ივანე კრილოვი
ივანე კრილოვი | |
---|---|
რუს. Ива́н Андре́евич Крыло́в | |
დაბადების თარიღი | 2 (13) თებერვალი, 1769[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] |
დაბადების ადგილი | მოსკოვი[1] [10] [2] [11] [9] |
გარდაცვალების თარიღი | 9 (21) ნოემბერი, 1844[1] [2] [10] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] (75 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | სანქტ-პეტერბურგი[1] [2] [11] [9] |
დასაფლავებულია | ტიხვინის სასაფლაო |
ფსევდონიმი | Navi Volyrk |
საქმიანობა | ენათმეცნიერი, პოეტი[12] , მწერალი[12] , ჟურნალისტი, მეიგავე, დრამატურგი, გამომცემელი, მთარგმნელი, საბავშვო მწერალი და დრამატურგი[13] |
ენა | რუსული ენა |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
ჟანრი | იგავი, პიესა, პოეზია და პროზა |
ჯილდოები | წმინდა სტანისლავის 1-ლი ხარისხის ორდენი |
მეუღლე | |
ივანე ანდრიას ძე კრილოვი (დ. 13 თებერვალი [ ძვ. სტ. 2 თებერვალი], 1769 (სხვა მონაცემებით — 1768), მოსკოვი — გ. 21 ნოემბერი[ ძვ. სტ. 9 ნოემბერი], 1844, პეტერბურგი) — რუსი იგავთმწერალი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა ღარიბი ოფიცრის ოჯახში. 1782-იდან პეტერბურგში დასახლდა, მუშაობდა წვრილ მოხელედ. მისი პირველი ნაწარმოები - კომიკური ოპერა "მარჩიელი ქალი" (1782), მომდევნო რამდენიმე ტრაგედია და კომედია გამოირჩეოდა მამხილებელი პათოსით. 1789-იდან სცემდა სატირულ ჟურნალს "პოჩტა დუხოვ", რომელიც მთავრობამ აკრძალა. იგივე ბედი ეწია 1792 დაარსებულ ჟურნალ "ზრიტელს". კრილოვი იძულებული გახდა პეტერბურგიდან წასულიყო.
პირველი იგავ-არაკები კრილოვმა 1806 მოსკოვში გამოაქვეყნა. ამავე წელს დაბრუნდა პეტერბურგში. 1807 შექმნა სატირული კომედიები "გაკვეთილი ქალიშვილებს" და "მოდების დუქანი". 1809 გამოვიდა კრილოვის იგავ-არაკების კრებული; სულ 9 კრებული - 200-მდე იგავი გამოსცა. კრილოვის იგავები რეალისტური, ჭეშმარიტად ხალხური შემოქმედების ნიმუშებია, რომლებშიც იშვიათი მხატვრული ძალით, ღრმა ფსიქოლოგიური სიმართლითა და სისადავით აისახა რუსი ხალხის ყოფა და ხასიათი, მისი შეხედულებები და მისწრაფებანი. კრილოვი ქადაგებდა ჰუმანურ იდეებს, ზნეობრივ სისპეტაკეს; დასცინოდა მლიქვნელობას, სიცრუეს, უმადურობასა და სხვ. მანკიერებებს ("გუგული და მამალი", "ბუზი და მგზავრი", "ღორი მუხის ქვეშ"). დიდად აფასებდა შრომის როლს საზოგადოების განვითარებაში, ებრძოდა უსაქმურობასა და პარაზიტიზმს ("ჭრიჭინა და ჭიანჭველა", "ფუტკარი და ბუზი", "ობობა და ფუტკარი"); ქებათა ქებას ასხამდა მომავლის საკეთილდღეოდ გამიზნულ უანგარო შრომას ("მოხუცი და სამი ახალგაზრდა"). სოციალურ-პოლიტიკური საკითხებისადმი მიძღვნილ იგავ-არაკებში კრილოვი ამხელებდა უქნარა თავად-აზნაურებს უპირისპირებდა მათ მშრომელი გლეხობას ("ფოთლები და ფესვები", "ბატები"), ააშკარავებდა მეფის მოხელეთა თვითნებობასა და ანგარებას ("ნადირთა ჭირი", "კვარტეტი", "გლეხი და ცხვარი"). კრილოვის უღრმესი პატრიოტიზმი გამოვლინდა 1812 სამამულო ომის წლებში შექმნილ იგავებში ("კატა და მზარეული", "მგელი საძაღლეში", "აღალი", "ყვავი და ქათამი").
კრილოვი დიდად პოპულარული იყო არა მარტო რუსეთში, არამედ სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც. 1832-1833 გ. ორბელიანმა თარგმნა კრილოვის 3 იგავი. 1852-იდან მისი იგავების თარგმანები გვხვდება ჟურნალ "ცისკარში". ცალკე წიგნად პირველად 1876 გამოიცა (მთარგმნელი მ. ბებუთაშვილი), მეორედ - 1878 (მთარგმნელი რევაზ ერისთავი). 1862-1906 აკაკი წერეთელმა ბრწყინვალედ თარგმნა და გადმოაკეთა კრილოვის 152 იგავი, რომლებიც მრავალჯერ გამოქვეყნდა ცალკე წიგნად. კრილოვს თარგმნიდნენ იოსებ გრიშაშვილი, კონსტანტინე ჭიჭინაძე, ალექსანდრე აბაშელი, გრიგოლ ცეცხლაძე, დავით გაჩეჩილაძე, ვ. გორგაძე და სხვები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შადური ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 31.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Степанов Н. Л. Крылов И. А. // Краткая литературная энциклопедия — Москва: Советская энциклопедия, 1962. — Т. 3.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Русский биографический словарь / под ред. А. А. Половцов, Н. П. Чулков, Н. Д. Чечулин и др. — СПб, Москва.
- ↑ 4.0 4.1 SNAC — 2010.
- ↑ 5.0 5.1 Find a Grave — 1996.
- ↑ 6.0 6.1 IMSLP — 2006.
- ↑ 7.0 7.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ 8.0 8.1 Babelio — 2007.
- ↑ 9.0 9.1 9.2 9.3 Большая российская энциклопедия — Москва: Большая российская энциклопедия, 2004.
- ↑ 10.0 10.1 различные авторы Энциклопедический словарь / под ред. И. Е. Андреевский, К. К. Арсеньев, Ф. Ф. Петрушевский — СПб: Брокгауз — Ефрон, 1907.
- ↑ 11.0 11.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118724886 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 12.0 12.1 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ Czech National Authority Database