შინაარსზე გადასვლა

კუტუზოვისა და ბარკლაი-დე-ტოლის ძეგლები

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კუტუზოვისა და ბარკლაი-დე-ტოლის ძეგლები
Памятники Кутузову и Барклаю-де-Толли

მიხეილ კუტუზოვის ძეგლი
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
არქიტექტორი ვასილი სტასოვი
მოქანდაკე ბორის ორლოვსკი, სამსონ სუხანოვი
მასალა ბრინჯაო, გრანიტი
გახსნის თარიღი 1837
მიძღვნილია მიხეილ კუტუზოვი, მიხეილ ბარკლაი-დე-ტოლი
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810537000
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810538000

კუტუზოვისა და ბარკლაი-დე-ტოლის ძეგლები (რუს. Памятники Кутузову и Барклаю-де-Толли) — რუსი სამხედრო მეთაურების მიხეილ კუტუზოვისა და მიხეილ ბარკლაი-დე-ტოლის ძეგლი, მდებარეობს სანქტ-პეტერბურგის ცენტრალურ რაიონში ნევის პროსპექტის, ყაზანის მოედანზე.

მიხელ ბარკლაი-დე-ტოლის ძეგლი

1813 წელს მიხეილ კუტუზოვის და 1818 წელს მიხეილ ბარკლაი-დე-ტოლის გარდაცვალების შემდეგ იმპერატორმა ალექსანდრე I-მა გადაწყვიტა მათი პატივისცემის ნიშნად აღემართა მათი ძეგლები ყაზამის ტაძრის წინ სანქტ-პეტერბურგში, რის გამოც 1818 წლის 23 სექტემბერს გამოიცა მეფის ბრძანება.

ხელოვნების საიმპერატორო აკადემიის მოქანდაკეებმა უარი თქვეს ძეგლების პროექტის შექმნის კონკურსში მონაწილეობაზე, რადგან აუცილებელი წინაპირობა იყო სამხედრო პირები გამოესახათ თანამედროვე სამხედრო ფორმებში და არა ანტიკურ მანტოებში, როგორც ეს მანამდე ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ამის გამო კონკურსის გამოცხადებიდან ნახევარი წლის შემდეგაც კი არიყო არცერთი ესკიზი წარდგენილი. ძეგლების მოდელები შექმნა გერმანელმა მოქანდაკემ ედუარდ შმიდტ ფონ დერ ლაუნიცმა, თუმცა მისი ნამუშევარი არ მიიღეს, რადგან მან ვერ შექმნა რუსი სამხედრო მეთაურების დამაჯერებელი იმიჯი. 1829 წელს იმპერატორმა ნიკოლოზ I-მა გამართა ახალი კონკურსი კუტუზოვისა და ბარკლაი-დე-ტოლის ძეგლების შესაქმნელად, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს რომიდან დაბრუნებულმა მოქანდაკეებმა ბორის ორლოვსკიმ და სამუილ გალბერგმა. არჩევანი შეაჩერეს ბ. ორლოვსკის ესკიზზე და მან 1830 წლის იანვარში დაიწყო მუშაობა ძეგლებზე.

ოგიუსტ მონფერანის წინადადებით კვარცხლბეკის დამზადებას აპირებდნენ წითელი გრანიტისაგან და შეამკობდნენ ვერცხლისფერი ბარელიეფებით. ორლოვსკის წინადადებით უნდა გამოეყენებინათ ჩრდილოეთის გრანიტი. საბოლოოდ იმპერატორმა ნიკოლოზ I-მა მიიღო არქიტექტორ ვასილი სტასოვის ვარიანტი. კვარცხლბეკი შეასრულეს სამსონ სუხანოვის ხელმძღვანელობით 1837 წლის გაზაფხულზე. მონფერანმა შესთავაზა კვარცხლბეკზე წარწერა გაეკეთებინათ ვერცხლისფერი ასოებით, მაგრამ ორლოვსკის წინადადებით ასოები ამოკვეთეს კვარცხლბეკზე.

ძეგლების მოდელები დაასრულეს 1831 წელს. ქანდაკებები ჩამოასხა ცნობილმა ხელოსანმა ვასილი ეკიმოვმა 1832 წელს კუტუზოვის ქანდაკება, ხოლო 1836 წელს ბარკლაი-დე-ტლის ქანდაკება.

არქიტექტორ კონსტანტინ ტონის ხელმძღვანელობით 1837 წლის 30 მაისს აღმართეს მიხეილ კუტუზოვის, ხოლო 1837 წლის 15 ივნისს მიხეილ ბარკლაი-დე-ტოლის ქანდაკებები. გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა 1837 წლის 25 დეკემბერს, სამამულო ომში გამარჯვების 25 წლისთავთან დაკავშირებით.

დიდი სამამულო ომის განმავლობაში ორივე მხედართმთავრის ძეგლი კვლავ განაგრძობდა საკუთარ კვარცხლბეკებზე დგომას.

ქანდაკებები არაერთხელ გაარემონტეს: 1945, 1972 და 2002 წლებში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]