შინაარსზე გადასვლა

იო (მითოლოგია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იო (მრავალმნიშვნელოვანი).
Корреджо, იუპიტერი და იო

იო (ბერძ. Ίώ) — ბერძნულ მითოლოგიაში ინაქისა, ძველი არგოსის მეფე და ამავე დროს მდინარის ღმერთი, და არგიის ქალიშვილი. თუმცა მისი მამობა ეწინაამღდეგება მონაცემებს, რომ ზევსის პირველი შეყვარებული გახდა ნიობა, ინაქის შვილიშვილი. სხვა ვერსიით, იო იყო იასას (ჰესიოდოსა და აკუსილაუსის თანახმად), ან პირენას, ან და არესტორას ქალიშვილი.

იოს ამბავი მოთხრობილია ოვიდიუსის „მეტამორფოზებში,“ რომლის მიხედვითაც ზევსმა იო შეიყვარა და ძროხად აქცია, რათა თავისი ცოლის, ჰერასგან დაეფარა, თუმცა ის მაინც ვერ იხსნა. ჰერამ დაინახა ქათქათა ძროხა და ზევსს მისი ჩუქება სთხოვა. ზევსმა უარი ვერ უთხრა. ჰერამ იოს დარაჯად მიუჩინა ასთვალა არგუსი. ეს უკანასკნელი კი იოს ფხიზლად დარაჯობდა.

ზევსი ხედავდა იოს ტანჯვას და ამიტომ თავის შვილ ჰერმესს მისი მოტაცება დაავალა. მან შეძლო არგუსის დაძინება, რის შემდეგაც თავი მოკვეთა. იო განთავისუფლდა, მაგრამ ჰერამ მას ახალი განსაცდელი მოუვლინა და მას კრაზანა მიუჩინა. თავისი ისრით კრაზანა ქვეყნიდან ქვეყანაში მიერეკებოდა დატანჯულ იოს. მრავალი ხეტიალის შემდეგ მან უკიდურეს ჩრდილოეთს,სკვითების ქვეყანაში იმ კლდეს მიაღწია, რომელზედაც მიჯაჭვული იყო ტიტანი პრომეთე. პრომეთემ უწინასწარმეტყველა უბედურ ქალს, რომ მის ტანჯვას ბოლო ეგვიპტეში მოეღებოდა. იოც ეგვიპტისკენ გაეშურა. ნილოსის სანაპიროებზე ზევსმა იოს უწინდელი სახე დაუბრუნა და მას ეყოლა შვილი ეპაფე. ის იყო ეგვიპტის პირველი მეფე და მამამთავარი გმირთა დიდი თაობისა, რომელსაც ეკუთვნოდა საბერძნეთის უდიდესი გმირი ჰერაკლე.

მითის თანახმად იონიის ზღვას მისი სახელი ეწოდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თარგი:ავტორიტეტული წყარო