვა მამაკაცებზე სიმპოზიუმებზე ჰომოსექსუალურ ურთიერთობებში დომინირებით და ცხოველებზეც კი. ჰოპლიტი მეომრების კლასი საკუთარ ავტორიტეტს ავრცელებდა სექსუალური გზით, რითიც დემონსტრირებას უკეთებდნენ საკუთარ მამაკაცობას. ისინი ნებისმიერ საზოგადოების დაბალი ფენის ნაწილს სექსუალურ ობიექტად აღიქვამდნენ.

ამ ქცევის წარმოშობის მიზეზი სავარაუდოდ ბავშვობა-ჩამოყალიბების პერიოდი იყო. აღსანიშნავია, რომ ბერძნულ საზოგადოებაში ქორწინების მიზანი იყო ბერძნული შინამეურნეობის შენარჩუნება. ეს ნიშნავდა არა მარტო ბავშვების გაჩენას, რაც აუცილებელი იყო ოჯახის ხაზის შესანარჩუნებლად, არამედ უფრო მნიშვნელოვნად აღიქმებოდა ოჯახის ქონების გადაცემა ერთი თაობიდან მეორესთვის. თანამედროვე შეხედულებები ქორწინების შესახებ, რაც გულისხმობს დამოუკიდებელ ქალსა და კაცს შორის სიყვარულით ქორწინებას, არ არსებობდა ძველ საბერძნეთში. ყველა ქორწილს წყვეტდნენ მშობლები, ხშირად მეზობლებთან ან არისტოკრატიულ ოჯახებთან ერთად, როდესაც დასაქორწინებლები ჯერ კიდევ ბავშვები იყვნენ. ქორწინებისა და ოჯახის ხაზის სიწმინდის უზრუნველსაყოფლად თავისუფალ ბერძენ ბავშვებს შეზღუდული სექსუალური ურთიერთობა ჰქონდათ საპირისპირო სქესთან. ბერძნული საზოგადოების თავისუფალი მიწათმფლობელი მოსახლეობის ელიტის განსხვავებული სქესის ბავშვები განცალკევებულები ჰყავდათ ერთმანეთისგან. ამითი განსაკუთრებით დაინტერესებულები იყვნენ გოგონების ოჯახები.

გოგონების ბავშვობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გოგონებს აქორწინებდნენ შეთანხმებით მეზობელ ოჯახებთან, რათა შეენარჩუნებინათ და გაეძლიერებინათ ორივე ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა. რელიგიურმა ტაბუმ, რომელიც მოუწოდებდა ბერძნებს მამრობითი სქესის მემკვიდრის ყოლისკენ, რათა შეენარჩუნებინათ წინაპართა კულტი, მეტი მნიშვნელობა შესძინა იმას ბერძენი პატარძლის ქალიშვილობას გათხოვების დროს. ეს ზომები ახალშექმნილ ოჯახს აზღვევდა იმისგან, რომ არცერთ „უცხო თესლს“ არ დაებინძურებინა საგვარეულო ხაზი. ძირითადად ახალგაზრდა თავისუფალი ქალები ვერ გამოცდიდნენ ვერანაირ სექსუალურ ექსპერიმენტებს, ვერანაირ „პაემანებს“ ქორწინებამდე. ისინი იყვნენ დამწყვდეულები ოჯახის კერძო ადგილებში სადღეღამისო ყურადღების ქვეშ და თუ რაიმე მიზეზით მათი საზოგადოებაში გასვლა აუცილებელი ხდებოდა ეს ზედამხედველობა რამდენჯერმა მკაცრდებოდა. სექსუალური მომწიფების შემდეგ მათ მკაცრად აიძულებდნენ სქესობრივ ორგანოების დამალვას და აცმევდნენ ისლამური ჩადრებისა და ჰიჯაბების მსგავს კოსტიუმებს. ქალიშვილობა იყო საქორწინო კონტრაქტის მოთხოვნა, ხოლო ქორწინების შემდეგ უმანკოება და მოკრძალება იყო არა მარტო მოსალოდნელი, არამედ დაკისრებული ვალდებულება ბერძენ ქალებზე. გათხოვილ ქალებს მოეთხოვებოდათ სახლის მოვლა, მოსამსახურეებისთვის განკარგულებების მიცემა, საჭმლის მომზადება, დალაგება, სახლის ჰიგიენა და, რა თქმა უნდა, ბავშვების აღზრდა. იმ თვალსაზრისით, რომ ამ საქმეების შესასრულებლად შეზღუდული ტექნოლოგიები იყო, ამ საქმეებისთვის დათმობილი „სამუშაო საათები უზარმაზარი გხლდათ“. ეს მოთხოვნები საჭიროს ხდიდნენ ოჯახებისთვის, რათა გოგონები ახალგაზრდები გაეთხოვებინათ. ახალგაზრდა თავისუფალ გოგონებს შეძლებული ოჯახებიდან სექსუალური მომწიფების ასაკის მიღწევისთანავე ათხოვებდნენ.

