შინაარსზე გადასვლა

იოანე ოქროპირის ცხოვრება (H-2124)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იოანე ოქროპირის ცხოვრება, ხელნაწერის გვერდი, რომელზეც იოანე ოქროპირის მინიატიურაა

წმიდა იოანე ოქროპირის ცხოვრება (H-2124) — X საუკუნის ქართული ხელნაწერი წიგნი, რომელიც წარმოადგენს გიორგი ალექსანდრიელისეული ტექსტის ქართულ თარგმანს. თარგმანი შესრულებულია პალესტინაში ტაო-კლარჯეთიდან წასული მოღვაწეების მიერ. წიგნი საგანგებოდაა გადაწერილი ხარიტონის ლავრაში 968 წელს კალიგრაფ იოვანე საფარელის მიერ მომგებელი მიქაელ ფანასკერტელისათვის.

საწერ მასალად გამოყენებულია ეტრატი. შეიცავს 257 ფურცელს, რომელთა ზომებია 15X12 სანტიმეტრი. ნაწერია კალიგრაფიული ნუსხური დამწერლობით, ყავისფერი მელნით; სათაური შესრულებულია სინგურითა და ასომთავრულით. რვეულებრივი სათვალავისათვის გამოყენებულია ქართული და ბერძნული ასოები, რომლებიც შავი და წითელი მელნითაა დეკორირებული. ტექსტს ახლავს იოანე ოქროპირის მინიატიურა.

წმინდა იოანე ოქროპირის ცხოვრების ეს ხელნაწერი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის H ფონდში (H-2124)

  • ქართული ხელნაწერი წიგნი, V-XIX საუკუნეები, თბილისი, 2012, გვ. 27