შინაარსზე გადასვლა

კარმენ ვილიალობოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარმენ ვილიალობოსი
დაბადების სახელი იორლეი დელ კარმენ ვილიალობოს ბარიოსი
დაბადების თარიღი 13 ივლისი, 1983
ბარანკილია, კოლუმბია
საქმიანობა მსახიობი
მოდელი
აქტიური 1999–დღემდე

კარმენ ვილიალობოსი (ესპ. Carmen Villalobos; დ. 13 ივლისი 1983, ბარანკილია, კოლუმბია) — კოლუმბიელი მოდელი და მსახიობი. 18 წლიდან პოპულარობით სარგებლობდა. პოპულარული გახდა სერიალით „ჩემი გული მოითხოვს... ლოლა ვოლკანს“, სადაც ასრულებს ლოლა ვოლკანის როლს. მონაწილეობა აქვს მიღებული ფოტოკონკურსებსა და სარეკლამო რგოლებში. არის ცნობილი ბრენდების სახე.

იორლეი კარმენ ვილიალობოს ბარიოსი დაიბადა კოლუმბიაში. ჰყავს ძმა, რომელიც მასზე უმცროსია. კარმენი 18 წლიდან პოპულარობით სარგებლობდა. 2005 წელს მან ხელი მოაწერა კონტრაქტს ტელემუნდოსთან. მისი პირველი დებიუტი იყო სერიალი „უმკერდოდ სამოთხე არ არსებობს“.

კარმენმა კარიერა 1999 წელს დაიწყო. 2010-2011 წლებში მან მონაწილეობა მიიღო სერიალში „თვალი თვალის წილ“, სადაც პარტნიორობა გაბი ესპინოს გაუწია. 2011 წელს მონაწილეობა მიიღო სერიალში „ჩემი გული მოითხოვს... ლოლა ვოლკანს“, საიდანაც იგი ფართო მაყურებელმა გაიცნო. 2013-2014 წლებში მთავარი როლი მიიღო ტელემუნდოსსერიალში „ცათა მბრძანებელი“. სერიალის გადაღება 2013 წელს დაიწყო. კარმენმა 2008 წელს სერიალის გადაღებების დროს სებასტიან კაისედო გაიცნო; მათ მთავარი როლი მიიღეს ტელემუნდოს ორ სერიალში.

კარმენ ვილიალობოსი კოლუმბიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მსახიობი და მოდელია. იგი 2009 წელს შევიდა 50 ყველაზე ლამაზ ადამიანთა სიაში. მონაწილეობა აქვს მიღებული ტელემუნდოს სხვა ტელენოველებში.

2008 წელს კარმენმა სერიალ „უმკერდოდ სამოთხე არ არსებობს“ გადაღებებზე გაიცნო ცნობილი მსახიობი სებასტიან კაისედო. 2009 წელს სერიალ „მდიდარი მშობლები საბრალო ბავშვები“-ს გადაღებებზე ისინი ერთმანეთს დაუახლოვდნენ და მალევე გამოაცხადეს, რომ 2008 წლიდან მოყოლებული დღემდე ერთად არიან.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]