ბიჭების ბავშვობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პატივცემული თავისუფალი მამაკაცები თანატოლებისგან ზეწოლას განიცდიდნენ ადრეული ჰორმონალური მომწიფების და ძლიერი სიკვდილიანობის გამო, რათა ადრეულ ასაკშივე მიღოთ მონაწილეობა სექსუალურ ექსპერიმენტებში. თუმცა ქალთან „პაემანი“ უბრალოდ შეუძლებელი იყო. ბერძნებს ორი სქესი არა მარტო განცალკევებულები ჰყავდათ ერთმანეთისგან, არამედ ბერძენი მამაკაცებისთვის ქორწილი განსაკუთრებით გვიანდებოდა. მამაკაცის გადაწყვეტილება დაქორწინების შესახებ დამოკიდებული იყო ოჯახის შესანახად საჭირო საკუთრების არსებობაზე. ძირითადად ეს ხდებოდა მემკვიდრეობის განაწილებით, მაგალითად: როდესაც ოჯახში უფროსი მამაკაცი გარდაიცვლებოდა, მის ქონებას ინაწილებდნენ მისი შვილები და შვილიშვილები. ხშირად ბერძენ მამაკაცებს უწევდათ ცდა ძალიან დიდი ხანი, რათა მიეღოთ ოჯახის ქონების საკუთარი წილი. ამიტომ ბერძენ საზოგადოებაში ძირითადად აქორწინებდნენ ახალგაზრდა ქალებს (თინეიჯერობის დასაწყისი) და მომწიფებულ მამაკაცებს (20-30 წლის). ქორწინებამდელი სექსუალური ურთიერთობებისთვის მამაკაცები მიმართავდნენ სექსუალური აქტივობის ალტერნატიულ გზებს და რადგან უცოლობის პერიოდი ხშირად დიდი იყო ეს ქმედებები ჩვევად იქცეოდა, რაც ზრდასრულ, დაქორწინებულ ცხოვრებაშიც მიჰყვებოდათ. ეს ალტერნატიული გზები იყვნენ მოსამსახურეები, პროფესიონალი მეძავები და ჰომოსექსუალური ურთიერთობები.

მამაკაცები, რომელთაც ჰქონდათ ამის საშუალება, მიმართავდნენ მეძავებს, განსაკუთრებით ნიჭიერ, მიმზიდველ, ჰეტაირაებს. ეს ქალები იყვნენ მონები ან უცხოური წარმოშობის. მათ ასწავლიდნენ მუსიკას ცეკვას ინტელექტუალურ უნარებში, როგორიცაა რიტორიკა. სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების გარდა ეს ქალები მათი საყვარელის გონებასაც ამშვიდებდნენ. ისინი ბევრად დახვეწილი და მომწიფებულები იყვნენ ვიდრე ცოლები, აქედან გამომდინარე ისინი კონკურირებდნენ მამაკაცების ყურადღებისთვის. ამავე დროს ისინი აღიარებულები იყვნენ, როგორც მორალურად უწმინდურები. ბერძენი მამაკაცი არ უნდა ყოფილიყო დანახული ჰეტაირაისთან დღის განმავლობაში. ჰეტაირიების მომსახურება ასევე ძალიან ძვირი ჯდებოდა. ისინი ასევე განთქმულები იყვნენ მცდელობით, რომ მათი საყვარლებისგან მიეღოთ მაქსიმალური, სანამ ამის შესაძლებლობა ჰქონდათ. არის ეჭვი, რომ მხოლოდ არისტოკრატებს შეეძლოთ ამ განსაკუთრებით ძვირი ქალების დაქირავება, მაგრამ შესაძლებელია სიმპოზიუმების ერთ-ერთი დანიშნულება ყოფილიყო ჰეტაირაის ყველასთვის ხელმისაწვდომის გახდა ხარჯების ყველა მონაწილეზე განაწილება ყოფილიყო.

ჰეტარიები ზრუნავდნენ მამაკაცების როგორც სხეულზე ასევე გონებაზე

მართალია ჰეტაირაისთან ურთიერთობა ქორწინებამდე პერიოდისთვის იყო გათვლილი, მაგრამ ეს ურთიერთობები ცოლის მოყვანის შემდეგაც დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა, მაგალითად: სიმპოზიუმის მასპინძელს უნდა დაექირავებინა ჰეტაირაი, რათა მათ გაერთოთ სტუმრები ბანკეტის დროს. მინიმუმ სამ ბერძენ მწერალს მაინც აქვს დაწერილი წიგნი, სადაც აღწერილია ცნობილი ჰეტაირაისა და მათი საყვარლების ცხოვრება. ამ ნამუშევრების ფრაგმენტებიდან ჩანს, რომ თითქმის ყველა ათენელ პოლიტიკოსს, მოქანდაკეს, დრამატურგს და ფილოსოფოსს თავისი კარიერის განმავლობაში ერთ მეძავთან მაინც ჰქონდა ურთიერთობა. ეს ურთიერთობები ასე ძლიერ იყო გავრცელებული ბერძნულ საზოგადოებაში და მათ დამანგრეველი გავლენა ჰქონდათ ბერძნულ ოჯახებზე. უნდა აღინიშნოს, რომ არასაპატიო ოჯახიდან წარმომავალი ან უბრალოდ მონა ქალებს ჰეტაირაიდ ცხოვრება აძლევდა საშუალებას სოციალურად მაღალ დონეზე ასულიყვნენ, რაც მათთვის ერთადერთი გზა იყო წინსვლისთვის. ქალი შეიძლება ქუჩაში მიტოვებული ბავშვიდან იმდროინდელი რომელიმე მთავარი პოლიტიკოსის ცოლი გამხდარიყო. ამ ქალთა პოტენციალი ზეგავლენა მოეხდინა მათ პოლიტიკოს საყვარლებზე აბრაზებდა თავისუფალ მოსახლეობას, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ქალთა მონაწილეობას პოლიტიკაში, განსაკუთრებით უცხოელი მონა ქალების ჩართულობას. ეს კი ასეთი ქალების განსაკუთრებით ნეგატიურ დახასიათებას იწვევდა.

