შინაარსზე გადასვლა

კილოვატ-საათი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სტატია ენერგიას ეხება. სიმძლავრის შესახებ იხილეთ ვატი.

კილოვატ-საათი (აღნიშვნა: კვტ·სთ, kW·h) — ენერგიის სისტემგარეშე საზომი ერთეული. გამოიყენება სახალხო მეურნეობაში მოხმარებული ელექტროენერგიისა (ელექტრული ენერგიის მრიცხველების გამოყენებით) და ელექტროენერგეტიკაში — წარმოებული ელექტროენერგიის გასაზომად.

ყურადღება!

ენერგიის აღნიშნული საზომი ერთეულის სიდიდე შეიძლება ჩაიწეროს მხოლოდ „კვტ-სთ“ ან „კვტ·სთ“ ფორმატში, მაგრამ არავითარ შემთხვევაში „კვტ/სთ“, რაც შეუსაბამოა და შეცდომაა!

1 კილოვატ-საათი შეესაბამება 1 კილოვატიანი ელექტრომოწყობილობის მიერ 1 საათის მუშაობის დროს დახარჯული (წარმოებული) ენერგიის რაოდენობას.

1 კვტ⋅სთ = 103 ვტ × 3600 წმ = 3.6 მგჯ

მაგალითად:

2 კვტ სიმძლავრის ელექტროქურა 15 წუთში სითბოდ გადაქცეული მოხმარებული ელექტროენერგია უდრის 2 კვტ × 0.25 სთ = 0.5 კვტ⋅სთ.

სიდიდის სხვა ერთეულებში გადაყვანა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჯოული ვატი-საათში ელექტრონ-ვოლტი კალორია
1 ჯ = 1 კგ⋅(მ/წმ)² = 1 ვტ⋅წმ 1 2.78×10−4 6.241×1018 0.239
1 კვტ⋅სთ 3.6×106 1000 2.247×1025 8.60×105
1 ევ 1.6×10−19 4.45×10−23 1 3.827×10−20
1 კალ 4.1868 1.163×10−3 2.613×1019 1

პრაქტიკაში ჩვეულებრივ იყენებენ ჯერად ერთეულებს:

  • 1 ვ·სთ (ვატ-საათი) = 10−3 კვტ·სთ;
  • 1 ჰვტ·სთ (ჰექტოვატ-საათი) = 0.1 კვტ·სთ;
  • 1 მეგვტ·სთ (მეგავატ-საათი) =103 კვტ·სთ;
  • 1 გვტ·სთ (გიგავატ-საათი) =106 კვტ·სთ;
  • 1 ტვტ·სთ (ტერავატ-საათი) =109 კვტ·სთ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]