იოანეს ერზინკაცი
იერსახე
იოანეს ერზინკაცი | |
---|---|
სომხ. Հովհաննես Երզնկացի | |
დაბადების თარიღი | 1230-იანები[1] |
დაბადების ადგილი | Q16379981?[1] |
გარდაცვალების თარიღი | 1293[1] |
გარდაცვალების ადგილი | Akner monastery[1] |
დასაფლავებულია | ერზინჯანი[1] |
საქმიანობა | ფილოსოფოსი[1] , მეცნიერი[1] , მატენაგირი[1] , exegete[1] , გრამატიკოსი[1] , ხელოვნებათმცოდნე[1] , მასწავლებელი[1] და საზოგადო მოღვაწე[1] |
იოანეს (ჰოვანეს) ერზინკაცი, ერზინკელი (სომხ. Հովհաննես Երզնկացի) — XIII საუკუნის სომეხი პოეტი და ასტროლოგი. მისი ნაშრომი „ზეციური მოძრაობისათვის“ დაწერილია თბილისში 1284 წელს. მონღოლთა გამანადგურებელი შემოსევების შემდეგ და მათი მკაცრი მმართველობის პირობებშიც კი თბილისი სომეხი პოეტის აღტაცებას იწვევს. ქართველთა სამეფოს იგი „ღვთივ დაცულს“, ხოლო მის მთავარ ქალაქს „სახელგანთქმულსა და მემატიანეთგან ფაიტაკარანად (სომხურად – „ხისგან ნაგები ქალაქ“) წოდებულ დიდ დედაქალაქ თბილისს“ უწოდებს. იოანეს ერზინკაცს თბილისელ სომეხთა საკრებულო ტაძარში სიტყვა წარმოუთქვამს ასტროლოგიის საკითხებზე.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 სომხური საბჭოთა ენციკლოპედია / Վ. Համբարձումյան, Կ. Խուդավերդյան — Հայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 1974.
- ↑ მაისურაძე გ., იოანეს (ჰოვანეს) ერზინკაცი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 323.