ბერძენი კაცები ასევე იყენებდნენ საკუთარ სახლებში არსებული ქალი მოსამსახურეების ხელმისაწვდომობას. მეძავებთან ურთიერთობის პრობლემა იყო მათი ძვირადღირებული მომსახურება. ქალი მოსამსახურეების სექსუალური ექსპლუატაცია ბევრად იაფ ალტერნატივას წარმოადგენდა. ეს ქმედება ძალიან გავრცელებული იყო თავისუფალ ბერძენ მამაკაცებში.

ჰომოსექსუალური ურთიერთობები გავრცელებული იყო ელიტაში. ეს ურთიერთობები ხდებოდა ახალგაზრდობაში, როდესაც ბერძენი მამაკაცები მონაწილეობას იღებდნენ ათლეტურ განათლებაში „გიმნაზიუმში“. რადგან ახალგაზრდა მამაკაცებს არ ჰქონდათ არანაირი ფინანსური შესაძლებლობა, ისინი ვერ იქირავებდნენ ჰეტაირაის ან სხვა მეტად გავრცელებულ პროსტიტუციის სახეებს. მათი სექსუალური ექსპერიმენტები სრულიად შეზღუდული იყო მოსამსახურეებთან ურთიერთობითა და სხვა მამაკაცებით. უფროსი მამაკაცებსა და ახალგაზრდა საყვარლების ურთიერთობა როგორც ჩანს საკმაოდ ფართოდ იყო გავრცელებული. განვითარდა მკაცრი ეტიკეტი, რომელიც განსაზღვრავდა ქცევის ნორმებს ამ ურთიერთობებში, რომელი სექსუალური აქტები იყო დასაშვები და რომლები არა. ჰომოსექსუალური ურთიერთობები მხოლოდ ქორწილამდე ან ჰეტაირაისთან ურთიერთობის შესაძლებლობამდე გრძელდებოდა. სხვები ნათლად გრძელდებოდა ქორწილის შემდეგაც ჰეტაირაისთან ერთად. ეს გვაჩვენებს, რომ ბერძნული მამრობითი საზოგადოება უფრო ბისექსუალი იყო ვიდრე ჰომოსექსუალი. ამ სპექტრის უკიდურეს ბოლოში იდგა ელიტარული მებრძოლი ჯარი, როგორიც იყო სპარტის კადეტთა კორპუსი ფიდიტიაში. ამ ჯგუფებს შორის ჰომოსექსუალური ურთიერთობები აუცილებელი იყო მებრძოლებს შორის, რაც ითვლებოდა აუცილებლად ბრძოლის ველზე ემოციური კავშირისთვის. ასეთი ცხოვრების წესი დიდი ხარისხით გამოირჩეოდა, რის გამოც იგი საპატიო და მისაბაძი იყო მთელი ბერძნული სამყაროს სამხედრო ელიტაში. თანამედროვე სამყაროში ისმის კითხვა: „რამდენად პატარა ბერძენი ბიჭების შეტყუება იყო შესაძლებელი ჰომოსექსუალურ ურთიერთობებში“. ძველი ბერძენი ოჯახები თვლიდნენ, რომ ყველაზე კარგი ხერხი თავისი ბიჭების დასაცავად ამ ურთიერთობებისგან იყო, რომ დაენიშნათ მონები, „პედაგოგები“, რომლებიც გააცილებდნენ „გიმნაზიაში“ და შემდეგ წამოიყვანდნენ სახლში.

ჰოპლიტები დომინანტურ როლს თამაშობდნენ მთელ ბერძნულ საზოგადოებაში. ყველა ბერძნულ ქალაქს მმართველობდნენ ჰოპლიტი არისტოკრატები. ეს მეომრები მოიპოვებდნენ პოლიტიკურ უპირატესობას სხვა მტერი ჰოპლიტებისგან დაცვის პირობით. სამაგიეროდ ისინი აწესებდნენ საკუთარ „ნორმებს“. მათი „გმირული“ მოდელის ყურებით ახალგაზრდა ბიჭებს გაუჭირდებოდათ ჰომოსექსუალიზმის და პროსტიტუციის ცუდი სახით დანახვა. მოკლედ რომ ვთქვათ, თუ იყო რაიმე შეცდომა ბერძნულ კულტურულ განვითარებაში, იგი წარმოიშვა ბერძნულ ქალაქებს შორის უწყვეტი კონფლიქტებისგან. ჰოპლიტების სოციალური, პოლიტიკური და კულტურული მნიშვნელობა ალბათ ყველაზე კარგად განსაზღვრავს ბერძნულ სექსუალურობას.

რომისა და საბერძნეთის განსხვავება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰომოსექსუალობა და პროსტიტუცია ასევე წარმოდგენილი იყო რომის საზოგადოებაშიც, მაგრამ რომის წარმატებას პოლიტიკასა და ქალაქთმშენებლობაში მნიშვნელოვნად შეამცირა სამხედრო ძალაზე დამოკიდებულება. რომაელმა მამაკაცებმა არა მარტო გაიაზრეს ქალთა მნიშვნელობა საზოგადოებაში, არამედ ჰომოსექსუალიზმისა და პროსტიტუციის მიმართაც ნეგატიური დამოკიდებულება გაუჩნდათ. მსგავსი დამოკიდებულების პოვნა რთულია ბერძნულ ლიტერატურაში, რომელიც ძირითადად მამაკაცების მიერაა დაწერილი. ისინი ქალებს ძალიან იშვიათად ახსენებდნენ, თითქოს ქალები უჩინარები იყვნენ. სამწუხაროდ, ჰერატაის ცხოვრებაზე ბევრად მეტი ვიცით ვიდრე მუდმივ ტანჯვაში მყოფი ქალების შესახებ. მათი სამყაროს საუკეთესო წყაროები არის ბერძნული სახლების არქეოლოგიური ნარჩენები: ჭურჭელი, ბავშვების სათამაშოები და შინაური ცხოველები.

