შინაარსზე გადასვლა

ინგლისის თასის ფინალი 1872

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ინგლისის თასის ფინალი 1872ინგლისის ასოციაციის თასის პირველი ფინალი, უონდერერსა და როიალ ენჯინირსის შორის, მატჩი შედგა 1872 წლის 16 მარტს კენინგტონ ოვალის სტადიონზე ლონდონში. ეს იყო ასოციაციის თასის პირველი ფინალი (თანამედროვე პეროდში ასევე უწოდებენ ფა თასს), რომელიც გახდა პირველი საფეხბურთო შეჯიბრი ინგლისურ ფეხბურთში და უძველესი საფეხბურთო ტურნირი მსოფლიოში. ტურნირის პირველ სეზონზე მონაწილეობდა 15 გუნდი, უონდერერსი ფინალში გავიდა ისე, რომ მოგებული ჰქონდა მხოლოდ ერთი თამაში, ნახევარფინალში ისინი შეხვდნენ შოტლანდიურ ქუინზ პარკის თამაში ფრედ დასრულდა, განმეორებით შეხვედრაზე შოტლანდიელებმა ლონდონში ჩასვლა ვერ მოახერხეს.

ფინალში ერთი გოლი გავიდა მე-15 წუთზე უონდერერსის მორტონ ბეიტსის მიერ, რომელიც გამოდიოდა ფსევდონიმით "ა.ჰ ჩექერი". ენჯირისის ფეხბურთელების სტილი გამორჩეული იყო იმ დროში პასებით, იქმნებოდა ე.წ "კომბინირებული თამაში", რაც იმ დროს იშვიათი იყო, გუნდების უმეტესობა დრიბლინგის ტაქტიკას იყენებდა. ამის მიუხედავად მათ გოლის გატანა მაინც ვერ მოახერხეს. უონდერსისთვის გამარჯვების შემდეგ ჯილდო არ გადაუციათ, მხოლოდ ერთი თვის შემდეგ რესტორან პოლ მოლში მიიღეს კუთვნილი თასი.

როიალ ენჯინირსი 1872 წელს. უკან: მერმიმანი, ორდი, მარინდინი, ადისონი, მიტჩელი; წინ: ჰოსკინსი, რენი-ტაილორი, კრესველი, გუდვინი, ბარკერი, რიჩი.

უონდერერსი და როიალ ენჯინირსი იმ თხუთომეტ გუნდში შედიოდა, რომლებიც ფა თასის ტურნირზე დაუშვებს, მათ პირველი ტურის შეხვედრები სახლში უნდა გაემართათ.[1] უონდერერსი უნდა შეხვედროდა ჰეროუ ჩექერს, რომელიც დაკომპლექტებული იყო ჰეროუს სკოლის მოსწავლეებისგან, ხოლო ენჯინირსი რეიგიტ პრიორის. არცერთი ეს თამაში არ გაიმართა, რადგან პირველი შეხვედრის მასპინძლები იყო ეს ორი გუნდი, მათ უფლება მიეცეთ გადასულიყვნენ შემდეგ რაუნდზე.[1] დეკემბერში უონდერერსი დაუპირისპირდა კლეპემ როუერსის, სადაც მასპინძლებმა 1-0 იმარჯვეს, მომდევნო თვეში ენჯინირსი ჰითჩინს შეხვდა, თამაში 5-0 დასრულდა.[1]

მეოთხედ ფინალში უონდერერსმა 0-0 ითამაშა კრისტალ პალასთან (სამოყვარულო კლუბი, რომელსაც ამავე სახელის საფეხბურთო კლუბთან კავშირი არ ჰქონია).[1] იმისა ნაცვლად რომ განმეორებითი თამაში ჩატარებულიყო, ორივე კლუბს უფლება მისცეს ნახევარფინალში გასულიყო. გათამაშების ორიგინალური წესებში ნათქვამი იყო, რომ ფრის შემთხვევაში მოხდებოდა განმეორებითი თამაში ან ორივე კლუბი გადავიდოდა შემდეგ ტურში საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით.[2] ენჯინირსმა 2-0 დაამარცხა ჰემპსტედი. ნახევარფინალში უონდერერსის მეტოქე შოტნლანდიური ქუინზ პარკი იყო, თამაში ფრედ დასრულდა ,მაგრამ განმეორებითი შეხვედრა აღარ გაიმართა, წესესბში ნათქვამი იყო, რომ ყველა შეხვედრა უნდა გამართულიყო ლონდონში კენინგტონ ოვალის სტადიონზე, ქუინზ პარკმა გლაზგოდან ლონდონამდე წასვლა ვერ მოახერხა და ტურნირს გამოეთიშა, უონდერერსი ფინალში გავიდა.[3] ნახევარფინალში პირველი შეხვედრა ენჯინირსმა კრისტალ პალასთან 0-0 ითამაშა. განმეორებითში კი 3-0.[1]

