კარლ გუსტავ იაკობ იაკობი
იერსახე
კარლ გუსტავ იაკობ იაკობი (დ. 10 დეკემბერი, 1804, პოტსდამი — გ. 18 თებერვალი, 1851, ბერლინი) — გერმანელი მათემატიკოსი, ბერლინის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1836), პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი (1833). ელიფსურ ფუნქციათა თეორიის ერთ-ერთი შემქმნელი. გამოიკვლია თეტა-ფუნქციები და ზოგიერთი სხვა ტრანსცენდეტული ფუნქცია. მნიშვნელოვანი გამოკვლევები აქვს რიცხვთა თეორიაში, წრფივ ალგებრაში, ინტეგრალურ აღრიცხვაში, დიფერენციალურ განტოლებათა თეორიასა და ვარიაციათა აღრიცხვაში. შემოიღო ფუნქციონალური დეტერმინატები, გამოიკვლია ორთოგონალურ მრავალწევრთა ერთი კლასი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 39.