ომი და გენდერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ომში მებრძოლები ძირითადად არიან კაცები. არსებობს ბევრი გამონაკლისი, თუმცა ყველა ეს გამონაკლისი ერთიანად შეადგენს ისტორიაში მებრძოლთა 1 %-ზე ნაკლებს. დღესდღეობითაც გენდერული ერთგვაროვნება ომში ცალსახაა.

ამ ერთგვაროვნებაში არის ნაირსახეობებიც. ქალების საბრძოლო როლები სხვადასხვა კულტურებში განსხვავებულია. ეს როლები მოიცავენ: დამხმარე ჯარისკაცებს, ფსიქოლოგებს, საბრძოლო მედდებს, მშვიდობის დამამყარებლებს და ა. შ. კაცების საბრძოლო როლებში კი არის შედარებით ნაკლები ნაირსახეობები. ეს ნაირსახეობები ჩნდება ერთგვარი ნიმუშით და აკავშირებს კაცებს ომთან ყველა კულტურაში და საზოგადოებაში, რომლებმაც გამოიარეს ომი.

ქალების უდიდესი ნაწილი ომში დაკავებული იყო მათთვის ტრადიციულ საბრძოლო სფეროებში, მაგ. სანიტარიაში.

დღესდღესდღეობით მსოფლიოს ქვეყნებში არის დაახლოებით 23 მილიონი აქტიურად მსახური ჯარისკაცი, რომელთა შორის 97 % არის მამაკაცი (დაახლოებით 500 000 ქალი). მსოფლიოს მხოლოდ 6 ქვეყანაში აღემატება ქალი ჯარისკაცების რაოდენობა 5 %-ს და ამ ჯარისკაცთა უმეტესობა დასაქმებულნი არიან ქალებისთვის ტრადიციულ საბრძოლო სფეროებში, მაგ. სანიტარიაში. 1993 წელს სულ 168 ქალი მსახურობდა კანადის, ჰოლანდიის, დანიისა და ნორვეგიის ჯარებში და არცერთი რუსეთის, ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ჯარებში. 1993 წლიდან მოყოლებული დაიწყო ოდნავი, მაგრამ სისტემატიური და სტაბილური ცვლილება. 1957-89 გაეროს მშვიდობის დამცავ ძალებში ქალები (ძირითადად სანიტრები) შედგენდნენ 0.1 %-ზე ნაკლებს, ხოლო 1990-იანებში ეს რიცხვი გაიზარდა დაახლოებით 2 %-მდე.

ამ პერიოდში ქალებმა მიაღწიეს თავიანთ უდიდეს სოციალურ და პოლიტიკურ ძალას და ამავდროულად, მსოფლიოს ერთ-ერთმა უძლიერესმა მილიტარულმა ძალამ აშშ-მა განახორციელა ისტორიაში უდიდესი გენდერების საბრძოლო ინტეგრაცია. ამ მნიშვნელოვანი ცვლილებების მიუხედავად დღევანდელ მსოფლიოს საბრძოლო ძალებში ქალები შეადგენენ პროცენტულად უმნიშვნელო ნაწილს.

გენდერული განსხვავებები ანატომიასა და ფიზიოლოგიაში: გენეტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აგრესიას გააჩნია გენეტიკური კომპონენტი, ვინაიდან შესაძლებელია მისი გამოყვანა ცხოველებში, როდესაც შერჩევითად აჯვარებენ აგრესიულ ინდივიდებს რამდენიმე თაობაში. ეს მომხდარა, მაგალითად: ძაღლებში, ქათმებსა და ხარებში. მდედრი და მამრი ცხოველები ატარებენ „აგრესიულ გენს“, თუმცა მდედრებს, რომლებსაც დაბადებამდე აძლევენ ტესტოსტერონს, მოზრდილ ასაკში ახასიათებთ მომატებული კაცის მაგვარი აგრესია. ადამიანებში იდენტურ ტყუპებში გოგოსა და ბიჭის შედარება აგრესიულობის თვალსაზრისით უშედეგო აღმოჩნდა, ვინაიდან სხვადასხვა ტესტები სხვადასხვა პასუხებს იძლევიან და პასუხი ხშირად თავად ტესტის ხასიათზე არის დამოკიდებული. შესაბამისად, არ შეიძლება ითქვას, რომ გენეტიკური ბაზა ადამიანებში აგრესიისთვის(„ომის გენი“) არის ცალსახად დამოკიდებული გენდერზე.

გენდერული განსხვავებები ანატომიასა და ფიზიოლოგიაში: ტესტოსტერონის დონე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უმეტესობა ბიოლოგიური გენდერული განსხვავება დაკავშირებული ომთან გამოწვეულია ტესტოსტერონით. Y ქრომოსომის წყალობით ხდება ტესტოსტერონის პროდუქცია, რაც იწვევს მნიშვნელოვან ცვლილებებს: ადამიანები ხდებიან ფიზიკურად უფრო დიდები და ძლიერები მომწიფების შემდეგ. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, მაღალი ტესტოსტერონის დონე იწვევს მეტ აგრესიას მამაკაცებში. კაცებს აქვთ მაღალი ტესტოსტერონი და ხშირად ისინი სჩადიან ძალადობრივ დანაშაულებს და ომობენ. უმეტესობა მოძალადე კრიმინალები და ჯარისკაცები არიან ტესტოსტერონის ყველაზე მაღალი დონის ასაკის ჯგუფში 15-24 წელი.

