კარდინალი (ლათ.Cardinalis cardinalis) — ფრინველიბეღურასნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 20 სმ აღწევს. აქვს მსხვილი, კონუსისებური ნისკარტი, თავზე — ქოჩორი, გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ ნაწილში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში. ბინადრობს ტყეებსა და ბაღებში. სახელწოდება მამლის წითელი (კარდინალის მანტიისფერი) შეფერილობის გამო მიიღო. დედალი მურა ფერისაა. დებს 3-4 კვერცხს, კრუხობს 2 კვირამდე. კარდინალი იკვებება მწერებით, მცენარეებით, მცენარეთა თესლითა და მარცვლებით.