იოანეს ერზინკაცი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
იოანეს ერზინკაცი
Hovhannes Pluz Yerznkatsi.jpg
დაბადების თარიღი 1230
დაბადების ადგილი ერზინჯანი
გარდაცვალების თარიღი 1293
გარდაცვალების ადგილი ერზინჯანი
საქმიანობა პოეტი და მატენაგირი
ეროვნება სომხები

იოანეს (ჰოვანეს) ერზინკაცი, ერზინკელი (სომხ. Հովհաննես Երզնկացի) — XIII საუკუნის სომეხი პოეტი და ასტროლოგი. მისი ნა­შრომი „ზეციური მოძრაობისათვის“ და­წე­რი­ლია თბილისში 1284 წელს. მონღოლთა გამანადგურებელი შემოსევების შემდეგ და მათი მკაცრი მმართველობის პირობებ­შიც კი თბილისი სომეხი პოეტის აღტაცებას იწვევს. ქართველთა სამეფოს იგი „ღვთივ დაცულს“, ხოლო მის მთავარ ქალაქს „სახელგანთქმულსა და მემატიანეთგან ფაიტაკარანად (სომხურად – „ხისგან ნაგები ქალაქ“) წოდებულ დიდ დედაქალაქ თბილისს“ უწოდებს. იოანეს ერზინკაცს თბილისელ სომეხთა საკრებულო ტაძარში სიტყვა წარმო­უთქვამს ასტროლოგიის სა­კითხებზე.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მაისურაძე გ., იოანეს (ჰოვანეს) ერზინკაცი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 323.