თომას გეინსბორო
თომას გეინსბორო | |
---|---|
ავტოპორტრეტი | |
დაიბადა | 14 მაისი, 1727 |
დაბადების ადგილი | Sudbury[1] |
გარდაიცვალა | 2 აგვისტო, 1788 (61 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ლონდონი |
ჟანრი | საპორტრეტო ფერწერა[1] , პეიზაჟი[1] და პორტრეტი[1] |
თომას გეინსბორო (ინგლ. Thomas Gainsborough; დ. 14 მაისი, 1727, სადბერი, საფოლკის საგრაფო, ინგლისი — გ. 2 აგვისტო, 1788, ლონდონი) — ინგლისელი მხატვარი. პეიზაჟისტი, პორტრეტისტი, გრავიორი.
გეინსბორო მის ერთ-ერთ კონკურენტ, სერ ჯოშუა რეინოლდზთან ერთად (რომელთან ერთად ხელოვნების სამეფო აკადემიის დამფუძნებელი წევრი იყო) XVIII საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბრიტანელ მხატვრად არის მიჩნეული. რიჩარდ უილსონთან ერთად ითვლება XVIII საუკუნის ბრიტანული პეიზაჟის სკოლის შემქმნელად.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თომას გეინსბორო მეცხრე შვილი იყო ჯონ და მერი გეინსბოროების მრავალშვილიან ოჯახში. ბავშვობაში გატაცებული იყო ცხოველების ფიგურების ძერწვით და ხატვით. 13 წლის ასაკში მშობლები დაითანხმა, რომ ლონდონში გაეშვათ ხელოვნების შესასწავლად. ამის შემდეგ ის დამოუკიდებლად ირჩენდა თავს.
მხატვარი თავს პეიზაჟისტად თვლიდა, მაგრამ აკადემიურ ხელოვნებაში „დაბალ ჟანრად“ მიჩნეული პეიზაჟი იმ პერიოდში ინგლისში პოპულარული არ იყო და მისთვის საკმარისი შემოსავალი არ მოჰქონდა. 1949 წელს მან შექმნა პორტრეტისა და პეიზაჟის კომპოზიციით „ენდრიუსების საოჯახო პორტრეტი“. გეინსბორო ცნობილი გახდა ქალთა პორტრეტებით, რომლებიც შექმნილი იყო ვან დეიკის ძლიერი გავლენით.
1784 წელს გეინსბოროს კონფლიქტი მოუვიდა ხელოვნების სამეფო აკადემიასთან, სადაც მისი ნახატები იყო გამოფენილი. ის თვლიდა, რომ მისი სურათები მაღლა ეკიდა და დაბლა ჩამოწევა მოითხოვა. აკადემიამ უპასუხა, რომ ეს ეწინააღმდეგებოდა საერთო წესებს და სხვა მხატვრების ინტერესებს შელახავდა. შედეგად, გეინსბორომ ყველა თავისი სურათი აკადემიიდან წამოიღო და სახლში აწყობდა გამოფენებს. აკადემიის გამოფენებში კი სიცოცხლის ბოლომდე აღარ მიუღია მონაწილეობა.
ხსოვნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლონდონის ერთ-ერთ რაიონში (კიუ) ქუჩას გეინსბოროს სახელი დაერქვა.
სადბერიში, სახლში, სადაც მხატვარი დაიბადა, 1958 წელს გაიხსნა გეინსბოროს სახლ-მუზეუმი.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „თომას გეინსბორო“ ვიკისაწყობში.
- British Paintings in the Metropolitan Museum of Art, 1575-1875.