შინაარსზე გადასვლა

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები ბელარუსში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

2015 წლის მონაცემებით ბელარუსში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის 4 ძეგლია, რაც ძეგლების საერთო რაოდენობის 0,4 %-ს შეადგენს. 3 ძეგლი სიაში შეტანილია კულტურული, ხოლო ერთი ბუნებრივი კრიტერიუმების მიხედვით, ამასთანავე ეს ობიექტი წარმოადგენს ბუნების საოცრებას, ტერიტორიას, რომელსაც აქვს გამორჩეული სილამაზე და ესთეტიკური მნიშვნელობა (კრიტერიუმი vii). გარდა ამისა 2015 წლის მონაცემებით იუნესკოს საცდელ სიაში კანდიდატად წარდგენილია 10 ობიექტი[1]. სსრკ-მ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა ბელორუსიის სსრ, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის რატიფიცირება მოახდინა 1988 წლის 12 ოქტომბერს[2]. ბელარუსის ტერიტორიიდან იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში პირველად შეიყვანა ბელოვეჟის ტევრი 1992 წელს.

ცხრილში შეტანილია ძეგლები, იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში დამატების თარიღის მიხედვით.

# სურათი სახელწოდება მდებარეობა დაარსების თარიღი სიაში შეტანის წელი კრიტერიუმები
1 ბელოვეჟის ტევრი
(ბელარ. Белавежская пушча)
უახლოესი ქალაქი: კამენეცი
ოლქი: ბრესტის ოლქი
(პოლონეთთან ერთად )
1992 33 vii
2 მირის ციხესიმაგრე
(ბელარ. Мірскі замак)
დაბა: მირი
ოლქი: გროდნოს ოლქი
XVI—XVII სს. 2000 625 ii, iv
3 სტრუვეს გეოდეზიური რკალი
(ბელარ. Дуга Струве) (5 პუნქტი)
ოლქები: გროდნოს ოლქი, ბრესტის ოლქი
(შემდეგ ქვეყნებთან ერთად: ნორვეგია , შვედეთი , ფინეთი , რუსეთი , ესტონეთი , ლატვია , ლიტვა , მოლდოვა , უკრაინა )
XIX საუკუნე. 2005 1187 ii, iii, vi
4 ნესვიჟის ციხესიმაგრე
(ბელარ. Нясві́жскі замак)
ქალაქი: ნესვიჟი
ოლქი: მინსკის ოლქი
XVI საუკუნე. 2005 1196 ii, iv, vi

ობიექტების გეოგრაფიული მდებარეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Tentative. UNESCO World Heritage Centre. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-17. ციტირების თარიღი: 2 декабря 2010.
  2. The States Parties - Belarus. unesco.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-21. ციტირების თარიღი: 2 декабря 2010.