შინაარსზე გადასვლა

იასმინა ხადრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იასმინა ხადრა
არაბ. محمد مولسهول
დაბადების თარიღი 10 იანვარი, 1955(1955-01-10)[1] [2] [3] [4] [5] (69 წლის)
დაბადების ადგილი კენადსა
საქმიანობა მწერალი და სამხედრო
ენა ფრანგული ენა
მოქალაქეობა  ალჟირი
Magnum opus Q55598667?, The Swallows of Kabul, Q3202540?, What the Day Owes the Night, The African Equation, Q18747259?, Q22248325? და Q72011958?
ჯილდოები საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი, ხელოვნებისა და ლიტერატურის ოფიცრის ორდენი, წიგნების გამყიდველთა პრემია, Q1733763?, Prix Roman France Télévisions[6] , Q130546991? და Q127386693?[7]
ხელმოწერა
საიტი yasmina-khadra.com[5]

იასმინა ხადრა (ნამდვილი სახელი მუჰამედ მულესეული, დ. 10 იანვარი, 1955, კენადსა, ალჟირი) — ალჟირელი, ფრანგულენოვანი მწერალი. მისი ნაწარმოებები ნათარგმნია 14 ენაზე.

მუჰამედი დაიბადა ალჟირის საჰარაში. მამა ექთანი იყო, დედა კი უბრალო გლეხის ქალიშვილი. 9 წლის მუჰამედი მამამ სამხედრო სკოლაში შეიყვანა იმ იმედით, რომ შვილი ოფიცერი გამოვიდოდა. 1973 წელს მომავალი მწერალი ასრულებს ნოველების პირველ კრებულის, ურია, რომელიც 11 წლის შემდეგ გამოიცემა. 1975 წელს მუჰამედი სამხედრო აკადემიაში შედის და 3 წელიწადში უმცროსი ლეიტენანტის წოდებას იღებს. სწავლის დასრულების შემდეგ იგი ალჟირის ომში დასავლეთ ფრონტზე იბრძვის.

36 წლის მუშაობის შემდეგ, გენერლის წოდების მქონე მუჰამედი ტოვებს ჯარს და მთლიანად ლიტერატურას უძღვნის თავს. იგი ცოტა ხანს მექსიკაში ატარებს, შემდეგ კი, 2001 წელს საფრანგეთში, ექს-ან-პროვანსში სახლდება, სადაც დღემდე ცხოვრობს. ეს ბიოგრაფიული ელემენტები გვხვდება იასმინა ხადრას ორ ნაწარმოებში: მწერალი (სადაც ავტორი სამხედრო სკოლაში ყოფნის პერიოდს ეხება) და სიტყვების ტყუილი.

ამერიკის შეერთებულ შტატებში განსაკუთრებული წარმატება მოჰყვა იასმინა ხადრას რომანს ქაბულის მერცხლები. მასში დახატულია თალიბანების ბატონობის ქვეშ მყოფ ქალაქში გამფებული .

იასმინა ხადრა

დამთრგუნველი ატმოსფერო, სადაც ადამიანებს სიცილის უფლებაც კი ჩამორთმეული აქვთ, ქალი სრულიად უუფლებო და დაუცველია, ქალის სიყვარული კი - შეურაცხმყოფელი.

მუჰამედ მულესეულის ფსევდონიმი, იასმინა ხადრა, აღებული აქვს თავისი მეუღლის პირველი ორი სახელისგან. ამით მას სურდა საყვარელი ქალის მიმართ პატივისცემისა და ერთგულების დამტკიცება. დიდი ხნის მანძილზე მკითხველს იასმინა ხადრას რომანები ალჟირელი ქალის ნაწერი ეგონა. მხოლოდ მოგვიანებით, 2001 წელს ავტორი გადაწყვეტს ფარდა ახადოს თავის ნამდვილ ვინაობას, რაც ძალიან დიდი გაკვირვებას იწყევს. პუბლიკა განსაკუთრებით გაკვირვებული რჩება ის ფაქტით, რომ მწერალი, რომელიც ასე კარგად ასახავს ალჟირელი ქალების ცხოვრებას სინამდვილეში სამხედრო პირია.

ქაბულის მერცხლების გარეკანი
  • ურია (1984)
  • ხიდის გოგო (1985)
  • El Kahira (1986)
  • ქალაქის მეორე მხარეს (1988)
  • ფენიქსის პრივილეგია (1989)
  • ღვთის კრავები (1998)
  • მორიტური (1997)
  • ორმაგი თეთრი (1998)
  • ქიმერების შემოდგომა (1998)
  • ვისზე ოცნებობენ მგლები (1999)
  • მწერალი (2001)
  • სიტყვათა ტყუილი (2002)
  • ქაბულის მერცხლები (2002)
  • ბიძაშვილი კ (2003)
  • სიკვდილის მხარე (2004)
  • შეტევა (2005)
  • ბაღდადის სირენები (2006)

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  2. AlKindi
  3. Babelio — 2007.
  4. Munzinger Personen
  5. 5.0 5.1 Who's Who in FranceParis: 1953. — ISSN 0083-9531; 2275-0908
  6. http://www.lalettredulibraire.com/Palmar%C3%A8s-du-Prix-France-T%C3%A9l%C3%A9visions-Roman-et-Essais
  7. https://www.uphf.fr/actualites/ceremonie-remise-titres-docteur-honoris-causa-12/04/24