ინტერპოლი
ინტერპოლი | |
---|---|
ინგლ. Interpol | |
დევიზი | Connecting police for a safer world და Relier les polices pour un monde plus sûr |
აბრევიატურა | ICPO-INTERPOL |
შეიქმნა | სექტემბერი, 1923 |
ტიპი | intergovernmental organization[1] , law enforcement agency, საერთაშორისო ორგანიზაცია[2] , Telegraphic address და missing persons organization |
მიზანი | საერთაშორისო დონეზე ბრძოლა კრიმინალის წინააღმდეგ |
შტაბ-ბინა | ლიონი, საფრანგეთი |
წევრები | 194 |
ქვეყანა | საფრანგეთი |
თავმჯდომარე | Ahmed Naser Al-Raisi[3] |
https://interpol.int |
ინტერპოლი, კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ინგლ. International Criminal Police Organization; აბრეავიატურა ICPO) — საერთაშორისო ორგანიზაცია. მიზნად ისახავს საპოლიციო ხელისუფლებების თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების უზრუნველყოფას სისხლის სამართლის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჯამში ორგანიზაციის წევრია 194 სახელმიწფო.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1914 წელს შედგა კირმინალური პოლიციის პირველი საერთაშორისო კონგრესი. მასში მონაწილეობდა 24 სახელმწიფო. 1923 წელს ქალაქ ვენაში ჩატარდა კრიმინალური პოლიციის მე‐2 საერთაშორისო კონგრესი, რომელშიც მსოფლიო მასშტაბით 20 ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. ამ შეხვედრაზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო კომისიის შექმნის შესახებ. ამავე დღეს დამტკიცდა ორგანიზაციის წესდება. ავსტრია‐ უნგრეთის იმპერიის კართოტეკა, რომელიც თითქმის მთელ სამხრეთ‐აღმოსავლეთ ევროპას მოიცავდა, მდებარეობდა ვენაში. სწორედ ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ ორგანიზაციის შტაბ-ბინის ადგილმდებარეობად არჩეულ იქნა ქალაქი ვენა. კრიმინალური პოლიცის საერთაშორისო ორგანიზაციის პირველ პრეზიდენტად აირჩიეს ავსტრიის პოლიციის პრეზიდენტი, კრიმინალური პოლიცის საერთაშორისო კომისიის შექნის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი, იოჰან შობერი. 1938 წელს ავსტრიის ნაცისტურ გერამნიასთან მიერთების გამო კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო კომისიის შტაბ-ბინის მდებარეობა შეიცვალა. ინტერპოლი შტაბ-ბინა განთავსდა ბერლინში. გადატანილ იქნა გერმანიის ქალაქ ბერლინში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ორგანიზაციამ გააგრძელა მუშაობა და კიდევ ერთხელ შეიცვალა შტაბ-ბინა. ინტერპოლმა პარიზში გადაინაცვლა 1956 წელს ინტერპოლმა 25-ე სესიაზე მიიღო ორგანიზაციის კონსტიტუცია, რომელიც დღესაც ძალაშია და რომლის შესაბამისადაც, ორგანიზაციას კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციას ინტერპოლი ეწოდა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ინტერპოლი დაარქივებული 2021-09-25 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ El Instituto Universitario de la Policía Federal Argentina e INTERPOL firmaron un importante convenio
- ↑ Historia de la Policía Federal Argentina a las puertas del tercer milenio, Historia de la Policía Federal Argentina a las puertas del tercer milenio by Adolfo Enrique Rodríguez | Biblioteca Abierta: Génesis y Desarrollo desde 1580 hasta la actualidad — (untranslated), 1999. — ტ. 316. — გვ. 456. — ISBN 950-9071-49-8
- ↑ https://www.interpol.int/Who-we-are/Governance/President