ლაბორატორიებში, მამრი თაგვები რეგულარულად ჩხუბობენ. როდესაც დამკვირვებლები ახდენენ მათ კასტრაციას, რითიც აშორებენ ტესტოსტერონის წყაროს, ისინი გაცილებით იშვიათად ჩხუბობენ. თუ მათ ინექციით შეუყვანენ ტესტოსტერონს ისინი კვლავ ხშირად ჩხუბობენ. მდედრი თაგვებიც ტესტოსტერონის ხელოვნური მომატების შედეგად ჩხუბობენ, როგორც მამრი თაგვები.

თუმცა ეს არის აგრესიის სპეციფიური ფორმა და ტესტოსტერონის მაღალი დონე ცალსახად არ ნიშნავს იმას, რომ მისი ეფექტი ვრცელდება სხვა ფორმის აგრესიებზეც, როგორიც არის, მაგალითად ომი. გარდა ამისა, ისტორიაში არის მრავალი შემთხვევა, სადაც კასტრაცია არაეფექტურია აგრესიის შემცირებაში პრიმატებში და განსაკუთრებით ადამიანებში. აგრესიული კაცი პატიმრები არ იცვლიდნენ ყოფაქცევას და საჭურისებს არაერთხელ წარუმართიათ აგრესიული მილიტარული კამპანიები.

გენდერული განსხვავებები ანატომიასა და ფიზიოლოგიაში: სიდიდე და ძალა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხშირად ქალები ფიზუკურად არ არიან იმდენად დიდები და ძლიერები, რათა იბრძოლონ ომის მძიმე პირობებში, ატარონ მძიმე საბრძოლო აღჭურვილობა და დაჭრილი ჯარისკაცები გამოიყვანონ ბრძოლის ველიდან.

ზომა, წონა:[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საშუალოდ კაცები 15 %-ით უფრო მეტს იწონიან ვიდრე ქალები და დაახლოებით 15 სანტიმეტრით უფრო მაღლები არიან. 20 წელზე დიდი ასაკის მამაკაცები აშშ-ში საშუალოდ იწონიან 86 კილოგრამს და სიმაღლეში არიან 1,76 მ, ხოლო ქალები 74 კილოგრამს და არიან 1,62 მ. თინეიჯერობის ასაკში კაცებს უვითარდებათ უფრო გრძელი ფეხები ვიდრე ქალებს და შესაბამისად საშუალოდ უფრო მაღლები არიან ვიდრე ქალები. ყველაზე აშკარა განსხვავება გარდატეხის ასაკში ჩნდება მაშინ როცა გოგონებს უგანიერდებათ მენჯის მიდამო, რომელი პროცესიც მიმდინარეობს 17 წლის ასაკამდე. ბიჭებში უფრო აღსანიშნავია ზედა ტანის გაგანიერება. ბიჭებს ასევე უვითარდებათ უფრო დიდი გული, უფრო დიდი მოცულობის ფილტვები, მეტი აქვთ კუნთების მოცულობა და ჟანგბადის შემცველობა სისხლში. საშუალოდ მათი გულის ცემა მეტია ვიდრე ქალების, უფრო ადვილად ხდება სისხლის ჟანგბადით მომარაგება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ისინი ხდებიან უფრო ადაპტირებულები ნადირობისთვის, ჩხუბისთვის და ნებისმიერი მძიმე საქმის კეთებისთვის.

გენდერული განსხვავებები ანატომიასა და ფიზიოლოგიაში: ტვინი და შეცნობა:[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტესტოსტერონს აქვს ასევე დიდი ზეგავლენა ტვინზე და გარემოს შეცნობაზე. ის ადამიანის დაბადებიდანვე ახდეენს გავლენას ტვინზე და შესაძლოა სწორედ ამის წყალობით კაცები უფრო ხშირად ხდებიან ჯარისკაცები. ამ ჰიპოთეზის ტესტირება ძალიან რთულია, რადგან ტვინი ჯერ არ არის ბოლომდე შესწავლილი. ბიოლოგებმა შეძლეს ტვინის რეგიონებისა და სრუქტურების იდენტიფიკაცია, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კონკრეტულ ყოფაქცევაზე და ფიქრებზე. ხალხის ტვინების სამედიცინო სკანირების შედეგად ბიოლოგებმა დაასკვნეს, რომ გარკვეული რეგიონები „ირთვებიან“, როდესაც ტვინი იწყებს კონკრეტული დავალების შესრულებას. აგრეთვე, კარგადაა შესწავლილი ნეიროგადაცემები და თუ როგორ მუშაობენ ისინი. ამ აღმოჩენების მიუხედავად, არავინ არ იცის ძირითადი პრინციპი იმისა, თუ როგორ მუშაობს მეხსიერება და ფიქრი და გაცილებით უფრო ნაკლები ვიცით ცნობიერების შესახებ. ადრეული ეტაპების შესახებ, სადაც ხდება ტვინის განვითარება და მისი სრულ სიდიდემდე გაზრდა, ასევე, ცოტა რამ არის ცნობილი.

