კრებადობა
იერსახე
კრებადობა მათემატიკაში გამოხატავს მიმდევრობების, მწკრივების, ან მსგავსი მათემატიკური ცნებების გარკვეული სახის ზღვრულ ქცევას. "მათემატიკური ობიექტების" (მაგ. რიცხვების, ფუნქციების) მიმდევრობის კრებადობა არაზუსტად ნიშნავს ამ მიმდევრობის წევრების გარკვეული "საბოლოო" მნიშვნელობისკენ სწრაფვას. ამ "საბოლოო" მნიშვნელობას ეწოდება მიმდევრობის ზღვარი.
კრებადობის კონკრეტული მაგალითებია: რიცხვთა მიმდევრობის კრებადობა, (რიცხვთა) მწკრივის კრებადობა, (ნამდვილი ცვლადის) ფუნქციების მიმდევრობის თანაბარი კრებადობა.