შინაარსზე გადასვლა

ლაკიერების მეორე სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლაკიერების მეორე სახლი
რუს. Второй дом Лакиеров
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
ტიპი უორდენო კლასიციზმი
დასრულების თარიღი XIX საუკუნის პირველი ნახევარი

ლაკიერების მეორე სახლი (რუს. Второй дом Лакиеров) — ორსართულიანი სახლი, არქიტექტურული ძეგლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. სახლი აგებულია XIX საუკუნის პირველი ნახევარში კლასიციზმის არქიტექტურულ სტილში.

მისამართი: ტაგანროგი, ბერძნების ქუჩა № 44.

XIX საუკუნის დასაწყისში და შუა წლებში სახლები, რომელიც აგებულია იყო აგურით და მდებარეობდა ბერძნების ქუჩა 42-ში და 44-ში, იყო ივან ვარვაცის კუთვნილება[1]. შემდეგ ეკუთვნოდათ მის მემკვიდრეებს. 1906-1910 წლებში სახლი № 44 ეკუთვნოდა ალექსანდრა პოპუდოვაიას და ელენა ლაკიერს.

ლაკიერების სახლი დაკავშირებულია რამდენიმე ცნობილი ტაგანროგელის ისტორიასთან[2].

1836 წელს იგი დაოჯახდა ტიტულარული მრჩევლის დიმიტრი ალფერაკის შვილზე სოფიაზე. ვარვაცების ოჯახს შეეძინათ ორი გოგო: ალექსანდრა და ელენა. ალექსანდრა ცოლად გაჰყვა საბერძნეთის მეფის მოხელეს პუპუდოვს, ხოლო ელენა გახდა ალექსანდრე ლაკიერის ცოლი - „რუსული ჰერალდიკის“ ავტორი. ეს წიგნი გამოვიდა 1854 წელს და მისმა ავტორმა ამ შრომისათვის მიიღო დემიდოვის პრემია[3].

ალექსანდრე ლაკიერი გარდაიცვალა 1870 წელს, ხოლო მისი მეუღლე, ელენა 1915 წელს[2]. მათ ქორწინების პერიოდი შეეძინათ ხუთი შვილი: მარკი, ივანე[3], სოფია, ალექსანდრა და ელენა (სხვა ვერსიით - მარია)[3].

საბჭოთა პერიოდში სახლში განთავსებული იყო საბავშვო ბაღი „Тополек“. ამჟამად შენობა უკავია პროკურატურას.

ლაკიერების მეორე სახლი უფრო მოკრძალებულადაა გაფორმებული ვიდრე 42 ნომერში მდებარე მათი სახლი. სახლის არქიტექტურული კომპოზიცია სიმეტრიულია. აქვს ოთხფერდა სახურავი.

როსტოვის ოლქის საბჭოს 1992 წლის 18 ნოემბრის № 301 გადაწყვეტილებით სახლი განეკუთვნება რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურრული მემკვიდრეობის ძეგლების სიას.

  1. Энциклопедия Таганрога
  2. 2.0 2.1 Гаврюшкин О. П. Г12 «По старой Греческой…» (Хроника обывательской жизни) — Т.: ООО «Издательство „Лукоморье“», 2012. — 514 с. — ISBN — 5-901565-15-0
  3. 3.0 3.1 3.2 Дома Лакиеров. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-12. ციტირების თარიღი: 2017-03-17.