შინაარსზე გადასვლა

იზოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
იზოლა
Izola
გერბი

ქვეყანა სლოვენიის დროშა სლოვენია
რეგიონი ობალნო-კრაშკა
მუნიციპალიტეტი იზოლა
კოორდინატები 45°32′04″ ჩ. გ. 13°40′03″ ა. გ. / 45.53444° ჩ. გ. 13.66750° ა. გ. / 45.53444; 13.66750
ფართობი 28.6 კმ²
ცენტრის სიმაღლე 29 მეტრი, 5 მეტრი
მოსახლეობა 11 347 კაცი (2013)
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 01
საავტომობილო კოდი KP
ოფიციალური საიტი izola.si
იზოლა — სლოვენია
იზოლა

იზოლა (სლოვენ. Izola) — ქალაქი სლოვენიაში. მდებარეობს იზოლის მუნიციპალიტეტში, ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე. იზოლის მუნიციპალიტეტი ორენოვანია, აქ სლოვენურთან ერთად გამოიყენება იტალიური.

რომის იმპერიის არსებობის პერიოდში აქ მდებარეობდა ნავსადგური ალიაეტუმი. 1273 წელს იზოლამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა კოპერისაგან. 1278 წლიდან აკონტროლებს ვენეციის რესპუბლიკა. XVI საუკუნიდან იზოლის ნავსადგურის გავლენა ტრიესტმა დააქვეითა. 1797 წელს ვენეციის რესპუბლიკის დაცემის შემდეგ იზოლა შეუერთდა ავსტრიას. 1805-1813 წლებში აკონტროლებდა ნაპოლეონის არმია. 1813 წლიდან კვლავ ავსტრიის საზღვრებშია. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ იზოლა იტალიას გადაეცა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იუგოსლავიის შემადგენლობაშია. იუგოსლავიის დაშლის შემდეგ სლოვენიის ფარგლებშია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: