ანტონის ვან დეიკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანტონის ვან დეიკი
დაიბადა 22 მარტი, 1599(1599-03-22)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15]
დაბადების ადგილი ანტვერპენი[16] [17]
გარდაიცვალა 9 დეკემბერი, 1641(1641-12-09)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [18] [15] [19] (42 წლის)
გარდაცვალების ადგილი ლონდონი[16] [17]
ჟანრი საპორტრეტო ფერწერა, რელიგიური ფერწერა[17] , მითოლოგიური ფერწერა[17] , allegory[17] , ისტორიული ფერწერა[17] , პორტრეტი[17] და animal painting[17]

ანტონის ვან დეიკი (ნიდერლ. Anthony van Dyck; Antoon, Anthonis Vandyck, Antonio, Anthonie, Anton van Dyck; დ. 22 მარტი, 1599, ანტვერპენი — გ. 9 დეკემბერი, 1641, ლონდონი) — ფლამანდიელი ფერმწერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1609 წლიდან ჰ. ვან ბალენის მოწაფე იყო. 1615-1616 წლებში უკვე საკუთარი სახელოსნო ჰქონდა, სადაც ახალგაზრდა მახატვრებთან ერთად დახატა სერია „მოციქულთა თავები“. ყრმობიდანვე გატაცებული იყო პორტრეტული ფერწერით, ხატავდა აგრეთვე სურათებს რელიგიურ და მითოლოგიურ სიუჟეტებზე. 1618-1620 წლებში დამხმარე მხატვრად მუშაობდა პ. რუბენსთან. ამ პერიოდის ნახატებს ემჩნევა რუბენსის ძლიერი გავლენა. რუბენსის შექმნილი სახეებისა და ხერხების დამუშავებასთან ერთად მან უფრო დახვეწა თავისი ტილოების გმირთა სახეები და ინდივიდუალიზებული ელფერი მიანიჭა მათ („იოანე ნათლისმცემელი და იოანე მახარებელი“, 1618, ბერლინ-დალემის სურათების გალერეა). 1620-1621 წლების მიჯნაზე მუშაობდა ინგლისის მეფის ჯეიმზ I-ის კარზე, შემდეგ კი ანტვერპენში დაბრუნდა. ამ პერიოდის ნამშევრებისათვის დამახასიათებელია დახვეწილი ფერწერული ტექნიკა და სახეების კეთილშობილება. 1621 წლიდან ცხოვრობდა იტალიაში (ძირითადად გენუაში). ამ დროისათვის მხატვარმა სრულყო ბაროკოს პარადული ტიპის პორტრეტი, რომელშიც აქტიურ როლს ასრულებს ადამიანის პოზა და ჟესტი (კარდინალ გ. ბენტივოლიოს პორტრეტი, 1623, პალაციო პიტი, ფლორენცია). იტალიაში მხატვარი გაეცნო ფერწერის ვენეციის სკოლას, რომლის მიღწევებიც თავისებურად გამოიყენა გენუელ დიდებულთა პარადულ პორტრეტებში. ეს პორტრეტები გამოირჩევა საზეიმო კომპოზიციით, მუქი ღრმა ტონების სილამაზით, ფონისა და აქსესუარების სიმდიდრით („მოხუცი გენუელი და მისი მეუღლე“, ბერლინ-დალემის სურათების გალერეა; „მარკიზი ა. ჯ. ბრინიოლე-სალე და მისი მეუღლე პაოლინა ადორნო“, პალაცო როსოს გალერეა, გენუა). ამავე დროს მხატვარი ხატავდა შემოქმედ ადამიანთა პორტრეტებს (მოქანდაკე ფ. დიუკუნუა, 1622, ძვ. ხელოვნების მუზეუმი, ბრიუსელი; მამაკაცის პორტრეტი, 1623, ერმიტაჟი, სანკტ-პეტერბურგი). 1627-1632 წლებში მხატვარი ისევ ანტვერპენში ცხოვრობდა. 1630 წლიდან ერცჰერცოგის მეუღლის იზაბელის კარის მხატვარი გახდა. ამ პერიოდის ნამუშევრები ვან დეიკისათვის მწვერვალია. გარდა საზეიმო პორტრეტებისა (მარი ლუიზ დე ტასისის პორტრეტი, ლიხტენშტაინის გალერეა, ვენა), შესრულებული აქვს ინტიმური პორტრეტები (ფერმწერი პ. სნაიერსი, მიუნხენის ძველი პინაკოთეკა; ოფორტების სერია „იკონოგრაფია“), რომლებშიც ღრმადაა გახსნილი თანამედროვეთა სულიერი ცხოვრების სიმდიდრე. ეფექტური, მაგრამ ერთფეროვანია მხატვრის რელიგიური და მითოლოგიური კომპოზიციები („მადონა დელ როზარიო, 1624, დელ ოზარიოს ორატორიუმი, პალერმო; „შესვენება ეგვიპტის გზაზე“, 1620-იანი წლების დასარული, ძველი პინაკოთეკა, მიუნხენი). 1632 წლიდან ვან დეიკი მუშაობდა ლონდონში ჩარლზ I-ის კარის მხატვრად. შექმნა მეფის, მისი ოჯახისა და დიდებულების არაერთი პორტრეტი, სადაც წინა პლანზეა წარმოჩინებული ინგლისის დედოფალთა არისტოკრატიზმი. ბოლო ნამუშევრებში იგრძნობა სიმშრალე და ნაძალადევი ელეგანტურობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Anthony van Dyck
  3. 3.0 3.1 Held J. S. Encyclopædia Britannica
  4. 4.0 4.1 Kunstindeks Danmark
  5. 5.0 5.1 SNAC — 2010.
  6. 6.0 6.1 Biografisch Portaal — 2009.
  7. 7.0 7.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  8. 8.0 8.1 Discogs — 2000.
  9. 9.0 9.1 Dyck, Anthony van, or Antoon or Anton (Sir) // Benezit Dictionary of ArtistsOUP, 2017. — ISBN 978-0-19-977378-7doi:10.1093/BENZ/9780199773787.ARTICLE.B00056870
  10. 10.0 10.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  11. 11.0 11.1 Jaffé M. Dyck, [Dijck] Sir Anthony [Anthonie; Antoon] van // Grove Art Online / J. Turner[Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2017. — ISBN 978-1-884446-05-4doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T024345
  12. 12.0 12.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  13. 13.0 13.1 Roglo — 1997. — 9000000 ეგზ.
  14. 14.0 14.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  15. 15.0 15.1 BeWeB
  16. 16.0 16.1 Ван Дейк Антонис // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  17. 17.0 17.1 17.2 17.3 17.4 17.5 17.6 17.7 RKDartists
  18. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  19. The Fine Art Archive — 2003.