მორტონ ბეტსიმ გაიტანა ერთადერთი გოლი

როგორც იმ პერიოდის ფეხბურთში იყო გავრცელებული გუნდები ძირითადად თავდასხმაზე იყვნენ ორიენტირებულები ვიდრე თავდაცვაზე. ენჯინირსის შემადგენლობაში შვიდი თავდამსხმელი ირიცხებოდა, უონდერერსში კი რვა.[4] უონდერერსის თავდამსხმელი მორტონ ბეტსი გამოდიოდა ფსევდონიმით "ა.ჰ ჩექერი", რადგან ის კლუბ ჰეროუ ჩექერის წევრი იყო.[5] ზოგი წყარო ამბობს სხვა სახელით იმიტომ თამაშობდა, რომ მანამდე ჩექერში ირიცხებოდა და ერთ სეზონში ორ კლუბში თამაში წესების დარღვევა იქნებოდა, მაგრამ ეს მოსაზრება ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ადრეულ სამოყვარულო ფეხბურთში არ საჭიროებდა კლუბებში ოფიციალური დარეგისტრირება.[6] შემდგომში ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი კუბრეტ ოტავეი 1871–72 წლების ფა თასზე ორ სხვადასხვა კლუბში თამაშობდა.[7]

უონდერერსის კაპიტანმა ჩარლზ უილიამ ოლკოკიმ მონეტის აგდებით მოპოვა უპირატესობა, მან აირჩია თავისი გუნისთვის მოედნის მხარე. ენჯინირსის ფეხბურთელები ტურნირის ფავორიტებად მიიჩნეოდნენ, მაგრამ მათ მოუწიათ თამაში სადაც ქარი და მზე სახეში მოხვებოდათ.[4] მატჩის საწყის წუთებზე დაზიანება მიიღო ენჯინერსის ფეხბურთელმა ედმუნდ კრესუელმა, მან მინდორის დატოვებაზე უარი განაცხადა, დაზიანების გამო მას პოზიციის ცვლილება მოუხდა და ნახევარმცველად გადაინაცვლა.[8] უონდერერსის ტაქტიკა ემყარებოდა ცალკეული ფეხბურთელების დრიბლინგის უნარებს, მაშინ როდესაც ენჯინირსი თამაშობდა ბურთის გადატანაზე, ასეთ სტილს მოგვიანებით ეწოდა "კომბინირებული თამაში", ამ დროისთვის ყოველივე ეს ინოვაციად მიიჩნეოდა.[9]

უონდერერსი დაწინაურდა მე-15 წუთზე, უალპოლე ვიდალი გრძელი პასის შედეგად ბეტსიმ კუთხეში გაიტანა გოლი. წესების თანახმად იმ პერიოდში ყველა გოლის შემდეგ მხარეები უნდა შეცვლილიყო, მაგრამ ამ თამაშში ასე არ მოხდა, ენჯინერსის უკან კვლავ ქარი და მზე იყო, ხოლო უონდერერსმა დომინანტად გააგრძელა თამაში.[8] ოცი წუთის შემდეგ ოლკოკმა გოლი გაუტანა ენჯინირის მეკარეს უილიამ მერმიმანს მაგრამ ეს გოლი არ ჩაითვალა ხელით თამაშის გამო.[4] უონდერერსმა კიდევ უფრო მეტად განაგრძო ზეწონა, მხოლოდ მეკარის შესაძლებლობების წყალობით უფრო დიდი ანგარიშით არ წააგო ენჯინირსმა, მოგვიანებით ერთმა გაზეთმა უილიამ მერმიმანის თამაში შეაფასა როგორც შესანიშნავი.[10] საბოლოო ანგარიშით თამაში დასრულდა 1-0.[11] გაზეთ The Field-ის ჟურნალისტმა შეხვედრა შეაფასა როგორც "ყველაზე სწრაფი და რთული თამაში რაც ოვალზე მინახავს. უონდერერსმა აჩვენა საუკეთესო თამაში, როგორც ინდივიდუალურად ასევე კოლექტიურად, მათ აჩვენეს საუკეთესო თამაში ასოციაციის თასზე".[8]

