კატატუმბოს ელვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კატატუმბოს ელვა ღამით

კატატუმბოს ელვა (ესპ. Relámpago del Catatumbo)[1] — ბუნებრივი მოვლენა, რომელიც წარმოიქმნება მდინარე კატატუმბოს შესართავთან, მარაკაიბოს ტბაში.

ფენომენი გამოიხატება ზედაპირიდან დაახლოებით 5 კმ-ის სიმაღლეზე წარმოქმნილი ელვარებით, რომელსაც აკუსტიკური ეფექტები არ მოყვება. ელვა ჩნდება ღამით (წელიწადში 140–160 დღე), სადაც განმუხტვა გრძელდება 10 საათის განმავლობაში. ჯამში გამოდის დაახლოებით 1,2 მლნ. განმუხტვა წელიწადში. კატატუმბოს ელვა შეინიშნება დაახლოებით 400 კმ-ის მანძილზე. ელვარებას ნავიგაციისთვისაც იყენებდნენ, რის გამოც იგი ცნობილია ასევე როგორც „კატატუმბოს შუქურა“.[2] საინტერესოა, რომ 2010 წელს ელვა იანვრიდან აპრილის ჩათვლით არ შეინიშნებოდა,[3] რაც სავარაუდოდ გვალვიანობით იყო განპირობებული.

მიიჩნევა, რომ კატატუმბოს ელვა არის მსოფლიოს უდიდესი ცალკეული ოზონის ტროპოსფერული ნაწილის გენერატორი.[2]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Fogonazos: Catatumbo, the everlasting storm. Fogonazos.blogspot.com. წაკითხვის თარიღი: 2010-07-27.
  2. 2.0 2.1 Fire in the Sky. წაკითხვის თარიღი: 2008-08-14.
  3. Catatumbo Lightning. Wondermondo.