შინაარსზე გადასვლა

ლეილი და მაჯნუნი (ნიზამი განჯევის პოემა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პოემის ერთ ერთი გამოცემის ილუსტრაცია

ლეილი და მაჯნუნი (სპარს. لیلی و مجنون) — ნიზამი განჯევის (1141-1209) მესამე პოემა. ნაწარმოები დაწერილია 1188 წელს, სპარსულ ენაზე და წარმოადგენს ნიზამის ხამსეს (ნიზამი განჯევის ეკუთვნის ლირიკული ლექსების კრებული (დივანი)) მესამე პოემას.[1][2] სიუჟეტი დაფუძნებულია ძველი არაბული ლეგენდაზე, ლეილისა და მაჯნუნის უბედურ სიყვარულზე.[3] პოემა შირვანშაჰ ახსითან I-სადმია მიძღვნილი და მისი ბრძანებითაა დაწერილი. პოემაში 4600 სტანცია.[4] ლეილი და მაჯნუნი ლეგენდის პირველ ლიტერატურულად დამუშავებულ ვერსიად მიიჩნევა.[5]

ლეილის გამოსახულება, ჯეიმზ ატკინსონის ნახატი

ახალგაზრდა პოეტ ქაისს[1] საკუთარი ბიძაშვილი ლეილი უყვარდება, მაგრამ ლეილი იძულებულია სხვა კაცზე დაქორწინდეს, რის გამოც ქაისი ჭკუიდან იშლება და უდაბნოში მიდის, სადაც ლეილის სიყვარულის ნიშნად პოემას თხზავს. წყვილი მხოლოდ სიკვდილის შემდეგ ერთიანდება. ნიზამიმ ოდნავ შეცვალა სიუჟეტი: ქაისს ლეილი სიგიჟემდე უყვარს, რის გამოც ლეილის მშობლები უარყოფენ მას. ლეილი იძულებით თხოვდება, მაგრამ ქაისის სიყვარულის გამო კვდება და საქორწინო კაბით მარხავენ. მაჯნუნი ლეილის სიკვდილის შესახებ გაიგებს თუ არა, მის საფლავთან მიდის და იქვე კვდება.[6][7]

პოემის თარგმანები და რედაქციები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოემა პირველად შემოკლებული სახით ინგლისურად ითარგმნა.[8] თარგმანი ინგლისელ აღმოსავლეთმცოდნესა და მთარგმნელს, ჯეიმზ ატკინსონს ეკუთვნოდა. გამოიცა 1836 წელს. მოგვიანებით პოემა რამდენჯერმე ხელახლა ითარგმნა (1894, 1915).[4][9]

პოემა რუსულად ევგენი ბერტელსმა და ტ. ფორშჩმა თარგმნეს,[10] მაგრამ პოემის პირველი სრული პოეტური თარგმანი პაველ ანტოკოლსკის ეკუთვნის. სპარსული ენიდან რუსულად სრული ფილოლოგიური პროზაული თარგმანი რუსტამ ალიევს ეკუთვნის.[11]

პოემა აზერბაიჯანულად პოეტმა სამედ ვურღუნმა თარგმნა 1939 წელს.[12]

მაჯნუნი გარეულ ცხოველებთან ერთად

პოემის სიუჟეტი მარტივია და შეყვარებული წყვილის ირგვლივ იკვრება. გმირები ნახევრად გამოგონილი, ნახევრად ისტორიული პერსონაჟები არიან და თავიანთი ქმედებებით სხვა რომანტიკული პოემების გმირებს ჰგვანან. ნიზამი განჯევმა პოემა არაბულ-ბერბერული ლეგენდის მოდიფიცირებით შექმნა. მან სიუჟეტის განვითარება ურბანულ სივრცეში გადაიტანა და ნარატივი ბუნების აღწერით შეავსო. პოემა მრავალ ქვეყანაში სხვადასხვა ტექსტის სახით დაიბეჭდა. 1934 წელს ირანელმა მეცნიერმა, ვაჰიდ დაშთგერდიმ პოემის კრიტიკა გამოაქვეყნა.

