კატატუმბო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კატატუმბო
Río Catatumbo
ქვეყანა კოლუმბიის დროშა კოლუმბია, ვენესუელის დროშა ვენესუელა
სათავე აღმოსავლეთი კორდილიერა
სიგრძე 500 კმ
აუზის ფართობი 22,317 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} კატატუმბო
Río Catatumbo
ვიკისაწყობში

კატატუმბო (ესპ. Río Catatumbo) — მდინარე სამხრეთ ამერიკაში, კოლუმბიასა და ვენესუელაში. სათავეს იღებს კოლუმბიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში (ნორტე-დე-სანტანდერის დეპარტამენტი). ერთვის მარაკაიბოს ტბას ვენესუელის ტერიტორიდან. სიგრძე 500 კილომეტრი, აუზის ფართობი 22,317 კმ², რომელთაგან 16 626 კმ² კოლუმბიის ტერიტორიაზეა, დანარჩენი — ვენესუელაში. მდინარე იბადება აღმოსავლეთ კორდილიერას ჩრდილოეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 3850 მ სიმაღლეზე. კატატუმბოს გასწვრივ დასახლებულები არიან ხალხი — ბარები. მდინარე კატატუმბო უპირველეს ყოვლისა ცნობილია თავისი განთქმული ატმოსფერული მოვლენით, რომელიც ლიტერატურაში ცნობილია როგორც კატატუმბოს ელვა. აღნიშნული ფენომენი ფიქსირდება მდინარე კატატუმბოს შესართავთან, მარაკაიბოს ტბაში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]