შინაარსზე გადასვლა

კალიპა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კალიპა
დაბადების სახელი Καλλίππα
მეუღლე(ები) ათენეოსი
შვილ(ებ)ი ანდრისკოსი (სავარაუდოდ)
მშობლები მამა: ჰიპოსტრატი (სავარაუდოდ)

კალიპა (ძვ. ბერძნ. Καλλίππα) —  მაკედონიის მეფე პერსევსის ხარჭა; მოგვიანებით, პერგამონის მეფე ატალუს I-ის ვაჟის, ათენევსის ხარჭა ან ცოლი. მან მხარი დაუჭირა ავანტიურისტ ანდრისკოსს, რის წყალობითაც ამ უკანასკნელმა შეძლო მოკავშირეების მოძებნა თრაკიელებს შორის და მცირე ხნით მაკედონიის მმართველის ადგილის დაკავება.

წარმომავლობა და ადრეული წლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კალიპას წარმომავლობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს. მკვლევარი იური კუზმინი მიიჩნევდა, რომ იგი იშვიათი არისტოკრატული სახელის მატარებელი იყო. მისი აზრით, კალიპა ეკუთვნოდა არისტოკრატულ მაკედონელ ჰიპოსტრატე-კალიპების ოჯახს სტარა-ზაგორადან. კუზმინის ვარაუდით, იგი ჰეგემონ ჰიპოსტრატეს, მეფე ანტიგონ III დოსონის ერთ-ერთი მეთაურის ქალიშვილი იყო. ამრიგად, მისი ძმა იყო კალიპუსი, სტარა-ზაგორის პოლიტარქი, რომელსაც ზოგიერთი მკვლევარი  მეფე პერსევსის ფლოტის მეთაურის — ნავარქის სახელთან აიგივებს. ჯონ გრეინჯერის თქმით, კალიპა ძველი მაკედონიურ ელიტას ეკუთვნოდა და უკვე ხსენებული მეთაურის კალიპუსის ქალიშვილი იყო. ამ საკითხზე განსხვავებული აზრი ჰქონდა მკვლევარს დანიელ ოგდენს, რომელიც კალიპას ჰეტერად მიიჩნევდა

დიოდორე სიცილიელმა კალიპას მეფე პერსევსის ხარჭა უწოდა. თუმცა ძველი ბერძნულის სიტყვა. παλλακίς არ მიუთითებდა ქალის დაქვემდებარებულ მდგომარეობაზე, არამედ მხოლოდ იმაზე, რომ ქორწინების გარეშე  ურთიერთობაში იყო. ზუსტად არ არის ცნობილი, როდემდე გაგრძელდა ეს ურთიერთობა: მეფის  სელევკიდების პრინცესა ლაოდიკესთან ქორწინებამდე თუ ქორწინების დროსაც. დანიელ ოგდენს სჯეროდა, რომ კალიპას მეფისგან ვაჟი — ანდრისკოსი შეეძინა.

პერსევსის გამოსახულება მონეტაზე

კუზმინის ვარაუდით, მესამე მაკედონიურ ომში პერსევსის დამარცხების შემდეგ, კალიპამ შესაძლოა გაიცნო პერგამონის სარდალი ათენევსი, რომელიც პერგამონის მმართველ ატალიდების ოჯახს, მიეკუთვნებოდა. იგი გახლდათ მეფე ატალუს I სოტერის უმცროსი ვაჟი და მომდევნო მმართველების, ევმენეს II-ისა და ატალუს II-ის ძმა. ათენევსმა მონაწილეობა მიიღო ომში, როგორც პერგამონის ჯარების ერთ-ერთმა ლიდერმა, შემდეგ კი თან ახლდა რომაელ სარდალს ლუციუს ემილიუს პაულუსს საბერძნეთში მოგზაურობის დროს.

კალიპასა და ათენევსს შორის ურთიერთობის სტატუსის საკითხი სადავოა. დასავლელ მკვლევარებს შორის არსებობს მოსაზრება, რომ კალიპა ცოლად გაჰყვა ათენევსს. მკვლევარ ელიზაბეტ კოსმეტატუს აზრით, კალიპასა და ათენევსის ქორწინება ეფუძნებოდა არა სიყვარულს, არამედ ატალიდების სურვილს, გაეფართოებინათ თავიანთი საკუთრება მაკედონიის ყოფილი ტერიტორიების ხარჯზე. თუმცა, მკვლევარ იური აზრით, დიოდორე სიცილიელის ნაამბობიდან ნათლად არ ჩანდ,  თუ რა სტატუსი ჰქონდა კალიპას: შესაძლოა ის კვლავ  ხარჭა გახდა ან დაქორწინდა პერგამონის უფლისწულზე.

შეხვედრა ანდრისკოსთან.

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ანდრისკოსის მონეტა, როგორც მეფე ფილიპე VI

ძველი წელთაღრიცხვით დაახლოებით 150-149 წწ., პერგამონში, არფაზე დამკვრელმა მუსიკოსმა ნიკოლაუსმა  კალიპა თავის მეგობარ ანდრისკოსს შეახვედრა. ეს უკანასკნელი ამტკიცებდა, რომ იგი გახლდათ მაკედონიის მეფე პერსევსის გადარჩენილი ვაჟი— ფილიპე. ანდრისკოსი რამდენიმე წლის განმავლობაში დაეხეტებოდა სხვადასხვა მხარეში და ეძებდა მოკავშირეებს რომაელების მიერ დანგრეული მამის სამეფოს დასაბრუნებლად. რამდენჯერმე დააპატიმრეს, მაგრამ შემდეგ გაათავისუფლეს, რადგან რომაელები მასში ვერ ხედავდნენ საფრთხეს კალიპამ პირველმა აღიარა ანდრონიკოსი პერსევსის ვაჟად, მან პრეტენდენტს სამეფო სამოსი, დიადემა, ფული და ორი მონა უბოძა კუზმინმა ამ მოვლენას ნამდვილი "მეფედკურთხევა"უწოდა. კალიპამ  ურჩია ანდრონიკოსს დახმარებისთვის მიემართა თრაკიის მეფე ტერესისთვის, რომელიც დაქორწინებული იყო პერსევსის დაზე. მან მიიღო რჩევა და მალე აიღო მაკედონია თრაკიელი მოკავშირეების დახმარებით, რაც მეოთხე მაკედონიური ომის მიზეზი გახდა.

საკითხი იმის შესახებ, თუ რამდენად დამოუკიდებლად მოქმედებდა კალიპა და რა მოტივი ამოძრავებდა, სადავოა. მეცნიერების აზრით, იგი მოქმედებდა როგორც კერძო პირი, ვინაიდან მეფე ატალ II  არ იყო მაკედონიის აღორძინებით დაინტერესებული, ხოლო მოგვიანებით ანდრისკოსთან ომშიც კი ჩაება. დანიელ ოგდენის აზრით, პერგამონის უფლისწულის მეუღლეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში შეეძლო ანტიგონიდების დინასტიის წარმომადგენლისთვის დაეჭირა მხარი არ ჰქონდა მნიშვნელობა ნამდვილი იყო, თუ თვითმარქვია. ამრიგად, მკვლევარი ვარაუდობს, რომ კალიპა იყო ანდრისკოსის დედა, ხოლო თავად პრედენდენტი მეფის ნამდვილი შვილი გახლდათ.

ლიტერატურა და წყაროები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კალიპა“-დან