გენდერული განსხვავებები ანატომიასა და ფიზიოლოგიაში: ქალის ჰორმონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კაცების რიცხვობრივი დომინირება ომში შეიძლება, აგრეთვე, აიხსნას არა იმით, რომ კაცები უფრო მომართულნი არიან ომისკენ, არამედ იმითაც რომ ქალები არიან უფრო მშვიდები და მზრუნველობისკენ მიდრეკილნი კაცებთან შედარებით. კლასიკური მიდგომის თანახმად, ქალები არიან შექმნილნი მზრუნველობისთვის იმდენად, რომ არიან არამდგრადები ომისთვის. ეს შეხედულება შეიძლება იყოს გამოწვეული ქალის ჰორმონების: ესტროგენისა და პროგესტერონის, მაღალი კონცენტრაციით. ეს განსაკუთრებით ხდება ძუძუმწოვრებში, სადაც დედის როლი დანარჩენ ცხოველებთან შედარებით უმნიშვნელოვანესია ახალშობილის მომავლისთვის.

ძუძუს წოვის დროს აქტიურად გამოიყოფა ჰორმონები. ძუძუს მწოვი ბავშვი იწვევს ნერვულ გზავნილებს დედაში, მკერდიდან ტვინში, რის შედეგადაც იწეყება პროლაქტინისა და ოქსიტოცინის გამომუშავება, რომლებიც, თავისმხრივ, იწვევენ რძის გამოშვებას. რძის გამოშვების სტიმულირებას, აგრეთვე, იწვევს ისეთი მოვლენა, როგორიცაა ახალშობილის ტირილი.

დედობრივი ქცევა არ არის მარტო ძუძუს წოვებასთან დაკავშირებული. თაგვებში, მაგალითად დედობრივი ქცევა მოიცავს სოროს შენებას, ლოკვას, ძუძუს წოვებას და შვილების სოროში დაბრუნებას. ეს ქცევები ნორმალურად „ირთვება“ ფეხმძიმობის ბოლოს ჰორმონალური ცვლის შედეგად. თუ ფეხმძიმობა ადრე ნადგურდება და მდედრ თაგვს მოუტანენ სხვა ახალშობილებს, ის მაინც ახორციელებს ამ დედობრივ ქცევებს. თუმცა, თუ თაგვს საკვერცხეებს მოაშორებენ, რაც არის ჰორმონი ესტროგენის გამოყოფის მთავარი წყარო, დედობრივი ქცევები დაიგვიანებენ. ეს ეფექტი იცვლება ესტროგენის ნემსით შეყვანით. თაგვებმა, რომლებიც არასდროს ყოფილან ფეხმძიმედ და ჰქონდათ თავიანთი საკვერცხეები და საშვილოსნოები ამოჭრილი, ესტროგენის ზეგავლენით, შეიძლება იკისრონ დედობა. უბრალო გარეგანმა სტიმულირებამაც კი, როგორიცაა, მაგალითად, ზრდასრულ მამრებთან და ახალშობილებთან კონტაქტი, შეიძლება გამოიწვიოს ტვინში ესტროგენის რეცეპტორების კონცენტრაციის გაზრდა. აქიდან გამომდინარე, ჰორმონი ესტროგენი არის მთავარი საჭირო ინგრედიენტი დედობრივ ზრუნვაში, თუმცა, ამავდროულად, პროლაქტინიც მნიშვნელოვანია.

მამის ჩართულობა ახალშობილის აღზრდისას[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მამის ასეთი ჩართულობა "შვილის" აღზრდაში არის უნიკალური მოვლენა მთელ ცხოველთა სამყაროში

ადამიანის გამრავლების თავისებურები ერთ-ერთი ყველაზე ხაზგასასმელი ფაქტი არის მამრის ჩართულობა ბავშვის აღზრდისას. ცხოველთა სამყაროში მამების ჩართულობა ნაშიერის აღზრდაში იშვიათი მოვლენაა. მამრების ჩართულობა ასეთ საქმიანობაში მთელი ცხოველთა სამყაროს მხოლოდ 5 %-შია გავრცელებული, თუმცა ადამიანები მკვეთრად გამოირჩევიან მათგანაც. მამრების ჩართულობა ძირითადად გვხვდება იმ სახეობებში, სადაც ოჯახები იზოლირებულად ცხოვრობენ, მაგალითდ კალითრიქსის მაიმუნებში (Callithrix monkeys), ან იქ სადაც დედების რეპროდუქციის მაჩვენებელი ძალიან მაღალია, როგორც კონიდებში (Conids). ადამიანები მრავლდებიან მულტიმდედრულ და მულტიმამრულ საზოგადოებებში და ქალსაც შედარებით ნაკლები შვილი უჩნდება სიცოცხლის განმავლობაში. გარკვეულ სეზონებში მამის აქტიურობა ასეთ სეზონებში აღინიშნება სავანურ ბაბუინებში (savannah baboon), თუმცა ადამიანების ასეთი მიდგომა უნიკალურია მთელს ცხველთა სამყაროში.

