შინაარსზე გადასვლა

კერი ნეიშენი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კაროლინ ემილია ნეიშენი
დაბადების თარიღი 25 ნოემბერი, 1846
კენტუკი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 9 ივლისი, 1911 (64 წლის)
კანზასი, აშშ
სხვა სახელები კერი ნეიშენი
ეროვნება ამერიკა
მშობლები მამა: ჯორჯ მურესა
დედა: მერი კამპბელი

ქეროლაინ ამილია ნეიშენი (ინგლ. Carrie Nation; დ. 25 ნოემბერი, 1846 ― გ. 9 ივნისი, 1911) — ალკოჰოლის საწინააღმდეგო გუნდის წევრი. ცნობილი როგორც კერი, კერი ნეიშენი[1] ან ბებია ნაჯახით. დაბადებული 1846 წლის 25 ნოემბერს და გარდაიცვლილი 1911 წლის 9 ივლისს. ნეიშენი დადიოდა და ანგრევდა ალკოჰოლის მომსახურების შენობებს ( უმეტესად ბარებს ) ნაჯახით.

ნეიშენი ასევე ქალების ვიწრო ტანსაცმელზე წინააღმდეგი იყო. ის არ იცმევდა მათ და სხვა ქალებს ეუბნებოდა რომ არ ჩაეცვათ რადგან ისინი ორგანოებს აზიანებდა.[2] ის თავისთავს აღწერს როგორც „ძაღლი რომელიც დარბის იესოს ფეხების გვერდით და უყეფს იმას რაც იესოს არ მოსწონს".[3] [4]

ახალგაზრდობა და პირველი ქორწინება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კაროლინ ემილია მურე[1] დაიბადა გარადში, მისი მშობლები ჯორჯ მურესა და მერი კამპბელი იყვნენ.[7] მამამისი წარმატებული ფერმერი იყო, ასევე პროდუქტის გამცვლელი და ირლანდიელი მონების გამყიდველი იყო. მის ახალგაზრდობისას, მურეს ჯანმრთელობა უარესდებოდა და მის ოჯახს ფინანსური პრობლემები შეექმნა.[8] ოჯახს ბევრჯერ გადასვლა მოუწია და ბოლოს დარჩნენ ბელტონში, მიზორიში, 1854 წელს.[6]

მათ ფინანსური პრობლემების გარდა, ბევრ მურეს ოჯახის წევრს მენტალური დაავადებები შეემთხვათ,დედამისს ჰალუცინაციები აწუხებდა.[8] ბევრი ვარაუდი იყო რომ მურები ერთ ადგილას იმიტომ არ რჩებოდნენ რომ, მერის მენტალურ მდგომარეობაზე ჭორები იყო. მწერლები ვარაუდობდნენ, რომ მერის თავი ეგონა დედოფალი ვიქტორია, მისი წინაპრების გამო. მერი ცხოვრობდა გიჟების თავშესაფარში, ნევადაში, 1890 წლის აგვისტომდე, მის გარდაცვალებამდე, 1893 წლის 28 სექტემბერს. მერი თავშესაფარში მისმა ვაჟმა, ჩარლსმა შეიყვანა. მაგრამ არის ეჭვი, რომ ჩარლსი ასე იმიტომ მოიქცა, რომ მას მერის ვალი ჰქონდა.[6]

ოჯახი გადავიდა ტეხასში, როცა მიზორიმ სამოქალაქო ომში მონაწილეობა დაიწყო, 1862 წელს. ჯორჯი ტეხასში ვერ მოეწყო ამიტომაც ოჯახი მიზორიში დააბრუნა.[6] ოჯახი ფერმას დაუბრუნდა. როცა ჯარმა ოჯახს გადასვლა უბრძანა, ისინი კანზასში გადავიდნენ. კერი დაჭრილ ჯარისკაცებს კურნალობდა. ოჯახი ისევ დაუბრუნდა მათ ფერმას, როცა სამოქალაქო ომი დამთავრდა.[6]

1865-ში, მურიმ ჩარლზ გლოიდი გაიცნო, ახალგაზრდა ექიმი გაიცნო, რომელიც ალკოჰოლიკი იყო.[9] გლოიდი ასწავლიდა მურეს ფარმთან ახლო სკოლაში სანამ გადაწყვეტდა სად ჩამოეყალიბებინა მისი მედიკალური ვარჯიშები. მან საბოლოოდ გადაწყვიტა დარჩენილიყო ჰოლდენში, მიზორიში და მურეს ხელი სთხოვა. მურეს ოჯახი ქორწილზე უარზე იყვნენ, რადგან ეგონათ რომ გლოიდი ალკოჰოლისტი იყო, მაგრამ ქორწილი მაინც ჩატარდა.[6] ისინი დაქორწინდნენ 1867 წლის, 21 ნოემბერს. ისინი ერთმანეთს დაშორდნენ სანამ მათი ქალიშვილი, ჩარლინი დაიბადებოდა, 1868 წლის, 27 სექტემბერს. 1869 წელს გლოიდი ალკოჰოლის გამო გარდაიცვალა.[5]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გარე ვიდეოფაილები
Booknotes interview with Fran Grace on Carry A. Nation: Retelling the Life, October 14, 2001, C-SPAN
  1. 1850 United States Federal Census; this census lists the Moore family, and includes then 3-year-old Caroline. Carrie or Carry were nicknames.
  2. Carry A. Nation. Kansas Historical Society. ციტირების თარიღი: March 4, 2016
  3. McQueen, Keven (2001). „Carrie Nation: Militant Prohibitionist“, Offbeat Kentuckians: Legends to Lunatics, Ill. by Kyle McQueen, Kuttawa, Kentucky: McClanahan Publishing House. ISBN 0-913383-80-5. 
  4. Carry's Inspiration for Smashing. Kansas State Historical Society. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 22, 2006. ციტირების თარიღი: January 13, 2007
  5. 5.0 5.1 Carry A. Nation (1846–1911). The State Historical Society of Missouri. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 7, 2014. ციტირების თარიღი: April 6, 2014
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 Johnson, Yvonne (2010). Feminist Frontiers: Women Who Shaped the Midwest. Kirksville, Missouri: Truman State University Press. 
  7. Nation, Carry. The Use and Need of the Life of Carry A. Nation (TXT). 
  8. 8.0 8.1 Carry Amelia Moore Nation. The Wild West. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 1, 2018. ციტირების თარიღი: June 6, 2013
  9. Grace, Fran (2001). Carry A. Nation: Retelling the Life. Indiana University Press, გვ. 39. ISBN 0253108330. 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კერი_ნეიშენი“-დან