კლარკ ლეონარდ ჰალი
კლარკ ლეონარდ ჰალი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 24 მაისი, 1884[1] [2] [3] [4] |
დაბ. ადგილი | ნიუ-იორკი[5] |
გარდ. თარიღი | 10 მაისი, 1952[5] [1] [2] [3] [4] (67 წლის) |
გარდ. ადგილი | ნიუ-ჰეივენი[5] |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | ფსიქოლოგი და უნივერსიტეტის პროფესორი |
მუშაობის ადგილი | იელის უნივერსიტეტი და მადისონის ვისკონსინის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | მადისონის ვისკონსინის უნივერსიტეტი და University of Michigan College of Literature, Science, and the Arts |
განთქმული მოსწავლეები | Neal E. Miller, John Dollard და Kenneth Spence |
სამეცნიერო ხარისხი | ფილოსოფიის დოქტორი |
ჯილდოები | Howard Crosby Warren Medal[6] და Honorary Fellow of the British Psychological Society |
კლარკ ლეონარდ ჰალი (ინგლ. Clark Leonard Hull; დ. 24 მაისი, 1884 — გ. 10 მაისი, 1952) — ამერიკელი ფსიქოლოგი. იყო ნეობიჰევიორისტული სკოლის ერთ-ერთი წარმომადგენელი. ის იყო აგრეთვე ფსიქოლოგი, რომელმაც გამოიყენა რაოდენობრივი კვლევის მეთოდები ჰიპნოზის კვლევისას.
კლარკ ლეონარდ ჰალი დაიბადა 1884 წლის 24 მაისს ნიუ-იორკში, სოფელ აკრონში. სკოლის პერიოდში დაინტერესებული იყო მათემატიკით, ფიზიკითა და ქიმიით და ფიქრობდა გამხდარიყო სამთო ინჟინერი. ჰალი დაავადდა პოლიომიელიტით, გარკვეული პერიოდი შეწყვიტა სწავლა. ჯანმრთელობის პრობლემების გამო იძულებული იყო სხვა პროფესია აერჩია და მან მიჩიგანის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის შესწავლა დაიწყო. 1918 წელს უისკონსინის უნივერსიტეტი დაამთავრა და მიიღო დოქროტის ხარისხი. მან შექმნა ექსპერიმენტული პროექტი იმის შესახებ თუ რა გავლენას ახდენდა თამბაქოს მოწევა ფსიქიკურ და მოტორულ ეფექტურობაზე, რის შემდეგაც მას შესთავაზეს წაეკითხა ფსიქოლოგიური ტესტებისა და გაზომვის კურსი. 1929 წელს ჰალი გახდა იელის უნივერსიტეტის პროფესორი. 1940 წელს მან გამოაქვეყნა წიგნი „მექანიკური დასწავლის მათემატიკურ-დედუქციური თეორია“. სამი წლის შემდეგ გამოქვეყნდა „ქცევის პრონციპები“. 1951 წელს „ქცევის საფუძვლების თეორიები“. 1952 წელს გამოქვეყნდა მისი უკანასკნელი წიგნი „ქცევის სისტემა“ გარდაიცვალა 1952 წლის 10 მაისს კონექტიკუტში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Gale Encyclopedia of Psychology.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 SNAC — 2010.
- ↑ 2.0 2.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 3.0 3.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ 4.0 4.1 Педагоги и психологи мира — 2012.
- ↑ 5.0 5.1 5.2 Халл Кларк Леонард // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ https://www.sepsych.org/warren-medal-recipients/