შინაარსზე გადასვლა

კეწერა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კეწერა
შავი კეწერა (Empetrum nigrum)
შავი კეწერა (Empetrum nigrum)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Empetrum (L., 1753)

კეწერა (ლათ. Empetrum) — მცენარეთა გვარი მანანასებრთა (ადრე კეწერასებრთა) ოჯახისა.[1] მარადმწვანე (ფოთოლს ინარჩუნებს 3-5 წელს) ქონდარა, გართხმული ბუჩქებია.

შეიცავს 16-მდე სახეობას, რომელიც გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, სამხრეთ ანდებში, ატლანტის ოკეანის სამხრეთ ნაწილში მდებარე კუნძულებსა და ანტარქტიკაში. იზრდება ბარისა და მთის ტუნდრაში (გოლცებზე), ტყე-ტუნდრაში, სფაგნუმიან ჭაობებში, წიწვოვან ტყეებში, ალპურ სარტყელში და სხვა. სინათლის მოყვარული და მიკოტროფული მცენარეებია. უფრო მეტად ცნობილია შავი კეწერა (ლათ. Empetrum nigrum).

საქართველოში და მთელ კავკასიაში იზრდება კავკასიური კეწერა (ლათ. Empetrum caucasicum). აქვს წვრილი დაკლაკნილი ტოტები და წვეროსკენ შევიწროვებული ჯირკვლოვან-ბუსუსიანი მოყვითალო-მწვანე ფოთლები. იზრდება მეტწილად ალპურ ხალებზე, სუბნივალური სარტყლის ღორღიან ადგილებში, კლდეებზე და სხვა.

კეწერას ნაყოფი შეიცავს C ვიტამინს, იჭმება. სამკურნალო და დეკორატიული მცენარეებია.