ფაკოლითი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფაკოლითი
ფაკოლითი

ფაკოლითი (ბერძნ. phakos და lithos – ქვა) — მცირე ფორმის უფესვო ლინზისებური ინტრუზიული სხეული. მისი ფორმა დანაოჭების შედეგია, და არა მიზეზი. ფაკოლითი დამახასიათებელია ოფიოლიტური ულტრაფუძე ინტრუზიებისათვის. აქვს თანხმობითი კონტაქტები. წარმოიქმნება ღია სიღრუეებში მაგმური ლღობილის ავსების შედეგად. ტერმინი „ფაკოლითი“ მეცნიერებაში დაამვიდრა ინგლისელმა გეოლოგმა ალფრედ ჰარკერმა 1909 წელს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]