ლამინგტონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლამინგტონი - ავსტრალიური ნამცხვარი, რომელიც მზადდება კარაქის კვადრატებისგან, გარედან დაფარულია შოკოლადის სოუსითა და ქოქოსით. შეიცავს კრემის რამდენიმე ფენას და სხვადასხვა ხილს, ძირითადად, მარწყვს. შოკოლადის მოსხმის შემდგომ მას აყოვნებენ, რათა შედგეს კარგი ტექსტურა. ლამინგტონის ბისკვიტი ინამება სხვადასხვა საშუალებით, ხშირად ალკოჰოლითაც. იგი შესაძლოა შეგვხვდეს ისეთი ვარიაციებით, როგორებიცაა თხილი ქოქოსის მაგივრად ან შედედებული რძე შოკოლადის მაგივრად, აგრეთვე იგი შესაძლოა სულ სხვა ფორმისა და ზომის იყოს განსხვავებით ტრადიციული ლამინგტონისა.

წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლამინგტონს უწოდეს ლორდ ლამინგტონის სახელი, რომელიც მსახურობდა კუინზლენდის გუბერნატორად 1896 - 1901 წლებში.

ასევე განიხილეს რეცეპტის გამომგონებლის ვინაობა. ვერსიების უმეტესობა ლორდ ლამინგტონის შეფს უკავშირებს რეცეპტის გამოგონებას, ფრანგ არმანდ გალანდს, რომელსაც მოულოდნელად მოუწოდა მოულოდნელი სტუმრების გამოკვება. მხოლოდ შეზღუდული ინგრედიენტების გამოყენებით, გალანდმა მოჭრა წინა დღეს გამომცხვარი ფრანგული ვანილის ღრუბელი, ნაჭრები შოკოლადში ჩაყარა და ქოქოსში ამოავლო. გალანდის დესერტით აღფრთოვანებულმა სტუმრებმა, როგორც ამბობდნენ, ლამინგტონის რეცეპტიც კი მოითხოვეს. ქოქოსი იმ დროს ევროპულ სამზარეულოში ფართოდ არ გამოიყენებოდა, მაგრამ გალანდისთვის ეს ყოველივე ნაცნობი იყო, რადგან ცოლი ტაიტიდან ჰყავდა, სადაც ქოქოსი ჩვეულებრივი ინგრედიენტი იყო.

თანამედროვე დღეს[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლამინგტონი კვლავაც დიდი პოპულარობით სარგებლობს ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. ზოგიერთი ავსტრალიერი მას შემოკლებით უწოდებს ,,Lammo"-ს. იგი გვხვდება ავსტრალიის თითქმის ყველა კაფესა თუ რესტორანში და დიდი ყურადღებით სარგებლობს ყურადსაღებ ღონისძიებებზე. დიდ ბრიტანეთში მას ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან ხშირად შეხვდებით, ძირითადად ოჯახში და ახლო წრეში.

სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსგავსი, მაგრამ უფრო მცირე ზომის საკონდიტრო ნაწარმი სამხრეთ აფრიკაში ცნობილია, როგორც ,,ystervarkies''(პატარა ფაფუკები), ხოლო აშშ-ის ქალაქ კლივლენდში მათ ქოქოსის ზოდებს უწოდებენ. კიდევ ერთ მსგავს დესერტს, რომელიც ცნობილია čupavci ან ქოქოსის კუბებად, მიირთმევენ სლოვენიაში, სერბეთში, ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ხორვატიაში, უნგრეთსა და რუმინეთში. სამხრეთი ბრიტანეთის საზღვარგარეთის პატარა კუნძულ წმინდა ელენეს კუნძულს აქვს მსგავსი ვარიანტი, რომელსაც ქოქოსის თითები ეწოდება, რომელიც ტრადიციულად მზადდება სპეციალური შემთხვევებისთვის, როგორიცაა ქორწილები და დაბადების დღეები.

ახალ ზელანდიაში პოპულარულია ჟოლოს ვარიანტი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]