პოპულარულ კულტურაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანელმა კომპოზიტორმა, უზეირ ჰიჯაბაიოვმა პოემის საფუძველზე ოპერა „ლეილი და მაჯნუნი“ (1908) დაწერა.[13][14] კიდევ ერთმა აზერბაიჯანელმა კომპოზიტორმა, ყარა ყარაევმა სიმფონიური პოემა, „ლეილი და მაჯნუნი“ შეთხზა, რომელიც 1947 წლის 29 სექტემბერს ბაქოში, ნიზამი განჯევის 800 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე წარდმოადგინეს. ყარაევმა პოემის საფუძველზე შეთხზა ერთაქტიანი ბალეტიც.[15]

1960 წელს Tajikfilm studio-მ პოემის საფუძელზე ტაჯიკური საბალეტო ფილმი „ლეილი და მაჯნუნი“ გადაიღო. ერთი წლის შემდეგ პოემაზე დაფუძნებული ფილმი სტუდამ „Azerbaijanfilm“ გამოუშვა (მაჯნუნის როლს ნედარ შაშიკ-ოღლუ ასრულებდა).[16][17]

აზერბაიჯანელმა ხელოვანმა, მიქაილ აბდულაიევმა ნიზამი განჯევის მეტროსადგურში (ბაქო) პოემის გმირების მოზაიკური პანელები შექმნა.[18]

  • Layli and Majnun: Love, Madness and Mystic Longing, Dr. Ali Asghar Seyed-Gohrab, Brill Studies in Middle Eastern literature, Jun 2003, ISBN 90-04-12942-1.
  • The Story of Layla and Majnun, by Nizami. Translated Dr. Rudolf. Gelpke in collaboration with E. Mattin and G. Hill, Omega Publications, 1966, ISBN 0-930872-52-5.
  1. 1.0 1.1 Layla and Majnun. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-18. ციტირების თარიღი: 2019-10-29.
  2. Nizami Ganjavi and his Khamsa (en). Jeffrey Frank Jones. 
  3. Layla and Majnun. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-19. ციტირების თარიღი: 2018-06-19
  4. 4.0 4.1 LEYLI O MAJNUN en. ციტირების თარიღი: 2018-06-19
  5. 6.3 The Legend of Leyli and Majnun. ციტირების თარიღი: 2018-06-19
  6. Parvaz, Sarvineh (2018-01-20). „The Legend of Leyli and Majnun - Welcome to Iran“. Welcome to Iran (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-06-19.
  7. The Story en-US. ციტირების თარიღი: 2018-06-19
  8. Poem: From the Tale of "Laili and Majnun" by James Atkinson en. ციტირების თარიღი: 2018-06-19
  9. Blois, Francois De (2004-08-02). Persian Literature - A Bio-Bibliographical Survey: Poetry of the Pre-Mongol Period (en). Routledge. ISBN 9781135467128. 
  10. Lornejad, Siavash; Doostzadeh, Ali (2012). ON THE MODERN POLITICIZATION OF THE PERSIAN POET NEZAMI GANJAVI (en). CCIS. ISBN 9789993069744. 
  11. Translations of Layla and Majnun into Russian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-19. ციტირების თარიღი: 2019-10-29.
  12. Altstadt, Audrey (2016-06-23). The Politics of Culture in Soviet Azerbaijan, 1920-40 (en). Routledge. ISBN 9781317245438. 
  13. „The First Eastern Opera "Leyli and Majnun". Visions of Azerbaijan Magazine (რუსული). ციტირების თარიღი: 2018-06-19.
  14. Opera "Layla and Majnun" by Uzeyir Hajibeyov.
  15. Huseynova, Aida (2016-03-21). Music of Azerbaijan: From Mugham to Opera (en). Indiana University Press. ISBN 9780253019493. 
  16. The Virginal Love of Layla Majnun – Good Times en-US. ციტირების თარიღი: 2018-06-19
  17. Leyli və Məcnun (1961). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-20. ციტირების თარიღი: 2018-06-19
  18. Mikayil Abdullayev heritage. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-29. ციტირების თარიღი: 2019-10-29.