ლოპოლითი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლოპოლითი
Intrusion types.svg
ინტრუზიის ტიპები: ლოპოლითი (7)
ცნობები
ტიპი მაგმური

ლოპოლითი (ბერძნ. lopás – ჯამი და líthos – ქვა) — ბრტყელი ჯამისებრი ფორმის თანხმობითი, ფენათშორისი ინტრუზია, რომელიც განლაგებულია სინკლინებსა და მულდაში. ცენტრალური ნაწილი დაწეული, ხოლო კიდეები აზევებული აქვს. დიამეტრში ლოპოლითი ათეულ კილომეტრს აღწევს. სიმძლავრე მრავალი ასეული მეტრია. როგორც წესი, ლოპოლითი განვითარებულია ბაქნისებურ სტრუქტურებში, რომელიც აგებულია ძირითადი შედგენილობის ქანებით. უმსხვილესი დიფერენცირებული ლოპოლითები მდებარეობს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და კანადაში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]