გენდერის მიხედვით განსხვავებული ჩვევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩვილების შესწავლამ აჩვენა რომ ისინი მგრძნობიარენი ხდებიან სახეების მიმართ ძალიან ადრე, და ასევე ძალიან ადრე იწყებენ მათ გარჩევას ერთმანეთისგან. ამ გამოკვლევებმა აჩვენა რომ გოგონები უფრო მგრძნობიარეები არიან უცხო სახეების მიმართ ვიდრე ბიჭები. ეს მაჩვენებელი დაფუძნებულია იმ დროზე რამდენ ხანსაც უყურებდა ახალშობილი უცხოს: თვალებში, სახეზე, რამდენად იყო მგრძნობიარე მათ სტრესზე და რამდენად აკვირდებოდა უცხო ადამიანის ქცევას. სქესთაშორისმა არავერბალურმა გამოკვლევამ აჩვენა რომ გოგონები ბევრად უფრო დიდი ხნით ამყარებენ თვალებით კონტაქთს ვიდრე ბიჭები, რაც შესამჩნევია ერთი დღის ახალშობილებშიც კი. ახალშობილებზე ჩატარებულმა მეორე კვლევამ, სადაც მათ არჩევანი უნდა გაეკეთებინათ მობილურისა და უცნობის დათვალიერებას შორის აჩვენა ისიც, რომ ბიჭები უთმობდნენ მეტ დროს მობილურების ყურებას, როცა გოგონებს მეტად აინტერესებდათ უცხო ადამიანის სახე. 6 თვის ასაკში ბიჭებში უფრო ხშირად აღინიშნება გვერდზე გახედვა, ვიდრე გოგონებში. ამ ასაკში გოგონებს უკვე აქვთ უკეთესი მეხსიერება სახეების ამოცნობაში და ორი მსგავსი სახის გარჩევაც უფრო უადვილდებათ.

გენდერული როლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალშობილები იღებენ სქესზე დაფუძნებულ დისკრიმინირებულ გადაწყვეტილებას უკვე 6 თვის ასაკში. 18 თვის ასაკში ისინი უკვე აჯგუფებენ საქმეებს, როგორც ბიჭისას და გოგოსას, და ისინი ამ განსხვავებებზე ლაპარაკს იწყებენ უკვე 2 წლიდან. თანამედროვე გენდერული როლების შემსწავლელმა გამოკვლევებმა აჩვენა რომ ხშირად ბავშვები უფრო სტერეოტიპულად აზროვნებენ ამ თემებთან დაკავშირებით, ვიდრე მათი მშობლები. ეს გამოკვლევები უმნიშვნელოვანესია თანამედროვე კულტურული და სოციალური გავლენის შესასწავლად, რომლებიც განსხვავებული გენდერისთვის განსხვავებულია.

თანამედროვე გამოკვლევებმა აჩვენა რომ მიუხედად იმისა როგორი მიდგომის მშობლები ზრდიან ბავშვებს: გენდერული სტერეოტიპის მატარებლები თუ მათი მოძულეები, ბავშვები მაინც მიიწევენ ერთსქესიანი ჯგუფების შედგენისკენ. აღსანიშნავია ისიც რომ სათამაშოების არჩევისასაც განსხვავებული სტერეოტიპის მშობლების ბავშვები მაინც თავისი გენდერისთვის დამახასიათებელი სათამაშოებისკენ მიიწევენ.

გენდერული თამაშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთი-ერთზე გამართული აგრესიული თამაშები თუ ძალისმიერი სპორტი არაა ექსკლუზიურად ბიჭების საკუთრება, თუმცა მათი წილი ამ სახის აქტივობებში ბევრად მაღალია ვიდრე გოგონების. ეს სექსუალური განსხვავებები აღმოჩენილია ნებისმიერ საზოგადოებაში სადაც კი ჩატარდა ეს კვლევა. სექსისმიერი აქტივობები უფრო აშკარაა იმ ჯგუფებში სადაც 3-ზე მეტი ბავშვია და არ ჰყავთ უფროსი მეთვალყურე. ხშირად ისეთ საზოგადოებებში სადაც არაა მამაკაცებს შორის ასეთი აშკარა დაპირისპირება, აღინიშნება ის მოვლენაც, რომ ბიჭებს საერთოდ უკრძალავენ მსგავსი აქტივობებით დაკავებას. ასეთ საზოგადოებებში ბიჭები რესლინგით, ჭიდაობით და მსგავსი აქტივობებით მხოლოდ 3-6-ჯერ უფრო ხშირად არიან დაკავებულები ვიდრე გოგონები, და 4 წლის ასაკში მათზე თავისივე ასაკის ბავშვებისგანვე ხდებიან ფიზიკური ხელყოფის მსხვერპლები 4,5-ჯერ უფრო ხშირად.

ესეთი ფიზიკური აქტივობები განსაკუთრებით აქტუალური ხდება 3 წლიდან და თავის პიკს აღწევს 8-10 წლისთვის. ამ დროს ბიჭები თავისი დროის 10 %-ს უთმობენ ჭიდაობას, რესლინგსა თუ სხვას. ასაკთან ერთად ასეთი სახის აგრესია მამაკაცებში იკლებს, თუმცა ფიზიკური დომინირება უდიდეს როლს თამაშობს მამაკაცის ცხოვრებაში. 11-12 წლის ასაკში სკოლაში იზრდება ძალადობის ფაქტები, რომლებიც იკლებს შემდეგ წლებთან შედარებით, რაც სავარაუდოდ ფიზიკური იერარქიის ჩამოყალიბებითაა გამოწვეული. თუ პატარა ასაკში ასეთი ძალადობა მიუღებელი იყო, სკოლის პერიოდში ბიჭებს ძალადობრივი დომინირება სოციალური სტატუსის დამყარებაში ეხმარებათ.

