კარდინალი (ფრინველი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კარდინალი.
კარდინალი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ბეღურასნაირნი
ოჯახი:  Cardinalidae
გვარი:  Cardinalis
სახეობა:  კარდინალი
ლათინური სახელი
Cardinalis cardinalis
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22723819

კარდინალი (ლათ. Cardinalis cardinalis) — ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 20 სმ აღწევს. აქვს მსხვილი, კონუსისებური ნისკარტი, თავზე — ქოჩორი, გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ ნაწილში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში. ბინადრობს ტყეებსა და ბაღებში. სახელწოდება მამლის წითელი (კარდინალის მანტიისფერი) შეფერილობის გამო მიიღო. დედალი მურა ფერისაა. დებს 3-4 კვერცხს, კრუხობს 2 კვირამდე. კარდინალი იკვებება მწერებით, მცენარეებით, მცენარეთა თესლითა და მარცვლებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]