თომას დე ვაალი
თომას დე ვაალი | |
---|---|
მშობლიური სახელი | ინგლ. Thomas de Waal |
დაბადების თარიღი |
07.12.1966 ნოტინგემი; დიდი ბრიტანეთი |
ეროვნება | ინგლისელი |
მოქალაქეობა | დიდი ბრიტანეთი |
საქმიანობა | ჟურნალისტი |
თომას დე ვაალი (ინგლ. Thomas de Waal; დ. 7 დეკემბერი, 1966, ნოტინგემი) — ბრიტანელი ჟურნალისტი, ექსპერტი კავკასიის საკითხებში, თანამედროვე ამიერკავკასიის შესახებ გამოკვლევის ავტორი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1988 წელს თომას დე ვაალმა დაამთავრა ბალიონ-კოლეჯი ოქსფორდში რუსული და ახალბერძნული ენების სპეციალობით.
- 1991—1993, მუშაობდა BBC World Service-ში, პროდიუსერი.
- 1993—1997, The Times-ის, The Moscow Times-ის, The Economist-ის მიმომხილველი მოსკოველი კორესპონდენტი.
- 1998—2000, BBC World Service, ანალიტიკოსი ყოფილი საბჭოთა კავშირის თემაზე.
- 2000—2001, BBC World Service, რეპორტიორი სომხეთსა და აზერბაიჯანში. აგრეთვე, მუშაობდა წიგნზე "შავი ბაღი" - ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ.
- 2002—2008, ომისა და მშვიდობის ინსტიტუტი (IWPR), რედაქტორი კავკასიაში. ის მონაწილეობდა პროგრამებში კავკასიელი ჟურნალისტებისათვის. რედაქტორობდა გაზეთ "პანორამას", რომელიც გამოიოდა, საქართველოსა და აფხაზეთში
- 2009, „Conciliation Resources“ მეცნიერ-თანამშრომელი, ამიერკავკასიის ანალიზისა და სამშვიდობო პროექტებში.
- 2010 — კარნეგის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი კავკასიის საკითხებში.
პუბლიკაციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2003 წელს ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მუშაობის შედეგებით დე ვაალმა გამოაქვენა წიგნი „შავი ბაღი“. კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს ნაშრომი და აღნიშნეს, რომ ეს იყო კონფლიქტის გარემოების პირველი ნეიტრალური კვლევა.
2006 წელს რუსეთის მხარემ უარყოთომას დე ვაალის თხოვნა ვიზის მიცემაზე „ეროვნული უსაფრთხოებიდან გამომდინარე“ კანონის თანახმად, სადაც მას მონაწილეობა უნდა მიეღო მთიანი ყარაბაღის შესახებ წიგნის რუსული ვერსიის პრეზენტაციაში.
2010 წელს თომასმა დაწერა მეორე წიგნი - „გაიცანით: კავკასია“.
ეფუსების ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბებიის ელიზაბეთ დე ვაალის (ქალიშვილობაში გვარად ეფუსი) მხრიდან, თომასი ენათესავება წარმატებულ ებრაული წარმოშობის ბანკირთა, ეფუსების ოჯახს. ეფუსები მეორე მსოფლიო ომამდე მფარველობდნენ ევროპაში ხელოვნებას. მათი სიმდიდრე დაიბადა მე-19 საუკუნის ოდესაში. თომასი აწარმოებდა კვლევას ოჯახის რუსული ფესვების შესახებ, რომელიც დაეხმარა ძმას, ედმუნდ დე ვაალს ოჯახური ისტორიის კვლევაში, რის შედეგადაც შეიქმნა წიგნი "კურდღელი ქარვისფერი თვალებით".
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თომას დე ვაალი: „შავი ბაღი“
- თომას დე ვაალი: „გაიცანით: კავკასია“