შინაარსზე გადასვლა

იოჰან გერბერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გერბერის კასპიისპირეთის რუკა (1728)

იოჰან გუსტავ გერბერი (გერმ. Johann Gustav Gärber) (დ. დაახლ. 1690, ბრანდენბურგი, — გ. 5 ოქტომბერი, 1734, სანქტ-პეტერბურგი) — რუსეთის იმპერიის სამსახურში მყოფი გერმანელი ინჟინერ-არტილერისტი, გეოგრაფი.

რუსეთის სამხედრო სამსახურში იყო 1710 წლიდან. მონაწილეობდა პეტრე I-ის ლაშქრობაში ირანის წინააღმდეგ (1722–1723), ბაქოს აღებისას მეთაურობდა არტილერიას. 1727 წელს მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთს შორის მოლაპარაკებაში (კავკასიის კასპიისპირეთის საკითხებზე). 1731 წელს ხელმძღვანელობდა წარუმატებელ სადაზვერვო ექსპედიციას ხივასა და ბუხარაში. 1734 წელს დაევალა აზოვის ციხესიმაგრის გამაგრება არტილერიით, თუმცა გზად დაავადდა და გარდაიცვალა.

გერბერს ეკუთვნის 1728 წელს შედგენილი კავკასიის კასპიისპირეთის რუკა და ამ მხარის დაწვრილებითი აღწერილობა: „ცნობა კასპიის ზღვის დასავლეთით მყოფი ხალხებისა და იქაური მიწების შესახებ“ (გამოიცა გერმანულ ენაზე, 1728; რუსულ ენაზე, 1760). ნაშრომში მოცემულია ისტორიულ-ეთნოგრაფიული და სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის დაწვრილებითი ცნობები კასპიისპირეთისა და კავკასიის, კერძოდ, კახეთის შესახებ.

  • Полиевктов М. А., Европейские путешествинники XIII–XVIII вв. по Кавказу. Тфл., 1935.
  • Гербер, Иоанн Густав // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1892. — Т. VIII. — С. 455—456.