16 მარტი1872
15:05[4]
უონდერერსი 1–0 როიალ ენჯინირსი კენინგტონ ოვალი, ლონდონი[4]
მაყურებელი: 2,000[4]
მსაჯი: ალფრედ სტეირი (უპტონ პარკი)[4]
ბეტსი გოლი 15' Report
უონდერერსი
როიალ ენჯინირსი
უონდერერ:[4]
GK ინგლისის დროშა რეინალდ კოურტენი უელჩი
FB ინგლისის დროშა ედგარ ლუბოკი
HB ინგლისის დროშა ალბერტ ტომფსონი
FW ინგლისის დროშა ჩარლზ უილიამ ოლკოკი
FW ირლანდიის დროშა ედუარდ ბოუენი
FW ინგლისის დროშა ალექანდრ ბონსონი
FW ინგლისის დროშა მორტონ ბეტსი
FW ინგლისის დროშა უილიამ კრეკი
FW ინგლისის დროშა ტომას ჰომანი
FW ინგლისის დროშა უალპოლე ვიდალი
FW ინგლისის დროშა ჩარლზ უოლასტონი
როიალ ენჯინირსი:[4]
GK ინგლისის დროშა Capt. უილიამ მერმიმანი
FB ინგლისის დროშა Capt. ფრანსის მარინდინი
FB ინგლისის დროშა Lieut. ჯორჯ ადისონი
HB ინგლისის დროშა Lieut. ალფრედ გუდვინი
FW შოტლანდიის დროშა Lieut. ჰაგ მიტჩელი
FW გიბრალტარის დროშა Lieut. ედუარდ კრესუელი
FW შოტლანდიის დროშა Lieut. ჰენრი რენი-ტაილორი
FW ინგლისის დროშა Lieut. ჰენრი რიჩი
FW შოტლანდიის დროშა Lieut. ჰერბერტ მუირჰედი
FW ირლანდიის დროშა Lieut. ედმუნდ კრესუელი
FW შოტლანდიის დროშა Lieut. ადამ ბოგლი
მსაჯის დამხმარეები:
  • ჯჰ გიფარდი (სამოქალო სერვისი)
  • ჯ კირკპატრიკი (სამოქალო სერვისი)
თამაშის წესები:

90 წუთი ნორმალურ დროში. 30 დამატებითი დრო თუ ქულები თანაბარი იქნებოდა, კაპიტნების შეხედულებისამებრ გამეორება თუ ქულები კვლავ თანაბარი იქნება.

შეცვლა არა


გამარჯვებულებს თასი გადასცა ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა ებენზერ კობ მორლიმ თამაშიდან ერთი თვის მერე 11 აპრილს პოლ მოლის რესტორანში.[12] ფეხბურთის ასოციაციამ ასევე გამარჯვებულებს გადასცა აბრეშუმის სამკერდე ნიშნები, ასევე ოქროს მედლები.[13] როგორც გამარჯვებული გუნდი უონდერესი პირდაპირ მოხვდა შემდეგი წლის ფინალზე.[14] ასოციაციის თასის ისტორიაში ერთადერთი შემთხვევა, როცა ეს წესი გამოიყენეს.[15]

1938 წელს ტომას ჰომანის გარდაცვალებისადმი მიძღვნილი ნეკროლოგი გამოაქვეყნაThe Times-მა სადაც ნათქვამი იყო რომ მან ფინალში გოლი გაიტანა, ეს ცნობა დაფუძნებული იყო ფეხბურთელის ინტერვიუზე, რომელიც სიკვდილამდე ცოტახნით ადრე მისცა. ეს ინფორმაცია არცერთი წყაროს მიხედვით არ დასტურდებ, ერთადეთი გოლის ავტორი ბეიტსია, ჰომანის ინტერვიუ კი სიბერით აიხსნები, როცა მას მოვლენები ზუსტად აღარ ახსოდა.[16]

2010 წელს ფინალის ერთადერთი გადარჩენილი მედალი აუქციონზე გაიყიდა. მედალი შეფასებული იყო £50,000[17] , პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ £70,500-ად შეიძინა.[18] 2012 წლის 7 ნოემბერს უონდერერსი და როიალ ენჯინერსის განახლებულმა გუნდებმა სიმბოლური მატჩი ითამაშეს ოვალზე.[19]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 England FA Challenge Cup 1871–72. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation (27 January 2001). ციტირების თარიღი: 19 November 2009.
  2. Warsop, p. 29.
  3. F.A. Cup 1871–72. The Football Club History Database. ციტირების თარიღი: 22 January 2011.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 4.7 4.8 Warsop, p. 40.
  5. Warsop, p. 62.
  6. Warsop, p. 55.
  7. Warsop, p. 111.
  8. 8.0 8.1 8.2 Warsop, p. 28.
  9. Warsop, p. 14.
  10. Warsop, p. 11.
  11. Gibbons, Philip (2001). Association Football in Victorian England – A History of the Game from 1863 to 1900. Upfront Publishing, გვ. 35–36. ISBN 1-84426-035-6. 
  12. Matthews, Tony (2006). Football Firsts. Capella, გვ. 85. ISBN 1-84193-451-8. 
  13. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის W402 არ არის მითითებული ტექსტი; $2
  14. Warsop, p. 41.
  15. F.A. Cup 1872–73. The Football Club History Database. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-04-21. ციტირების თარიღი: 19 November 2009.
  16. Warsop, p. 90.
  17. Great season of sporting antiques. Antiques Trade Gazette (25 October 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 November 2010. ციტირების თარიღი: 6 November 2010.
  18. PFA buy medal from first FA Cup Final. The Mirror (9 November 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 February 2011. ციტირების თარიღი: 25 March 2011.
  19. „First FA Cup final recreated“. BBC Sport. 8 November 2012. ციტირების თარიღი: 2 November 2019.