ინტრუზია
ინტრუზია (გვიანდ. ლათ. – intrusio; < ლათ. intrudo – შევაგდებ) — დედამიწის ქერქში მაგმის შეჭრის პროცესი, რის შედეგადაც წარმოიქმნება ინტრუზიული ქანები, ეგრეთ წოდებული სიღრმის ქანები, რომელიც უპირისპირდება ეფუზიურ ქანებს.
ინტრუზია აგრეთვე არის დედამიწის ქერქში მაგმის გაცივებისა და კრისტალიზაციის შედეგად წარმოქმნილი მაგმური სხეული, ინტრუზივი. გარემომცველი ქანების სტრუქტურასთან დამოკიდებულების მიხედვით განარჩევენ თანხმობით (კონკორდანტულ) ინტრუზივებს, მაგ., ლაკოლითი, ლოპოლითი, ფაკოლითი, სილი (შრეინტრუზივი) და უთანხმო (დისკორტანტულ) ინტრუზივებს — შტოკი, დაიკი. ინტრუზივების კლასიფიკაციისას ითვალისწინებენ ფორმასა და სხეულის ზომას.
წარმოქმნის სიღრმის მიხედვით გამოყოფენ: ზედაპირულ, მცირესიღრმულ და სიღრმულ ინტრუზივებს. მაგმის ორი, ან უფრო მეტი ამოწევის შედეგად წარმოიქმნება ეგრეთ წოდებული რთული ინტრუზია, რომლის მაგმის შედგენილობა ყოველ ჯერზე მკვეთრად იცვლებოდა. სიღრმული ინტრუზია აგებულია კრისტალური მაგმური ქანებით, იმ დროს, როდესაც მცირესიღრმული ინტრუზივები პორფირული სტრუქტურისაა.
სტრუქტურული ტიპები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბათოლითი: მსხვილი ინტრუზიული სხეული
- დაიკი: მაგმური ინტრუზიული სხეული
- ლაკოლითი: ინტრუზიული მასივი
- ლოპოლითი: თანხმობითი ჯამისებრი ინტრუზია
- ფაკოლითი: თანხმობითი ინტრუზიული სხეული
- შტოკი: ინტრუზიული სხეული
- სილი: ინტრუზიული სხეული
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ინტრუზია — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)