იპანემა
იპანემა (პორტ. Ipanema) — ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთი რაიონი. მდებარეობს სამხრეთ ზონაში, ლებლონსა და არპოადორს შორის. იპანემის პლაჟი საყოველთაოდ გახდა ცნობილი სიმღერით „The Girl from Ipanema“, რომელიც ანტონიო კარლოს ჟობიმმა და ვინისიუშ დე მორაიშმა დაწერეს.
სახელი „იპანემა“ ტუპის ენიდან მოდის და „სუნიან ტბას“ ნიშნავს.[1][2][3][4][5]
იმ მიწების უმრავლესობა, რომელიც დღე იპანემის შემადგენლობაშ შედის, ერთ დროს იპანემის ბარონს — ჟოზე ანტონიო მორეირა ფილიოს ეკუთვნოდა. სიტყვა „იპანემა“ თავდაპირველად პლაჟს არ აღნიშნავდა და ის ბარონის მშობლიურ კუთხეს ერქვა სან-პაულუს შტატში.
იპანემამ სახელი გაითქვა ბოსა-ნოვას სტილის სიმღერით, „The Girl from Ipanema“, რომლითაც მისმა მკვიდრებმა ანტონიო კარლოს ჟობიმმა და ვინისიუშ დე მორაიშმა თავიანთ რაიონს ხოტბა შეასხეს. სიმღერა 1962 წელს დაიწერა, მუსიკა ჟობიმმა შექმნა, პორტუგალიური ტექსტი — დე მორაიშმა, ინგლისური ტექსტი კი მოგვიანებით ნორმან გიმბელმა დაწერა. მისი პოპულარობა კვლავ აღორძინდა, როდესაც 2008 წელს დაიანა კროლმა სიმღერა „Boy from Ipanema“ დაწერა.
იპანემა კოპაკაბანის პლაჟის გაგრძელებას წარმოადგენს, მაგრამ მისგან განსხვავებულია. მოძრაობისათვის შედარებით ხელსაყრელია, რადგან ქუჩები ზოლებადაა გაყვანილი, ბადისებურად. კერძო ინფრასტრუქტურას მიეკუთვნება მსოფლიო კლასის რესტორნები, მაღაზიები და კაფეები. იპანემა რიოს ერთ-ერთი უძვირესი რაიონია. ყოველ კვირა დღეს, პლაჟის სიახლოვეს მდებარე ქუჩაზე მანქანებით მოძრაობა იკრძალება და ოკეანის პირას ადგილობრივები, ისევე როგორც ტურისტები ველოსიპედებით, სკეიტბორდებით და ფეხით გადაადგილდებიან.
დაარსების დღიდან, იპანემამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რიოს კულტურაში. გააჩნია უნივერსიტეტები, გალერეები, თეატრები და კაფეები. კარნავალის დროს, იაპნემა რიო-დე-ჟანეიროსგან გამოცალკევებულ, საკუთარ ქუჩის მსვლელობას აწყობს. მას ბანდა დე იპანემას უწოდებენ და ქუჩებში დაახლოებით 50 000 ადამიანი ესწრება.
პლაჟი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პლაჟი ცნობილია თავისი სიკოხტავითა და სოციალური ხარისხით. მის დასავლეთ დაბოლოებაზე აღმართულია ორი მთა. სამაშველო კოშკურებით პლაჟი ნაწილებადაა დაყოფილი. გასწვრივ ყველგან იყიდება ლუდი და ტრადიციული სასმელი კაშასა. პლაჟზე ყოველთვისაა ხალხი, რომელიც ფეხბურთს ან ფრენბურთს თამაშობს.
ზამთარში, აზვირთებული ტალღები ხშირად 9 ფუტს აღწევს. დღის განმავლობაში, წვიმის შემთხვევაში წყლის ფერი ღია ცისფერიდან მუქ მწვანეში გადადის.
მრავალფერი მონაკვეთის დასავლეთ ნაწილში, ლებლონის მხარეს, მდებარეობს ასევე პოპულარული ქვიშიანი ყელი, სადაც ხშირად მოკლე, მოტკეცილ შარვლებში გამოწყობილი კოხტა ქალ-ვაჟები იკრიბებიან.
Travel Channel-მა იპანემის პლაჟი მსოფლიოს ყველაზე „სექსუალურ“ პლაჟად დაასახელა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]22°59′01″ ს. გ. 43°12′16″ დ. გ. / 22.9838194° ს. გ. 43.2045278° დ. გ.
- იპანემის პლაჟი
- Informações práticas sobre Ipanema
- quadrado mais caro da América Latina
- Google Maps
- do bairro no OpenStreetMap
- იპანემის პორტალი დაარქივებული 2009-08-13 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-09. ციტირების თარიღი: 2012-06-15.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-23. ციტირების თარიღი: 2012-06-15.
- ↑ http://br.groups.yahoo.com/group/tupi/message/2588[მკვდარი ბმული]
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-06. ციტირების თარიღი: 2012-06-15.
- ↑ http://areiadepraia.wordpress.com/