მთელს მსოფლიოში ქალებს აქვთ ბავშვის მოვლის ვალი დაკისრებული. პატარა გოგონები იყენებენ ყველა შესაძლებლობას რათა იყვნენ ჩართულები ბავშვის მოვლაში, ითამაშონ მშობლობანა, დაკავდნენ სხვადასხვა საშინაო საქმიანობით უფრო პატარა ბავშვებთან ან სათამაშოებთან ერთად. გამოკვლევებმა აჩვენა რომ 6 წლის ასაკში გოგონების 99 % თამაშობს თოჯინებით, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი ბიჭებში მხოლოდ 17 %-ია. 10 წლისთვის ეს მაჩვენებელი გოგონებისთვის ეცემა 92 %-მდე ბიჭებში კი 12 %-მდე. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მიუხედავად იმ დროის შემდეგ გენდერული როლების დიდი ნაწილის აღმოფხვრისა, 30 წლის წინ გამოკვლევებმა დაახლოებით იგივე შედეგი აჩვენა.

ჯგუფებად დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქესობრივი ცხოვრებისთვის მომზადება ხდება არასრულწოვნობის ასაკიდან, როცა ბავშვები იყოფიან ერთ-სქესიან ჯგუფებში და აყალიბებენ განსხვავებულ ბიჭების და გოგონების კულტურებს.

ერთსქესიანი ჯგუფების ჩამოყალიბება იწყება 3 წლის ასაკიდან და განსაკუთრებით მძაფრდება 9-12 წლის პერიოდში. ამერიკის ბავშვებზე დაკვირვებამ აჩვენა რომ ბავშვები 4-5 წლის ასაკში ატარებენ 3 საათს თავისი სქესის ჯგუფებთან, შერეულ სქესის ჯგუფებთან გატარებული ყოველ 1 საათზე. 6-7 წლისთვის ერთსქესიან და შერეულ სქესიან ჯგუფებთან გატარებული დროის თანაფარდობა იზრდება 1:11-მდე. ასეთივე მდგომარეობა გამოვლინდა კანადაში, ინგლისში, უნგრეთში, კენიაში, მექსიკაში, ფილიპინებში, იაპონიაში და ინდოეთში ჩატარებული დაკვირვებების შედეგად.

ასეთი მდგომარეობა მძაფრდება იმ სიტუაციებში როცა ბავშვებს არ ადევნებენ თვალყურს მშობლები. როცა ბავშვები თავისუფლად იღებენ გადაწყვეტილებას, ისინი მეტად აქცევენ ყურადღებას სექსუალურ განსხვავებებს და საწინააღმდეგო სქესის მიმართ ნაკლებად არიან მგრძნობიარენი.

ბიჭები ხშირად ცდილობენ აგრესიული თამაშები წამოიწყონ გოგოებთან, რაზეც გოგონები უარყოფითად რეაგირებენ, მეორეს მხრივ უცხო ბიჭები დიდი სიხარულით ერთვებიან მსგავს სახის აქტივობებში. გოგონები თავის მხრივ ხშირად ცდილობენ გავლენის მოხდენას შეთავაზებებით და რჩევების მეშვეობით, რაზეც ბიჭები ხშირად უემოციოდ რეაგირებენ, განსხვავებით გოგონებისგან. შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა ოდესმე თუ ხდებიან ბიჭები მგრრძნობიარენი, პასუხია კი თუმცა ეს ხდება შედარებით ზრდასრულობის ასაკში. მოკლედ რომ ვთქვათ სოციალური სტილი და ინტერესთა განსხვავებულობა იწვევს ერთსქესიანი ჯგუფების ჩამოყალიბებას.

ბავშვები ხშირად უწყობენ ხელს ერთსქესიანი ჯგუფების ჩამოყალიბებას, რისი მაგალითიცაა „cooties“-ის შიში, რომელიც არის წარმოსახვითი “დაავადება” რომელიც ბავშვს თითქოსდა ემართება მეორე სქესის ინდივიდთან ურთიერთობისას. სექსუალური განსხვავებების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს კაცებში ტესტესტერონის მაღალი დონე, რაც მამაკაცემს სპეციფიური საქმიანობით დაკავებისკენ უბიძგებს.

ერთსქესიანი ჯგუფებისკენ სწრაფვას ბავშვები იწყებენ იქამდე, სანამ თვითონვე მიხვდებიან რას ნიშნავს გოგონა და ბიჭი, შესაბამისად ლაპარაკი იმაზე რომ კატეგორიზაცია ხდება მხოლოდ სქესის გამო და მის მიღმა არ იმალება ამაზე მეტი არის სიცრუე. კატეგორიზაცია არის უბრალოდ შედეგი იმისა, რასაც ბავშვები თვითონვე ვერ ხსნიან. შედეგი არის ის რომ ბიჭები და გოგონები თავისი ცხოვრების დიდ ნაწილს ატარებენ თავისი სქესის ჯგუფებთან. ამის შედეგად სოციალური სტილი და განმასხვავებელი ნიშნები ხდება უფრო ღრმა დროსთან ერთად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Joshua S. Goldstein - War and Gender How Gender Shapes the War System and Vice Versa - Cambridge University Press (2003)
  • The Reign of the Phallus: Sexual Politics in Ancient Athens Eva C. Keuls. Harper & Row, (1985)
  • Male, Female - The Evolution of Human Sex Differences, second Edition David C. Geary (2010)
  • Choruses of young women in ancient greece - Their morphology, religious role and social function. New and revised edittion. Claude Calame (2001)
  • Uneven developments - the ideological work of gender in mid victorian England. Marc Poovey (1992)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]